Magdalena Posted February 3 Share Posted February 3 კომპანია Visa-მ Web3-საგადახდო ინფრასტრუქტურის პროვაიდერ Transak-თან პარტნიორობის ფარგლებში უზრუნველყო კრიპტოვალუტების ფიატში კონვერტაციის შესაძლებლობა საბანკო ბარათებზე. ინტეგრაცია საშუალებას აძლევს მომხმარებლებს გაიტანონ ციფრული აქტივები პირდაპირ საფულეებიდან, როგორიცაა MetaMask ან Coinbase Wallet და გამოიყენონ თანხა საქონლის საფასურისა და მომსახურების გადასახდელად Visa Direct-ის გამოყენებით. გადაწყვეტილება მერჩანტებს საშუალებას აძლევს დაუკავშირდნენ Visa ქსელს და მიიღონ გადახდები საკუთარ ბარათზე. „Visa Direct-ის მეშვეობით რეალურ დროში თანხის განაღდების შეთავაზებით Transak უზრუნველყოფს უფრო სწრაფ, მარტივ და ინტეგრირებულ გამოცდილებას მომხმარებლებისთვის. იგი აადვილებს კრიპტოვალუტების ბალანსის კონვერტაციას ფიატში, რომელიც შეიძლება დაიხარჯოს 130 მილიონზე მეტ სავაჭრო ობიექტში, სადაც Visa მიიღება“. - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა. Transak-ის განცხადების თანახმად სერვისი ხელმისაწვდომია 145-ზე მეტ ქვეყანაში. პლატფორმა მხარს უჭერს 40-ზე მეტი ციფრული აქტივის გაცვლას, ასრულებს KYC პროცედურებს, აკონტროლებს რისკებს და აკმაყოფილებს მარეგულირებელ მოთხოვნებს მომხმარებლების ინტერესებიდან გამომდინარე. 2023 წლის დასაწყისში საინფორმაციო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Visa-მ შეაჩერა კრიპტოვალუტების ინტეგრაციის გეგმები ინდუსტრიაში მიმდინარე გაკოტრებების სერიის შემდეგ. თუმცა აპრილში კომპანიამ გამოაცხადა, რომ კრებდა დეველოპერებს "ამბიციური" ციფრული აქტივების ინიციატივისთვის. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში Visa-მ გამოუშვა პილოტი მერჩანტებისთვის USDC stablecoin-ის გამოსაყენებლად Solana-ს ქსელში. კომპანიამ ორი წლით ადრე დაიწყო Ethereum-ის ბლოკჩეინზე Stablecoin-ის გამოყენების ტესტირება. http://tinyurl.com/2ntjphzf Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.