Jump to content

AMD-ის პროცესორებმა ისტორიულად ყველაზე მაღალ პოპულარობას მიაღწიეს Steam-ზე


Recommended Posts

კომპანია Valve-მ გამოაქვეყნა იანვრის სტატისტიკა Steam-ის მომხმარებელთა სისტემების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ეს თვე მყიდველებს შორის არც თუ ისე აქტიურადაა მიჩნეული, AMD-მ შეძლო თავისი პროცესორების წილი უმაღლეს დონეზე გაეზარდა პლატფორმის ისტორიაში, ასევე ოპერაციულ სისტემა Windows 11-ის წილი ზრდას აგრძელებს და უახლოვდება 50%-ს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: TechSpot 

გასულ თვეში Raptor Lake Refresh სერიის ცენტრალური პროცესორების ხელმისაწვდომი მოდელების გამოშვების მიუხედავად Intel-ის პროცესორების მფლობელების წილი პლატფორმაზე შემცირდა 0.59 პროცენტული პუნქტით გასული თვის განმავლობაში. ხოლო AMD-ის ჩიპების პოპულარობა პლატფორმაზე ანალოგიური 0.59%-ით გაიზარდა და მიაღწია კომპანიის რეკორდულ 34.25%-იან მაჩვენებელს. 

image.jpeg 

AMD-მ ცოტა ხნის წინ გამოუშვა Ryzen 8000G ჰიბრიდული დესკტოპ ჩიპები - საინტერესო იქნება, თუ როგორ იმოქმედებს ისინი საერთო სტატისტიკაზე მომავალ გამოკითხვებში. თუმცა, მიმომხილველებს არ მოეწონათ ამავე სერიაში შემავალი ფლაგმანი Ryzen 7 8700G. 

image.jpeg 

ყველაზე პოპულარული ვიდეო ბარათები პლატფორმა Steam-ზე (მობილური და დესკტოპ ბარათების ჩათვლით) 

ვიდეო ბარათების სეგმენტში GeForce RTX 3060-ის მომხმარებელთა წილი პლატფორმაზე 0.31%-ით შემცირდა, მაგრამ იგი მაინც რჩება ყველაზე პოპულარულ გეიმინგ ამაჩქარებელად Steam-ზე. ზოგადად, იანვარში ყველაზე პოპულარული ვიდეო ბარათების თითქმის მთელი ათეული წითელ ზონაში იყო. მათი უმეტესობა ძველი ვიდეო ბარათებია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ მომხმარებლებმა შესაძლოა დაიწყეს თავიანთი სისტემების განახლება ამაჩქარებლების უფრო ახალი მოდელებით. 

image.jpeg 

იანვრის ყველაზე პოპულარული ვიდეო ბარათები Steam-ზე  

იანვარში გამოჩნდა, რომ Steam-ის მომხმარებლებს შორის იზრდება გეიმინგ ლეპტოპების პოპულარობა. მაგალითად, მობილურ GeForce RTX 4060-ზე მომუშავე სისტემების წილი პლატფორმაზე 0.58%-ით გაიზარდა. ზრდა ასევე დაფიქსირდა მობილურ RTX 3060-ში (+0.38%). მობილური RTX 4060 პოპულარობით მეხუთე აღმოჩნდა, ხოლო უმცროსი RTX 4050 - მეცხრე ადგილზე. 

Ada Lovelace სერიის ყველაზე პოპულარული ვიდეო ბარათი აღმოჩნდა GeForce RTX 4060 (მას ოდნავ ჩამორჩება RTX 4060 Ti). პლატფორმაზე GeForce RTX 40 სერიის თითქმის ყველა ვიდეო ბარათის პოპულარობა გაიზარდა, გამონაკლისია RTX 4070, რომლის წილი 0.03%-ით შემცირდა. 

image.jpeg 

ოპერაციული სისტემები 

პლატფორმაზე Windows 11-ის მომხმარებელთა წილი გაიზარდა. გასული თვის შეჯამების მიხედვით ამ ოპერაციულ სსტემას იყენებდა გამოკითხვის მონაწილეთა 44.2%. Windows 10-ის მომხმარებელთა რიცხვი შემცირდა 2%-ით და თვის ჯამში შეადგინა 51.4%. Windows 11-ის წილი მალე დაიკავებს Steam-ის მომხმარებლების წილის ნახევარს. ვითარება განსხვავებულია ჯამში ბაზარზე: Microsoft-ის უახლესი ოპერაციული სისტემა დაყენებულია კომპიუტერების მხოლოდ 26.5%-ზე, ხოლო Windows 10-ზე მოდის მომხმარებლების 67.4%-იანი წილი. 

Steam-ის გამოკითხვის მონაწილეთა თითქმის ნახევარმა აღნიშნა, რომ იყენებ 16 გბ ოპერატიულ მეხსიერებას. მომხმარებელთა დაახლოებით 23%-ს აქვს 32 გბ ოპერატიული მეხსიერება. ეკრანის ყველაზე პოპულარული გაფართოება კვლავ არის Full HD (1920 × 1080 პიქსელი). მას იყენებს პლატფორმის მომხმარებელთა 59.7%. მეორე ყველაზე პოპულარული გაფართოებაა 1440p (მომხმარებლების 16%). 

თამაშების მოცულობის მუდმივად ზრდით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ პლატფორმის მომხმარებელთა უმეტესობას მხოლოდ 100-დან 249 გბ-მდე თავისუფალი ადგილი აქვს დარჩენილი. ამასთან, უმეტესობას აქვს მუდმივი მეხსიერების 1 ტბ-ზე მეტი საერთო რაოდენობა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.