Jump to content

Tesla Cybertruck-მა დაიწყო ჟანგიანი ლაქებით დაფარვა მიუხედავად იმისა, რომ დამზადებულია „სუპერ მყარი უჟანგავი ფოლადისგან“.


Recommended Posts

ინტერნეტში გამოჩნდა პიკაპ Tesla Cybertruck-ის მფლობელების პრეტენზიები, რომ უჟანგავი ფოლადის კორპუსის მიუხედავად იგი არც ისე მდგრადი აღმოჩნდა ჟანგის მიმართ, წერს რესურსი The Register. 2019 წელს ელექტრო პიკაპის წარდგენისას Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კორპუსი დამზადებულია „სუპერ მყარი უჟანგავი ფოლადისგან“, ხოლო „გამჭვირვალე ლითონის“ მინა არის „პირდაპირი მნიშვნლობით ტყვიაგაუმტარი“. 

image.png 

ფოტოს წყარო: Tesla 

Cybertruck Owners Club-ის ფორუმზე განთავსებული პოსტების მიხედვით როგორც ირკვევა, უჟანგავი ფოლადიც ექვემდებარება კოროზიას. ”მე ახლა მივიღე ჩემი Cybertruck. კონსულტანტმა აღნიშნა, რომ წვიმაში მასზე ნარინჯისფერი ჟანგის კვალი ჩნდება და მისი მოცილებისთვის მანქანის გაპრიალებაა საჭირო“, – განაცხადა ფორუმის ერთ-ერთმა მონაწილემ. 

„ლოს-ანჯელესში წვიმის შემდეგ შევამჩნიე, რომ ლითონზე გაჩნდა კოროზია, ამიტომ გადავწყვიტე დაფიქსირება, რათა Tesla-ს ყურადღებამდე მიმეტანა“, - წერს სხვა მომხმარებელი. დაბნეულმა მფლობელმა თქვა, რომ კომპანიას, საიდანაც მანქანა გამოიყვანა, ლაქების მოსაშორებელი აღჭურვილობაც კი არ გააჩნდა. ”მათ დაადასტურეს კოროზიის არსებობა და მითხრეს, რომ დამირეკავდნენ შემდეგ თვეში, როდესაც ხელსაწყოებს მიიღებდნენ და შეძლებდნენ მომსახურება-შეკეთებას,” - თქვა მან. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: cybertruckownersclub.com 

კოროზიის შესახებ ცნობები შემოდის მფლობელებისგან, რომლებიც თვლიან, რომ "სუპერ მყარი უჟანგავი ფოლადი" საჭიროებს მცირე მოვლას, რასაც Tesla, როგორც ჩანს, კატეგორიულად არ ეთანხმება. კომპანიის ფორუმის ერთ-ერთ განყოფილებაში გამოქვეყნდა Cybertruck-ის ტექნიკური დოკუმენტაციის სკრინშოტი, სადაც ნათქვამია, რომ პიკაპის ძარაზე გამჭვირვალე საფარი არ არის. „სახელმძღვანელო გვირჩევს კოროზიული ნივთიერებების დაუყოვნებლივ მოშორებას და ხაზს უსვამს, რომ არ უნდა დაელოდოთ Cybertruck-ის სრულად გარეცხვის საჭიროებას“, - თქვა მომხმარებელმა. 

მანქანის კორპუსზე პატარა ლაქები შეიძლება არც ისე სერიოზულ პრობლემად ჩანდეს, მაგრამ Cybertruck-ის ფასი 2019 წელს გამოცხადებული 40 ათასიდან 2023 წელს 60 ათას აშშ დოლარამდე გაიზარდა, ამიტომ სავსებით გასაგებია, რატომ უნდათ მფლობელებს, რომ მათი პიკაპები პირვანდელი სახით გამოიყურებოდეს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.