Jump to content

CFTC-მა გაფრთხილება გამოთქვა ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით თაღლითობის შესახებ


Recommended Posts

image.png 

თაღლითები ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ ინვესტორების მოტყუებისთვის, ხოლო სოციალური მედიისა და ინფლუენსერების პოპულარობა აადვილებს ყალბი ინფორმაციის გავრცელებას. ამის შესახებ გაფრთხილება გამოთქვა CFTC-ის ტრენინგისა და მომხმარებელთა მომსახურების ოფისმა. 

”სამწუხაროდ, ხელოვნური ინტელექტი გახდა კიდევ ერთი შესაძლებლობა ბოროტმოქმედებისთვის, რომ გულუბრყვილო ინვესტორები მოატყუონ”, - ნათქვამია განცხადებაში. 

განყოფილების ინფორმაციის თანახმა თაღლითები მომხმარებლებს პირდებიან "უზარმაზარ მოგებას" სავაჭრო ბოტების, სავაჭრო ალგორითმებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. CFTC-მა მომხმარებლებს მოუწოდა "უფრთხილდნენ აჟიოტაჟს" და შეახსენა, რომ ამ ტექნოლოგია "არ შეუძლია მომავლის ან ბაზრის მოულოდნელი ცვლილებებიპროგნოზირება." 

ამის მაგალითია Mirror Trading International Proprietary Limited და მისი ხელმძღვანელი კორნელიუს იოჰანეს სტეინბერგი, რომლებიც ბრალდებულად იქნენ მიჩნეული 1.7 მლრდ აშშ დოლარის თაღლითობის საქმეში. 2023 წლის აპრილში სასამართლომ ამ უკანასკნელს დააკისრა 1.7 მლრდ აშშ დოლარის კომპენსაცია მსხვერპლებისთვის და ანალოგიური თანხის  ჯარიმის სახით გადახდა სახელმწიფოსთვის. 

უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად სააგენტო ინვესტორებს ურჩევ შეისწავლონ კომპანიის ან ტრეიდერის ისტორია, გაიარონ კონსულტაცია ფინანსურ მრჩევლებთან, გაითვალისწინონ რისკები და არ დაიჯერონ ყველაფერი, რასაც „გავლენიანი პირები“ უკეთებენ რეკლამას. 

„თაღლითები ამტკიცებენ, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ალგორითმებს შეუძლიათ უზარმაზარი მოგების მოტანა“, - აღნიშნეს CFTC-ში. 

CertiK-ის 2022 წლის მონაცემებით YouTube-ზე ტრეიდერებისთვის თაღლითური ვიდეოების რაოდენობა 500%-ით გაიზარდა. იმავე წლის 16-დან 18 თებერვლამდე Group-IB-ის სპეციალისტებმა გამოავლინეს 36 ყალბი გადაცემა, რომელიც ეძღვნებოდა ციფრულ აქტივებში ინვესტირებას. მათ თაღლითებს 1.6 მლნ აშშ დოლარზე მეტი მოუტანეს. 

FTX-ის დაშლის შემდეგ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ბირჟის დამფუძნებელ სემ ნკმენ-ფრიდის დიპფეიქი, რომელიც მომხმარებლებს კომპენსაციის სახით სთავაზობდა მონაწილეობას კრიპტო გათამაშებაში. 

YouTube-ის მიერ ხელოვნური ინტელექტი ვიდეო პოლიტიკის განახლების მიუხედავად მსგავსი კონტენტი მაინც ჩნდება პლატფორმაზე. 

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ოქტომბერში ინვესტორმა და მილიარდერმა ტიმ დრეიპერმა მომხმარებლები გააფრთხილა თაღლითების შესახებ, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს მისი ხმის იმიტირებისთვის იყენებდნენ. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.