Jump to content

დაანონსდა მინი კომპიუტერი MSI Cubi N ADL ენერგოეფექტური Intel N100 ჩიპით


Recommended Posts

კომპანია MSI-მ წარადგინა მინი პერსონალური კომპიუტერი Cubi N ADL პასიური გაგრილებით, რომეიც გამოირჩევა დაბალი ენერგომოხმარებით და განკუთვნილია კორპორატიული სეგმენტისთვის. კომპიუტერს აქვს 0.66-ლიტრიანი კორპუსი, კომპაქტური გაბარტები და მცირე წონა - სულ რაღაც 540 გრამი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: MSI 

MSI Cubi N ADL-ში წარმოდგენილია Alder Lake-N სერიის პროცესორი Intel N100, რომელიც შეიცავს ოთხ ენერგოეფექტურ E-ბირთვს 3.4 გჰც-მდე ტაქტის სიხშირით, სულ რაღაც 6 ვატი TDP-ის დონით და ოთხი ნაკადის მხარდაჭერით. DDR4 (3200 მჰც) სტანდარტის ოპერატიული მეხსიერების მაქსიმალური მოცულობა შეადგენს  16 გბ-ს, მონაცემთა შენახვისთვის განკუთვნილია M.2 SSD და 2.5” SSD/HDD სლოტები. 

image.jpeg 

4K გაფართოების და 60 ჰერცი კადრის განახლების სიხშირის მქონე მონიტორებთან დაკავშირებისთვის მინი კომპიუტერზე ხელმისაწვდომია HDMI, DP და Type-C კონექტორები. ასევე წარმოდგენილია ორი პორტი USB 3.2 Gen2 Type-A, ორი USB 2.0 Type-A და Wi-Fi ადაპტერი. მონაცემთა დაცვისთვის მოწყობილობას აქვს კრიპტოგრაფიული მოდული dTPM 2.0. 

image.jpeg 

კომპანია გარანტიას იძლევა MSI Cubi N ADL Mini PC-ის საიმედოობასა და 24/7-ზე მხარდაჭერაზე სამი წლის განმავლობაში. მოწყობილობა მუშაობს Windows 11 Pro-ზე. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.