Jump to content

Intel გამოუშვებს სასერვერო პროცესორებს Arm Neoverse ბირთვებზე 18-ანგსტრემ ტექნოპროცესით


Recommended Posts

მიკროსქემების საკონტრაქტო მწარმოებელმა Faraday Technology-მ განაცხადა, რომ გეგმავს მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი 64-ბრთვიანი პროცესორის შექმნას Arm Neoverse ბირთვების ბაზაზე. პროცესორს გამოუშვებს კომპანია Intel-ის საკონტრაქტო წარმოების განყოფილება მოწინავე 18A (1.8 ნმ) ტექნოპროცესის ფარგლებში. 

image.jpeg 

ხალი ერთკრისტალიანი პლატფორმა (system-on-chip - SoC) 64 Arm Neoverse ბირთვით განკუთვნილი იქნება აპლიკაციების ფართო სპექტრისთვის, რომელთა შორისაა მონაცემთა დამუშავების დიდი ცენტრები, პერიფერიული სისტემები და 5G ქსელები, ამტკიცებს Faraday. კომპანიამ განაცხადა, რომ ახალ პროცესორს აგრეთვე გამოიყენებენ Arm Total Design-ის ეკოსისტემის სხვადასხვა IP ინტერფეისები, თუმცა მათი ზუსტი დასახელებები არ დაუკონკრეტებია. ლოგიკურია მოლოდინი, რომ პროცესორს ექნება PCIe, CXL და DDR5 ინტერფეისები. 

აღსანიშნავია, რომ Faraday თავად არ გაყიდის პროცესორს, არამედ შესთავაზებს ჩიპის დიზაინს თავის მომხმარებლებს, რომლებიც შეძლებენ თავიანთ საჭიროებებზე მის ადაპტირებას. უცნობია, ჰყავს თუ არა Faraday-ს პოტენციური მომხმარებელი, მაგრამ კომპანია დარწმუნებულია Arm Neoverse ბირთვების წარმატებაში. ამ პროცესორებს დაამზადებს Intel Foundry Services (IFS) Intel 18A ტექნოპროცესის გამოყენებით და, სავარაუდოდ, ეს პროცესორები გახდება IFS-ის მიერ გამოშვებული პირველ Arm პროცესორებს შორის ერთ-ერთი. 

ამ დროისთვის Intel Foundry Services-მა მიიღო რამდენიმე შეკვეთა მონაცემთა ცენტრების ჩიპებზე. მათ შორისაა ქლაუდ სისტემებისთვის განკუთვნილი ჩიპი Intel 3 ტექნოპროცესზე, ქასთომ სასერვერო ჩიპი Ericsson-ისთვის და Intel 18A-ზე დაფუძნებული ჩიპები აშშ-ის თავდაცვის სამინისტროსთვის. გარდა ამისა, Intel აწყობს „სისტემები კორპუსში“-ს (system-in-package) Amazon Web Services-ის მონაცემთა ცენტრებისთვის. 

„როგორც დაპროექტების პარტნიორი Arm Total Design-ში, Faraday სტრატეგიულად მიზანმიმართულია ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიურ კვანძებზე, რათა დააკმაყოფილოს მომავალი აპლიკაციების განვითარებადი საჭიროებები“, - განაცხადა Faraday-ს აღმასრულებელმა დირექტორმა სტივ ვანგმა. „მოხარული ვართ გამოვაცხადოთ ჩვენი ახალი SoC პლატფორმის განვითარება Arm Neoverse-ზე დაფუძნებული Intel 18A ტექნოლოგიის გამოყენებით. ეს გადაწყვეტილება სარგებელს მოუტანს ჩვენს ASIC და DIS (Design Implementation Service) მომხმარებლებს და მათ საშუალებას მისცემს დააჩქარონ მოწინავე მონაცემთა ცენტრებისა და HPC აპლიკაციების ბაზარზე გამოშვების დრო.” 

„მოხარულნი ვართ, რომ ვთანამშრომლობთ Faraday-სთან, რათა განვავითაროთ Arm Neoverse-ზე დამყარებული SoC-ები ჩვენი ყველაზე კონკურენტუნარიანი Intel 18A ტექნოპროცესის გამოყენებით“, - განაცხადა Intel-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა და Intel Foundry Services-ის (IFS) გენერალურმა მენეჯერმა სტიუარტ პანმა. ”ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა Faraday-სთან აჩვენებს ჩვენს ერთგულებას ტექნოლოგიისა და წარმოების ინოვაციების შემოტანაში ნახევარგამტარების მიწოდების გლობალურ ჯაჭვში, რაც ეხმარება Faraday-ის მომხმარებლებს მარტივად დააკმაყოფილონ SoC-ების სიმძლავრის და წარმადობის გლობალური სტანდარტები.” 

აღსანიშნავია, რომ Intel Foundry Services-მა და Arm-მა Intel 18A ტექნოლოგიის მობილური ერთკრისტალიანი პლატფორმების სფეროში თანამშრომლობის დაწყების შესახებ ჯერ კიდევ 2023 წლის აპრილში გამოაცხადეს. ჯერჯერობით შეთანხმებას შედეგი არ მოჰყოლია, მაგრამ ირკვევა, რომ საკონტრაქტო ჩიპების მინიმუმ ერთი მწარმოებელი დაინტერესებულია მონაცემთა ცენტრის ბაზარზე Arm Neoverse-ითა და Intel 18A-თი გასვლით. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.