Jump to content

Grayscale-ის აღმასრულებელი დირექტორი Bitcoin ETF-ების უმეტესობის კოლაფსს პროგნოზირებს


Recommended Posts

image.jpeg 

SEC-ის მიერ დამტკიცებული თერთმეტი Spot Bitcoin ETF-ების უმეტესობა, სავარაუდოდ, მარცხი ელოდება - ეს აზრი გამოთქვა Grayscale-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ სონენშაინმა CNBC-თან ინტერვიუში. 

მისი აზრით, მხოლოდ „ორი ან სამი საბირჟო ვაჭრობის ფონდი, ალბათ, მიაღწევს გარკვეულ კრიტიკულ მასას“. 

„არ მგონია, რომ საბოლოოდ 11 სპოტ პროდუქტი, რომელიც SEC-მა დაამტკიცა, ბაზარზე არსებობას შეძლებს“, - განაცხადა სონენშაინმა. 

Grayscale მართავს Bitcoin-ის ერთ-ერთ უმსხვილეს ETF-ს, GBTC-ს, რომლის მართვის ქვეშ 25 მლრდ აშშ დოლარზე მეტი აქტივია. საერთო ჯამში დაახლოებით 27 მლრდ აშშ დოლარი, ანუ 632 ათასი BTC, დაბლოკილია ციფრული ოქროს სპოტ ბირჟაზე ვაჭრობის ფონდებში. 

ამასთან, ემიტენტების უმეტესობამ პროდუქტით ვაჭრობის პირველ დღეებში დააწესა ნულოვანი საკომისიო, შემდეგ კი გაზარდა 0.2-0.4%-მდე. თუმცა, Grayscale ფონდის მართვისთვის 1.5%-ს ითხოვს. 

Sonnenshein-ის თქმით კომპანიამ დააწესა ეს საკომისიო, რადგან ფონდს აქვს „10-წლიანი წარმატების ისტორია“ და „დივერსიფიცირებული ინვესტორების ბაზა“. 

„ინვესტორები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ლიკვიდურობა და ემიტენტი ფირმის გამოცდილება, ასევე, თუ რომელი ემიტენტი დგას ფონდის უკან. Grayscale კრიპტოვალუტის სპეციალისტი. და ჩვენმა ქმედებებმა მართლაც გაუხსნა გზა ამ მრავალი პროდუქტის წარმოქმნას“, - აღნიშნა კომპანიის ხელმძღვანელმა. 

Sonnenschein-მა აღნიშნა, რომ მიზეზი, რის გამოც სხვა ETF-ები დაბალ საკომისიოს ითხოვენ, არის მათი რეპუტაციის ნაკლებობა. 

თუმცა, GBTC ყოველდღიურად განიცდის თანხების გადინებას, გასულ კვირას კი 1.5 მლრდ აშშ დოლარის დანაკლისი განიცადა. ანალიტიკოსები ამ ვითარებას მიაწერენ მოგების მიღებას ინვესტორების მიერ, რომლებმაც შეიძინეს პროდუქტი დიდი ფასდაკლებით, სანამ იგი ETF-ად დაკონვერტირდებოდა. 

შეგახსენებთ, რომ დაწყებიდან პირველი ოთხი დღის განმავლობაში ყველა Spot Bitcoin ფონდის სავაჭრო მოცულობამ 11 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. 

Link to comment
Share on other sites

მანდ ერთი რაღაცა არ უხსენებია მაგ კაცს, მაგ ფონდის აქციების ნაწილი უნდა გაეყიდა (ან უკვე გაყიდა ამ დღეებში) გაბანკროტებულმა FTX ბირჟამ, ლაპარაკია ლამის 1$ მილიარდ ბიტკოინზე, ხოდა მაგანაც გამოიწვია ბოლო ვარდნები, მაგის გარდა კიდე ერთი კორპორაცია გაბანკროტებულა ჩინური მგონი და ეგეც ბიტკოინით ფარავსო ვალის ნაწილს, მანდაც ლამის მილიარდ დოლარზე ყოფილა საუბარი, ანუ საერთო ჯამში 1$ მილიარდზე მეტი ბიტკოინი გაიყიდა, მერე ისევ ბიტკიონში დარჩება ეგ თანხები თუ დოლარებში აპირებენ გადახურდავებას ეგრევე არც ეგაა ცნობილი, ანუ ნეგატიური მომენტები ბევრი იყო მაგ კანონის დადგენის შემდეგ კრიპტობაზარზე, ბოლო ვარდნები განსაკუთრებით ალბათ 41700$-ან 38500$ რომ დაეცა ჯერ ბიტკოინი მაგ ნიუსების ფონზე დაფიქსირდა, ანუ მაგან გამოიწვიაო ბიტკოინის კურსის დაგდება და დიდი თანხების დროებით გატანა ბაზრიდან, შეიძლება 38500$ არც კი გაჩერდენ და გაზიდონ მაგაზე დიდი თანხებიც კი, თუ ჯერაც არაა მთლიანათ ეგ აბიომები გაყიდული, მაგის შესახებ იციან დიდმა ინვესტორებმა და წინასწარ გაიტანეს თანხები ეტყობა, რომ მორჩება ეგ გაყიდვები მერე მემგონი ისევ დაიწყებს ბიტკოინი გაზრდას უკვე, ისე თეორიულათ შეუძლიათ 35000$ ჩამოწევაც კი ბიტკოინის და ზოგიერთი ანალიტიკოსები ვარაუდობენ 32500$ ვარდნას, თუმცა შეიძლება ამაზე მეტათ აღარც დაეცესო უკვე, რაღაც ნუანსებზე იქნება ეგ ალბათ დამოკიდებული და შემდეგი 1-2 კვირის მანძილზე რა მოხდება კიდე ბაზარზე საინტერესო, მაგის გარდა დიდმა მაინინგ ფერმებმა რამდენიმე მილიარდის ბიტკოინი გაყიდესო 46000$+ როცა იდგა კურსი მაგ პერიოდში, ანუ შემდეგ უკვე ალბათ 150000$+ როცა ავა ბიტკოინი მერე გაყიდიან, ამიტომ მაგანაც დაწია დროებით კურსი და სხვა სელაუტებმაც რაც დაფიქსირდა ან უნდა დაფიქსირდეს ახლო მომავალში ბაზარზე, რახან არავის არ დაუზუსტებია ჯერ ეგ რამდენიმე მილიარდი უკვე გაყიდეს თუ ჯერ კიდე გასაყიდი აქვთ, ანუ მაგან შეიძლება მთლათ 35000$ ან მაგაზე ქვემოთაც დააგდო კურსი, ან შეიძლება უკვე დასრულდა ეგ გაყიდვები, მაგ შემთხვევაში დიდი დაცემები ალბათ აღარ იქნება და დაიწყებს ნელ-ნელა გაზრდას უკვე ბიტკოინი, ჯერ 40500$ ავიდნენ მარტო, ეხლაც უფრო 40000$ ფარგლებშია კურსი გაჩერებული, თუმცა 39500$ დაეცა დღეს საღამოს ისევე, ისე თებერვალში შეიძლება ისევ შეუნთონ, თუ კიდე რამე ცუდი არ გამოხტება, ზოგადათ ბიტკოინს ჩვევია დაცემები და სტაგნაცია ჰალვინგის წინა თვეებში, თუმცა ვარაუდობდენ რომ გაზაფხულისთვის გაიზრდებოდა ლამის 50000$ ბიტკოინის კურსი, მაგრამ შეიძლება პირიქით დაეცეს მაქამდე ლამის 30000$ კურსი და მერე დაიწყონ ისევ გაზრდა, ისე თუ გაზაფხულზე არ გაიზარდა, მემგონი მინიმუმ ზაფხულში მაინც მიაღწევს 50000$ ბიტკოინი, ჰალვინგის შემდეგ იცის თავიდან გაზრდა კურსმა, მაგრამ დიდზე არა, დიდი გაზრდები უნდა დაიწყოს შემოდგომის ბოლოს და გაგრძელდეს წესით შემდეგი წლის გაზაფხულამდე მინიმუმ

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.