Jump to content

Visa-მ გახსნა თავისი ბარათიდან კრიპტოვალუტების ფიატში გატანის შესაძლებლობა 145 ქვეყანაში


Recommended Posts

image.jpeg 

კომპანია Visa-მ Web3-საგადახდო ინფრასტრუქტურის პროვაიდერ Transak-თან პარტნიორობის ფარგლებში უზრუნველყო კრიპტოვალუტების ფიატში კონვერტაციის შესაძლებლობა საბანკო ბარათებზე. 

ინტეგრაცია საშუალებას აძლევს მომხმარებლებს გაიტანონ ციფრული აქტივები პირდაპირ საფულეებიდან, როგორიცაა MetaMask ან Coinbase Wallet და გამოიყენონ თანხა საქონლის საფასურისა და მომსახურების გადასახდელად Visa Direct-ის გამოყენებით. გადაწყვეტილება მერჩანტებს საშუალებას აძლევს დაუკავშირდნენ Visa ქსელს და მიიღონ გადახდები საკუთარ ბარათზე. 

Visa Direct-ის მეშვეობით რეალურ დროში თანხის განაღდების შეთავაზებით Transak უზრუნველყოფს უფრო სწრაფ, მარტივ და ინტეგრირებულ გამოცდილებას მომხმარებლებისთვის. იგი აადვილებს კრიპტოვალუტების ბალანსის კონვერტაციას ფიატში, რომელიც შეიძლება დაიხარჯოს 130 მილიონზე მეტ სავაჭრო ობიექტში, სადაც Visa მიიღება“. - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა. 

Transak-ის განცხადების თანახმად სერვისი ხელმისაწვდომია 145-ზე მეტ ქვეყანაში. პლატფორმა მხარს უჭერს 40-ზე მეტი ციფრული აქტივის გაცვლას, ასრულებს KYC პროცედურებს, აკონტროლებს რისკებს და აკმაყოფილებს მარეგულირებელ მოთხოვნებს მომხმარებლების ინტერესებიდან გამომდინარე. 

2023 წლის დასაწყისში საინფორმაციო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Visa-მ შეაჩერა კრიპტოვალუტების ინტეგრაციის გეგმები ინდუსტრიაში მიმდინარე გაკოტრებების სერიის შემდეგ. თუმცა აპრილში კომპანიამ გამოაცხადა, რომ კრებდა დეველოპერებს "ამბიციური" ციფრული აქტივების ინიციატივისთვის. 

შეგახსენებთ, რომ სექტემბერში Visa-მ გამოუშვა პილოტი მერჩანტებისთვის USDC stablecoin-ის გამოსაყენებლად Solana-ს ქსელში. კომპანიამ ორი წლით ადრე დაიწყო Ethereum-ის ბლოკჩეინზე Stablecoin-ის გამოყენების ტესტირება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.