Jump to content

Apple-მა დაიწყო ახალი iPad Pro-სა და MacBook Air-ის წარმოება - გაყიდვები მარტში დაიწყება


Magdalena

Recommended Posts

Bloomberg-ის ჟურნალისტ მარკ გურმანის მონაცემებით Apple-მა უკვე დაიწყო Apple M3 პროცესორის მქონე ფლაგმანურ პლანშეტ iPad Pro-სა და და ლეპტოპ MacBook Air-ის განახლებული ვერსიის მასობრივი წარმოება. ორივე მოწყობილობა ფართო საზოგადოებისთვის ოფიციალურად წარდგენილი იქნება მარტის ბოლოს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: 9to5mac.com 

ადრინდელ პუბლიკაციებში გურმანი წერდა რომ Apple მარტში წარადგენს ახალ iPad Pro-ს OLED დისპლეით, iPad Air-ს გაუმჯობესებული მახასიათებლებით, 12.9-დუიმიან iPad Air-ს და ახალი თაობის 13- და 15-დუიმიან MacBook Air-ებს M3 პროცესორებით. რადგან გასულ წელს Apple-ს არ გამოუშვა არც ერთი ახალი პლანშეტი, მოსალოდნელია, რომ 2024 წელს განახლდება მთელი სერია, მარტში კი გამოვა iPad Pro და iPad Air. 

ადრე ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ iPad Pro-ს გამოშვებასთან ერთად გამოვა ახალი აქსესუარები, როგორიცაა Magic Keyboard ალუმინის კორპუსით. iOS 17.4 კოდში იყო მინიშნებები იმის შესახებ, რომ iPad Pro-ს ექნება ლანდშაფტის ორიენტაციის მქონე ფრონტალური კამერა. თუმცა ყველაზე შესამჩნევი სიახლე იქნება OLED დისპლეების გამოჩენა, რის გამოც Apple-ის პლანშეტები შეძლებენ უფრო ნათელი და კონტრასტული გამოსახულების ჩვენებას და ასევე მიიღებენ გარკვეულ ზრდას ავტონომიურობის კუთხით. 

რაც შეეხება ახალ MacBook Air-ს, დიზაინის მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. ამის ნაცვლად ლეპტოპებში წარმოდგენილი იქნება M3 ჩიპი, რომლის დებიუტი გასულ წელს შედგა 14-დუიმიან MacBook Pro-ში. მოსალოდნელია, რომ მწარმოებელი ერთდროულად განაახლებს 13- და 15-დუიმიან MacBook Air-ს M3 ჩიპებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ლეპტოპების M2-ზე მომუშავე ვერსიები ბაზარზე ერთი წელია რაც არსებობს.  

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.