Jump to content

ავტოპილოტირების სისტემა Tesla FSD-ის მართვას მალე ხელოვნური ინტელექტი დაიწყებს


Recommended Posts

Tesla-ს კვარტალურ საანგარიშო კონფერენციაზე ილონ მასკმა ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა - შეექო კომპანიის პროგრესი მძღოლის დახმარების აქტიური სისტემების გაუმჯობესებაში, რომელთაგან მთავარი FSD კომპლექსი. კომპანიამ ახლახანს დაიწყო მისი ნომერ 12 ვერსიის გავრცელება, რომელიც ეყრდნობა ხელოვნურ ინტელექტს გადაწყვეტილების მიღებისას და არა მხოლოდ გამოსახულების ამოცნობას. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Tesla 

პირველ რიგში, როგორც ილონ მასკმა განმარტა, ხელოვნურ ინტელექტს კომპანია გამოიყენებს არა მხოლოდ ობიექტების ამოცნობისთვის, არამედ გადაწყვეტილებების მისაღებად კონტროლირებადი მანქანების მოძრაობის ტრაექტორიების აგებისას, ასევე საჭის და სამუხრუჭე სისტემისთვის ბრძანებების გაგზავნისას. კომპანიის ხელმძღვანელის თქმით ასეთ მოდელზე გადასასვლელად FSD-ს C++ კოდის დაახლოებით 330 000 ხაზინეიროქსელებით შეცვლა გახდა საჭირო. ეს ყველაფერი Tesla-ს, მისი აზრით, ყველაზე ეფექტურ კომპანიად აქცევს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით. იგი უბრალოდ იძულებული გახდა ე.წ. მესამე თაობის ტექნიკის მაქსიმუმი გამოეყენებინა, რომელიც მოიცავს Tesla-ს საფირმო ნეირო პოცესორებზე დამყარებულ ბორტ კომპიუტერებს. 

მასკმა მოგვიანებით გაიხსენა, რომ პირველი თაობის ავტოპილოტირების სისტემები აიგო Mobileye-ის კომპონენტებზე, მეორე თაობაში იგი გადავიდა NVIDIA-ს პროდუქტებზე და მხოლოდ მესამეში დაიწყო საკუთარი FSD ნეირო პროცესორების გამოყენება. სხვათა შორის, კომპანიის ხელმძღვანელს არ დაუმალავს, რომ ამჟამად არსებული მეოთხე თაობის ნერვული პროცესორების გარდა უკვე მეხუთე თაობის პროცესორებზეც მუშაობს. მათ შორის უზარმაზარი პროგრესია მიღწეული წარმადობისა და და ეფექტურობის კუთხით, მაგრამ მასკმა არ დააკონკრეტა ზუსტად როდის გამოვა ბაზარზე მეხუთე თაობის კომპონენტები. 

როდესაც Tesla-ს ხელმძღვანელს ჰკითხეს, დაინტერესებულნი იყვნენ თუ არა სხვა კომპანიები FSD პლატფორმაზე ლიცენზირების პირობებით, მასკმა დაიჩივლა პოტენციური მომხმარებლების სიფრთხილესა და დაეჭვებაზე, რომლებთანაც უკვე მიმდინარეობს წინასწარი მოლაპარაკებები. არ არის გამორიცხული, რომ ამ მოლაპარაკებების ნაყოფი წელს გახდე ცნობილი. თავად მასკი რომ ყოფილიყო სხვა ავტომწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელი, ის აუცილებლად მიიღებდა Tesla-ს ტექნოლოგიების ლიცენზირებას - ეს მილიარდერმა ზედმეტი მოკრძალების გარეშე განაცხადა. მოგვიანებით მან აღნიშნა, რომ შესაძლოა მოხდეს FSD ტექნოლოგიის ლიცენზირება ჩინელ ავტომწარმოებლებზე მათი საჭიროებების შესაბამისად, მაგრამ ამჟამად Tesla უფრო მიდრეკილია მათთან თანამშრომლობის იდეაზე Supercharger დამტენი სადგურების ქსელში წვდომის გაზიარების თვალსაზრისით, როგორც ეს ამჟამად ხდება ჩრდილოეთ ამერიკაში. 

კვარტალურ საანგარიშო ღონისძიებაზე ასევე ისაუბრეს NVIDIA-ს გამოთვლით ამაჩქარებლებზე, რომლებიც ამჟამად ხელოვნური ინტელექტის სისტემების ბევრ დეველოპერს სჭირდება. მასკმა განაცხადა, რომ Tesla ცდილობს შეიძინოს შესაბამისი ჩიპები საკმარისი რაოდენობით. უახლოეს მომავალში ხელოვნური ინტელექტის განვითარება დაეყრდნობა როგორც NVIDIA-ს პლატფორმას, ასევე კომპანიის კუთვნილ სუპერკომპიუტერ Dojo-ს. ეს უკანასკნელი, მასკის თქმით, გრძელვადიანი პროექტია და გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა აჩვენოს თავისი ეფექტურობა. 

FSD-ის მე-12 ვერსიის გამოშვების თემაზე დაბრუნებისას Tesla-ს წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ იგი ამჟამად იტესტება კომპანიის თანამშრომლების მიერ ბრენდის ელექტრომობილებზე, უახლოეს კვირებში დაიწყება მისი განაწილება ბეტა-ტესტირების მონაწილეებს შორის ჩრდილოეთ ამერიკაში. პროგრამას დაახლოებით 400 ათასი მონაწილე ჰყავს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.