Jump to content

ადამიანისმაგვარმა რობოტმა 1X Eve-მ სრული ავტონომია აჩვენა ყოველდღიურ ამოცანებში


Recommended Posts

რობოტების ნორვეგიულმა მწარმოებელმა 1X-მა წარადგინა Eve მოდელის შესაძლებლობები, რომელსაც შეუძლია მრავალი ოპერაციის შესრულება სრულად ავტონომიურ რეჟიმში. კომპანიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სადემონსტრაციო ვიდეოში რობოტებს არ აკონტროლებდა ადამიანი დისტანციურად, მასალის მომზადებისას არ იყო გამოყენებული მონტაჟი, ასევე არ გამოიყენებოდა ვიდეო აჩქარება, არ იყო დაპროგრამებული თანმიმდევრობა - რობოტები კონტროლდებოდა ნეიროქსელებით ადამიანის ჩარევის გარეშე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: 1x.tech 

25 მლნ აშშ დოლარიდაფინანსების პირველი რაუნდის ფარგლებში 1X-ს მხარს უჭერდა OpenAI; მას მოჰყვა დაფინანსების მეორე რაუნდი 100 მლნ აშშ  დოლარის ბიუჯეტით. 1X-ის ადამიანისმაგვარი რობოტები საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურებიან Tesla-ს, Figure-ის, Sanctuary-ისა და Agility-ის ანალოგებთან შედარებით: მოდელ Eve-ს არც ფეხები აქვს და არც მოქნილი ხელის მტევნები. ეს რობოტი მოძრაობს სამბორბლიან პლატფორმაზე და აქვს მარტივი მანიპულატორები მკლავების ბოლოებზე. რობოტების გარეგნობა რომ ესთეტიურად სასიამოვნო ყოფილიყო, ისინი ადამიანის ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილი, თავზე კი ანიმაციური მომღიმარი სახის მქონე LED ეკრანი დამონტაჟეს. 

1X-ს ასევე გააჩნია უფრო მეტად ადამიანის მსგავსი რობოტი Neo, რომელიც დადის ორ ფეხზე და აქვს ლამაზი ხელები, მაგრამ Eve საკმარისი იყო ძირითადი შესაძლებლობების დემონსტრირებისთვის. ყველა ამოცანა ძირითადად ოთახში ნავიგაციითა და ობიექტების ადგილიდან მეორეზე გადაადგილებას გულისხმობდა. მაგრამ რეალურად 1X Eve სხვა რობოტებთან შედარებით საოცრად ქმედითუნარიანი აღმოჩნდა. ეს რობოტები ნივთებს ათავსებენ ყუთებსა და უჯრებში, აგროვებენ სათამაშოებს იატაკიდან, თავისით იმუხტებიან, საკუთარი ხელით კავშირებენ დენის სადენს და რთავენ მას, როცა აღარ არის საჭირო, ღებენ კარ, თუ ოთახში შესვლა სჭირდებათ.  

სადემონსტრაციო ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: http://tinyurl.com/yzx3w8p4 

1X-ის ინჟინრებმა Eve განსწავლეს 30 ერთეულ სხვადასხვა ძირითად ამოცანზე ვიდეო დემონსტრირებისა და დისტანციური მართვის გამოყენებით, რომლებიც მიეწოდებოდა ხელოვნური ინტელექტის საბაზისო მოდელს და შემდეგ იხვეწებოდა სპეციფიკური გარემოსთვის. სისტემამ ამოცანები შეამცირა კონკრეტულ ქმედებებამდე, რომელსაც ასრულებდნენ რობოტები. დეველოპერის თქმით რობოტის კომერციული ვერსიების საბოლოო ეტაპი შეიძლება განხორციელდეს ადგილზე მომხმარებლებში, რაც მოითხოვს „მხოლოდ რამდენიმე წუთს მონაცემთა შეგროვებსა და ტრენინგს PC GPU-ზე“. ოპერატორს შეიძლება ჯერ დასჭირდეს სისტემისთვის მოქმედებების აუცილებელი თანმიმდევრობის დემონსტრირება - ღრმა სწავლების სისტემა განმეორებით გაატარებს დავალებას მოდელირების სისტემის მეშვეობით სხვადასხვა შემთხვევითი ფაქტორების გათვალისწინებით და მოამზადებს რობოტებს მუშაობისთვის. 

Link to comment
Share on other sites

განვითარება მოყვება ამას ის რო როგორც კი დაიწყებენ უკვე  წარმოებას და გაყიდვას ჩავარდება ჩინელების ხელში , გამოუშვებენ იგივეს ნახევარ ფასში , შეისყიდიან კომპანიები სადაც ააქვთ საწყობები, სუპერმარკეტები , ანუ რაიმეს გადატანა გადმოტანა , მერე მოლარეებიც ესენი იქნებიან სუპერმარკეტში , სახლში მომვლელები და კიდევ რაიმე დანიშნულებას გამოუძებნიან

ერთ რამეს ემსახურება ეს ყველაფერი , ადამიანი თუ არის დასაქმებული და ორ კაპიკს იღებს თუნდაც მძიმე სამუშაოზე ჩაანაცვლებენ ესეთი რობოტით , გამოიწვევს სამსახურის შეცოტავებას , ურჩევნიათ რობოტი ერთხელ იყიდონ ვიდრე მერე ადამიანს უხადონ ხელფასი ყოველთვიურად , თან განვითარებულ ქვეყნებში აზღვევენ კიდევაც თანამშრომლებს , ეგ კიდე ცალკე ხარჯია , ამას კიდე მხოლოდ დენი და ეგაა , ეს ჯერ პრიმიტიულ დონეზეა მაგრამ პროგრესი იქნება რამდენიმე წელიწადში ადამიანის კოპიოც კი შეილება შეიქმნას , თან ეხლა ყველა ხელოვნურ ინტელექტს მიეძალა ეგ სფეროც ვითარდება, კიდევ ადამიანების რაოდენობა ხოა გაზრდილია დედამიწაზე რაც იწვევს გლობალურ დათბობას , კორონაც მაგიტო შეიქმნა რო ამოეხოცათ ადამიანები იმისთვის რო გადავარჩინოთო  პლანეტაო , თან ისე იყო მოფიქრებული ასაკოვან ხალხს კლავდა უფრო , ანუ ხანდაზმულები და ავადმყოფები მოიშორეს , ეხლა ადამიანებიც იბადებიან და კიდევ რობოტები დაემატება ,ანუ მიდის იქამდე რო პლანეტას აღარ ექნება ამხელა რესურსი დაიტიოს მოსახლეობა და სავარაუდოდ კიდევ გამოუშვებენ ახალ ახალ ვირუსებს და  ამოჟუჟავენ საწყალ ხალხს

ესეიგი ფილმებში რასაც იღებენ გამოთვლილი აქვთ სავარაუდოდ რა შეილება მოხდეს და ეგრეც ხდება ზუსტად , თუნდაც ტერმინატორი რამდენი წლის წინ გადაიღეს , რობოტები, ხელოვნური ინტელექტი , უკვე მივედით მაგ დონემდე

 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.