Magdalena Posted January 26, 2024 Posted January 26, 2024 Samsung-მა გააზიარა 990 Evo-ს SSD-ის მახასიათებლები. ახალი პროდუქტის თავისებურება ის არის, რომ მას შეუძლია მუშაობა ორ, PCIe 4.0 x4 ან PCIe 5.0 x2 რეჟიმში. ამავდროულად, დისკის სიჩქარე ორივე შემთხვევაში იდენტურია. ფოტოს წყარო: Samsung SSD უზრუნველყოფს თანმიმდევრული წაკითხვის სიჩქარეს 5000 მბ/წმ-მდე და ჩაწერის სიჩქარეს - 4200 მბ/წმ-მდე, აგრეთვე შემთხვევითი წაკითხვის და ჩაწერის ოპერაციებში 700 ათას და 800 ათას IOPS დონეს, შესაბამისად. მყარი დისკი კონკრენციას გაუწევს დაბალფასიან მოდელებს, როგორიცაა TeamGroup MP44L და უფრო პოპულარული WD_Black SN770. Samsung 990 Evo NVMe SSD-ის უპირატესობას წარმოადგენს უფრო ენერგოეფექტური 5-ნანომეტრიანი კონტროლერი, აგრეთვე 133-შრიანი ფლეშ-მეხსიერების V6P TLC NAND ჩიპების გამოყენება. SSD-ს არ აქვს საკუთარი DRAM ქეშ-მეხსიერება და შესაბამისი მიზნისთვის პერსონალური კომპიუტერის სისტემურ მეხსიერებას იყენებს. როგორც ზემოთ აღინიშნა, 990 Evo-ს შეუძლია იმუშაოს PCIe 4.0 x4 ან PCIe 5.0 x2 რეჟიმებში. Samsung-ის თქმით PCIe 5.0 x2 ინტერფეისის მქონე დისკის ჰიბრიდული დიზაინი შექმნილია იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს SSD-ების მიმდინარე გამოთვლითი მოთხოვნილებები სამომავლო მოთხოვნების მოლოდინში. კომპანიაში არ განმარტავენ, კონკრეტულად რას უნდა ნიშნავდეს ეს. ვინაიდან ოთხი PCIe 4.0 და ორი PCIe 5.0 არხის გამტარი სიჩქარე იდენტურია, ერთი ან მეორე ოპერაციული რეჟიმის გამოყენება არ გამოიწვევს წარმადობის დაკარგვას. თუმცა ორი PCIe 5.0 არხის გამოყენებამ შეიძლება ოდნავ გააუმჯობესოს დისკის ენერგოეფექტურობა გარკვეულ შემთხვევებში. ეს კომბინაცია შექმნილია იმისთვის, რომ Samsung 990 Evo NVMe SSD იყოს შესაფერისი არჩევანი არა მხოლოდ ლეპტოპებისთვის, არამედ, მაგალითად, გეიმინგ კონსოლ PS5-სთვის. Samsung 990 Evo NVMe SSD შემოთავაზებული იქნება 1 და 2 ტბ ვერსიების სახით. პირველის ფასი 124.99 აშშ დოლარია, მეორესი - 209.99 აშშ დოლარი. ორივე მოდელს გააჩნია მწარმოებლის ხუთწლიანი გარანტია. Samsung აცხადებს 600 TBW (ტერაბაიტი გადაწერილი ინფორმაციის) რესურსს მცირე ვერსიისთვის და ორჯერ მეტს - უფროსი ვერსიის შემთხვევაში. http://tinyurl.com/y3ykxzp4 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.