Jump to content

ილონ მასკის AI-სტარტაპი აპირებს 6 მლრდ აშშ დოლარის მოზიდვას და OpenAI-სთან კონკურენციას


Recommended Posts

ილონ მასკის კომპანია xAI აწარმოებს მოლაპარაკებებს 6 მლრდ აშშ დოლარამდე ინვესტიციის მოზიდვაზე. ბიზნესმენი ეძებს დაფინანსებას პოტენციური უცხოელი პარტნიორებისგან, მათ შორის ჰონგკონგიდან, რათა კონკურენცია გაუწიოს Microsoft-ის მიერ მხარდაჭერილ OpenAI-ს. ამის შესახებ Financial Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: x.ai 

კომპანია xAI-ის წარმომადგენლებმა გამართეს მოლაპარაკებები რამდენიმე პოტენციურ ჰონგკონგელ ინვესტორთან ინვესტიციის მოზიდვის იმედით, ხოლო თავად სტარტაპი 20 მლრდ აშშ დოლარადაა შეფასებული - მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა და მასკი ჯერ კიდევ აფასებს ინვესტორების განწყობას. xAI პარტნიორები შესაძლოა გახდნენ ქონების სუვერენული ფონდები ახლო აღმოსავლეთიდან, ინვესტორები იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდან. მაგრამ ხელოვნური ინტელექტის ამერიკული კომპანიის მიერ თანხების ჰონგკონგიდან მოზიდვამ შესაძლოა ნეგატიური შედეგი გამოიღოს აშშ-სა და ჩინეთს შორის გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამო. 

ილონ მასკის სტარტაპისთვის თანხების მოძიების საკითხს კოორდინაციას უწევს ბანკი Morgan Stanley, რომელიც 2022 წელს მილიარდერს Twitter-ის (ამჟამად X) შეძენაში დაეხმარა. თანხების მოზიდვა ასახავს კოლოსალურ ხარჯებს, რომლებიც საჭიროა გენერაციული ხელოვნური ინტელექტის სისტემების შესაქმნელად - მოდელების, რომელთაც წამებში შეუძლიათ ტექსტის, გამოსახულების და პროგრამული კოდის გენერირება, თუმცა მუშაობისთვის საჭიროებენ უზარმაზარ გამოთვლით რესურსებს, მონაცემთა უზარმაზარ მოცულობას სწავლებისთვის და უახლეს ჩიპებს. OpenAI-მ ამ მიზნებისთვის Microsoft-ისგან დაახლოებით 13 მლრდ აშშ დოლარი მოიზიდა.  

დეკემბერში xAI-მ შეატყობინა აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიას (SEC) თავისი განზრახვის შესახებ - მოეზიდა 1 მლრდ აშშ დოლარი სააქციო კაპიტალი - დოკუმენტების თანახმად ამ დროისთვის მან შეაგროვა 135 მლნ აშშ დოლარი. Bloomberg-მა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ xAI-მ მიიღო კიდევ 500 მლნ აშშ დოლარი, მაგრამ მასკმა უარყო ეს ინფორმაცია. ბიზნესმენს ჯერ არ გაუმხელია დეტალები xAI-ის დაფინანსების მექანიზმების შესახებ, თუმცა ნოემბერში მან განაცხადა, რომ X-ის ამჟამინდელი აქციონერები კომპანიის 25%-ს ფლობენ. Twitter-ის შეძენაში მას დაეხმარნენ Oracle-ის აღმასრულებელი დირექტორი ლარი ელისონი, Sequoia Capital, Andreessen Horowitz, Fidelity Management და საუდის არაბეთის პრინცი Alwaleed bin Talal. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.