Jump to content

პორტატულ კონსოლ MSI Claw-ს ფასი იქნება 700-800 აშშ დოლარი -ASUS-ისა და Lenovo-ს მოწყობილობებზე ძვირი


Recommended Posts

ახლახან წარმოდგენილ MSI Claw პორტატულ გეიმინგ კონსოლზე ჯერ არ გამოცხადებულა ოფიციალური გამოშვების თარიღი, მაგრამ მისი სხვადასხვა ვერსიის საცალო ფასები უკვე ცნობილია. მოწყობილობა გვევლინება, როგორც პრემიუმ პროდუქტი ASUS ROG Ally-სა და Lenovo Legion Go-სთან შედარებით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: msi.com 

MSI Claw დაკომპლექტებულია Intel Core Ultra 5 135H ან Core Ultra 7155H პროცესორით. ამ პროცესორების წარმადობას შორის განსხვავება, როგორც ჩანს, არ იქნება ისეთი შესამჩნევი, როგორც AMD Ryzen Z1 და Z1 Extreme პროცესორებს შორისაა Lenovo-სა და ASUS-ის კონსოლებში. უმცროს Intel Core Ultra 5135H-ს აქვს 14 ბირთვი და 18 ნაკადი; P-ბირთვების მაქსიმალური წარმადობა 4.6 გჰც-ს შეადგენს, ხოლო 7 გრაფიკული Xe ბირთვის სიხშირე - 2.2 გჰც-ს. უფროს Ultra 7155H-ს აქვ 16 ბირთი ტაქტის სიხშირით 4.8 გჰც-მდე, 22 ნაკადი და 8 გრაფიკული Xe ბირთვი. უმცროსი ჩიპის წარმადობა უფროსთან შედარებით მხოლოდ 12.5%-ითაა ნაკლები. შედარებისთვის, საბაზისო მოდელ AMD Ryzen Z1-ის წარმადობა 66%-ით ნაკლებია Z1 Extreme-თან შედარებით. 

MSI-ს განცხადების თანახმად Claw-ს აქვს 7-დუიმიანი დისპლეი 1080p გაფართოებით და 48-დან 120 ჰერცამდე კადრის ცვლადი განახლების სიხშირის (VRR — Variable Refresh Rate) მხარდაჭერით. 

რაც შეეხება ფასს, იგი დამოკიდებულია MSI Claw-ს კონფიგურაციაზე: 

  • Intel Core Ultra 7 155H + 16 გბ ოპერატიული მეხსიერება + 1 ტბ SSD 799.99$; 
  • Intel Core Ultra 7 155H + 16 გბ ოპერატიული მეხსიერება + 512 გბ SSD 749.99$; 
  • Intel Core Ultra 5 135H + 16 გბ ოპერატიული მეხსიერება + 512 გბ SSD 699.99$. 

შედარებისთვის, ASUS ROG Ally-სა და Lenovo Legion Go-ს აქტუალური ფასები 600-დან 700 აშშ დოლარამდე მერყეობს. Legion Go-ს საწყისი ფასია 649 აშშ დოლარი, ხოლო ROG Ally AMD Ryzen Z1 Extreme ვერსია ხელმისაწვდომია 599 აშშ დოლარიდან. 

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.