Jump to content

Intel გააორმაგებს Panther Lake პროცესორების ხელოვნური ინტელექტის წარმადობას Lunar Lake-თან შედარებით


Recommended Posts

უახლესი ფინანსური ანგარიშის ფარგლებში Intel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პეტ გელსინერმა განაცხადა, რომ წელს კომპანია გააფართოვებს Core Ultra პლატფორმას Arrow Lake და Lunar Lake პროცესორებით. მათი AI-წარმადობა სამჯერ გაიზრდება ამჟამინდელ Meteor Lake-თან შედარებით. მომავალ წელს კომპანია წარადგენს Panther Lake პროცესორების სერიას დესკტოპ და ლეპტოპების სეგმენტებში და მათ ექნება ორჯერ მეტი AI-წარმადობა წინამორბედებთან შედარებით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

Core Ultra პლატფორმა უზურნველყოფს ჩვენს ლიდერობას ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ გამოწვევებში [სამომხმარებლო სეგმენტში]. ახალი თაობის Lunar Lake და Arrow Lake პლატფორმების გამოშვებით წელს ჩვენ გავაორმაგებთ ჩვენს უპირატესობას. 2025 წელს Panther Lake-ის ახალი პროცესორები დამატებით 2-ჯერ გაზრდის ხელოვნური ინტელექტის წარმადობას“, - განაცხადა გელსინჯერმა. 

ინვესტორებთან შეხვედრისას Intel-ის ხელმძღვანელ ასევე შეეხო ჩიპების წარმოებისთვის განკუთვნილ საფირმო 18A ტექნოპროცესის მომზადების საკითხ. იგი ჩაანაცვლებს 20A ტექნოპროესს, რომელიც გამოყენებული იქნება Arrow Lake სამომხმარებლო პროცესორებში. გელსინჯერმა ასევე ხსენა, რომ სასერვერო Xeon Granite Rapids და Sierra Forest პროცესორები ბაზარზე ამ წლის მეორე ნახევარში გამოვა. 

image.png 

ახალი ტექნოპროცესი 18A გამოყენებული იქნება მომავალ Clearwater Forest პროცესორებში. გელსინჯერის თქმით ამ ჩიპების შემუშავება უკვე დასრულებულია და მათი წარმოება მალე დაიწყება. ეს პროცესორები განკუთვნილი იქნება მონაცემთა ცენტრებისთვის და მათში წარმოდგენილი იქნება 288-მდე გამომთვლელი ბირთვი. მათში გამოყენებული იქნება მხოლოდ ახალი თაობის ენერგოეფექტური ბირთვები, კოდური სახელწოდებით Darkmont. 

„ინდუსტრიაში პირველები ვართ, ვინც ერთ ტექნპროცესში გავაერთიანეთ GAA ტრანზისტორების ტექნოლოგიები და კვების მიწოდება კრისტალი უკანა მხრიდან. ხსენებული მეორე ტექნოლოგია ჩვენს უახლოეს კონკურენტებთან გამოჩნდება არა უადრეს ორ წელიწადში. Arrow Lake ჩიპები იქნება ჩვენი Intel 20A ტექნოპროცესის მთავარი პროდუქტი წელს. Intel 18A ტექნოპროცესი, სავარაუდოდ, წარმოებისთვის მზად იქნება 2024 წლის მეორე ნახევარში. მოხარული ვარ განვაცხადო, რომ Clearwater Forest ჩიპები - ჩვენი პირველი, Intel 18A-ზე დაფუძნებული სასერვერო პროცესორები - ასევე მზად არის წარმოებისთვის. Panther Lake სამომხმარებლო ჩიპების განვითარება კი მალე დასრულდება“, - აღნიშნა გელსინერმა. 

image.jpeg 

აქვე აღსანიშნავია, რომ Intel დიდ იმედებს ამყარებს 18A ტექნოპროცესზე არა მხოლოდ პირადი მიზნების მხრივ, არამედ მიიჩნევს მოწინავე ტექნოლოგია, რომელიც მას, როგორც საკონტრაქტო მწარმოებელს, შეუძლია შესთავაზოს მესამე მხარის ჩიპების დეველოპერებს. კომპანიამ აღნიშნა, რომ 2023 წელს მან პროგრესს მიაღწია საკონტრაქტო წარმოების ეკოსისტემის შექმნაში, დადო 40-ზე მეტი შეთანხმება ჩიპების შემუშავებისა და წარმოების სერვისებისთვის, მათ შორის აშშ-ს სამხედრო და საჰაერო კოსმოსურ ინდუსტრიასთან. „მეოთხე კვარტალში ჩვენ გამოვაქვეყნეთ ინსტრუმენტების ნაკრები Intel 18A ვერსიისთვის 0.9 ჩიპების შესაქმნელად და გავაფართოვეთ მისი ხელმისაწვდომობა. ჩვენ მნიშვნელოვნად გავაფართოვეთ RAMP-C პროგრამა და სწორედ ამ კვარტალში გავაფორმეთ მსხვილი საკონტრაქტო წარმოების ხელშეკრულება აშშ-ხელისუფლებასა და თავდაცვის სამინისტროსთან“, - აღნიშნა კომპანიამ. 

კომპანია აპირებს უმასპინძლოს ღონისძიება IFS Direct Connect 2024-ს 21 თებერვალს, სადაც ის უფრო დეტალურად გამოავლენს სამომავლო პროდუქტების გეგმებს. 

ფინანსური ანგარიშის ფარგლებში კომპანია ასევე შეეხო მომავალი სპეციალიზებული ხელოვნური ინტელექტის ამაჩქარებლების - Gaudi 3-ის თემას, რომელთა გამოჩენა მოსალოდნელია წელს და დაპირებისამებრ უნდა უზრუნველყოს წარმადობის ოთხმაგი ზრდა და წინამორბედებთან შედარებით გაორმაგებულ სიჩქარე. კომპანია ასევე აგრძელებს სპეციალიზებული Falcon Shores ამაჩქარებლების შემუშავებას. 

„ჩვენ გავაგრძელებთ ხელოვნური ინტელექტის ბაზრის განვითარებას ახალი Gaudi 3 ამაჩქარებლებით, რომელთა გამოშვებას წელს ვგეგმავთ. ჩვენ ველით ოთხჯერ უფრო მეტ წარმადობას და ორჯერ მეტ სიჩქარეს მათ წინამორბედებთან შედარებით. ახლა მათ ლაბორატორიებში ვამოწმებთ. ისინი ნამდვილად აფიქსირებენ წარმადობის შესანიშნავ დონეს. ასევე გრძელდება Falcon Shores-ის განვითარება“, - განაცხადა Intel-ის ხელმძღვანელმა. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.