Jump to content

Apple-ის ელექტრომობილის გამოსვლა 2028 წლამდე გადაიდება და იგი სრულფასოვანი ავტოპილოტის გარეშე გამოვა


Magdalena

Recommended Posts

Apple-მა შეარბილა თავისი ამბიციები ელექტრომობილის, ე.წ. Apple Car-ის გამოშვებასთან დაკავშირებით. თავდაპირველად კომპანია აპირებდა სრულიად უპილოტო მანქანის გამოშვებას, ახლა კი Apple-ის გეგმებში შედის უფრო ტრადიციული ელექტრომობილის გამოშვება მხოლოდ მძღოლის დახმარების მოწინავე სისტემით. გარდა ამისა, Apple-მა კვლავ გადადო პროექტის განხორციელების ვადა, წერს Bloomberg. 

image.jpeg 

Apple-ის ელექტრომობილების პროექტი Project Titan 2014 წლიდან რეალიზდება. მანქანის გამოშვების თარიღმა უკვე არაერთხელ გადაიწია, რამდენჯერმე შეიცვალნენ პროექტის ლიდერები, ასევე დეველოპერების გუნდში ხდებოდა დათხოვნა და იცვლებოდა სტრატეგია. 2021 წლიდან პროექტს Apple-ის ვიცე-პრეზიდენტი კევინ ლინჩი ხელმძღვანელობ, მაგრამ სტრატეგიის მორიგი ცვლილების თავიდან აცილება ვერ მოხერხდა. 

თავდაპირველად Apple გეგმავდა მთლიანად უპილოტო ავტომობილის გამოშვებას - მისი მეხუთე დონის ავტოპილოტირები სისტემის მეშვეობით მომხმარებლებს უნდა შეძლებოდათ საერთოდ არ მიეღოთ მონაწილეობა მანქანის მართვაში. 2022 წლის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია აპირებდა 2026 წლისთვის გამოეშვა მანქანა ავტონომიური მართვის მოწინავე ფუნქციებით მაგისტრალებზე, ანუ მე-3 დონის ავტოპილოტით. 

ახლა, როდესაც ნათელია, რომ Apple ვერ შეძლებს მსგავსი მანქანის მალე დამზადებას, კომპანია გადადის მძღოლის დამხმარე მარტივ ფუნქციებზე. ისინი შეესაბამება Tesla-ს ელექტრომობილების ამჟამინდელ შესაძლებლობებს. ავტომობილში გამოყენებული იქნება 2+ დონის მძღოლის დახმარების სისტემა. 

ახალი სტრატეგია მიღებულ იქნა სამუშაო შეხვედრების სერიის შემდეგ, რომელშიც შედიოდნენ Apple-ის დირექტორთა საბჭოს წარმომადგენლები, პროექტის ლიდერი კევინ ლინჩი და კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკი. თანამოსაუბრეების თქმით დირექტორთა საბჭო უკვე რამდენიმე თვეა ახორციელებს ზეწოლას Apple-ის ხელმძღვანელობაზე ავტომობილის გამოშვების გეგმის შესახებ. 

image.jpeg 

კევინ ლინჩი. ფოტოს წყარო: David Paul Morris/Bloomberg 

ელექტრომობილის შექმნა კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტიბოლო ათწლეულის განმავლობაში. Apple ყოველწლიურად ასობით მილიონ დოლარს ხარჯავ ხელფასებზე, ქლაუდ სისტემებზე ავტოპილოტირები სისტემის გასაკონტროლებლად, დახურულ გზებზე ტესტირებაზე და მანქანის ნაწილებისა და ჩიპების შემუშავებაზე. Apple-მა წლები დახარჯა ელექტროგადამცემების, თვითმართვადი აპარატურის და პროგრამული უზრუნველყოფის, მანქანის ინტერიერისა და ექსტერიერის და სხვა ძირითადი კომპონენტების შემუშავებაში. მიუხედავად ამისა, ავტომობილმა ვერ მიაღწია პროტოტიპის ეტაპს. კომპანიის აღმასრულებლები იმედოვნებენ, რომ ეს საბოლოოდ მოხდება ახალი მიდგომის საფუძველზე.  

პროექტს გაურკვევლობა აწუხებდა მრავალი წლის განმავლობაში. Project Titan-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა დაგ ფილდმა დატოვა კომპანია 2021 წელს ნაწილობრივ იმის გამო, რომ მას არ სჯეროდა, რომ უმაღლესი ხელმძღვანელობა ოდესმე ოფიციალურად დაამტკიცებდა ავტომობილის გამოშვებას. ახალი გეგმის გათვალისწინებითაც Apple-ის ზოგიერთი აღმასრულებელი სკეპტიკურადაა განწყობილი, რომ ავტომობილი ოდესმე გამოიმუშავებს ისეთ მოგებას, როგორსაც კომპანია იღებს iPhone-დან. მიუხედავად ამისა, 100 ათას აშშ დოლარიანი მანქანა - Apple-ისგან ნაკლები არ არის მოსალოდნელი - შემოსავლების ზრდას განაპირობებს და Apple-ს დაეხმარება მზარდი ელექტრომობილების სექტორში დაიმკვიდროს ადგილი. 

ავტომობილის შემუშავების გეგმა კომპანიაში განიხილება, როგორც Tesla-ს მსგავსი პროდუქტის შექმნა. ეს არ იქნება არაფერი ახალი, მაგრამ კომპანია იმედოვნებს, რომ მანქანა გამორჩეული იქნება დახვეწილი დიზაინით, უსაფრთხოების მახასიათებლებით და უნიკალური სამომხმარებლო ინტერფეისით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.