Jump to content

სემ ოლტმენი ხელოვნური ინტელექტის ჩიპების წარმოებისთვის საერთაშორისო ქსელის შექმნას გეგმავს


Recommended Posts

OpenAI-ის გენერალური დირექტორი სემ ოლტმენი მოლაპარაკებებს აწარმოებს მრავალმილიარდდოლარიანი ინვესტიციების მოსაზიდად, რათა შექმნას საერთაშორისო ქსელი ხელვნური ინტელექტის ჩიპების წარმოებისთვის. ინვესტიცია მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში ძირითადი გამოწვევების გადალახვას, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტის მოდელებისთვის, მაგალითად ChatGPT-სა და DALL-E-სთვის, მაღალი წარმადობის პროცესორების ნაკლებობა. ეს ამბიციური პროექტი მოიცავს თანამშრომლობას მსოფლიოს წამყვან ჩიპების მწარმოებლებთან, რომელთა სახელები ამჟამად გასაიდუმლოებულია. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Frank_Reppold / Pixabay 

მძლავრი ჩიპების შემუშავებისა და წარმოების მნიშვნელობა ხელოვნური ინტელექტის ისეთი მოდელებისთვის, როგორებიცაა ChatGPT ან DALL-E, რომლებსაც შეუძლიათ უპასუხონ შეკითხვებს და შექმნან სურათები - ნათელი ხდება ინდუსტრიის მიმდინარე ტენდენციების კონტექსტში. NVIDIA-ს, რომელმაც გასულ წელს პირველად მიაღწია 1 ტრლნ აშშ დოლარიან საბაზრო კაპიტალიზაციას, ფაქტობრივად მონოპოლია გააჩნია ბაზარზე მისი პოპულარული H100 GPU-ების წყალობით. ეს პროცესორები გამოიყენება მოწინავე ხელოვნური ინტელექტის მოდელების სწვალებისთვის, როგორებიცაა GPT-4, Gemini, Llama 2. 

მაღალი წარმადობის ხელოვნური ინტელექტის ჩიპების კონკურენციის გაძლიერების გამო მნიშვნელოვანია წარმოების საჭირო სიმძლავრის წინასწარ უზრუნველყოფა. ამ კონტექსტში ოლტმენი და მისი გუნდი აწარმოებენ მოლაპარაკებებს საინვესტიციო გიგანტებთან, როგორებიცაა SoftBank Group და აბუ დაბიში დაფუძნებული კომპანია G42 ამ მასშტაბური პროექტის დაფინანსებისთვის. 

image.jpeg 

ხელოვნური ინტელექტის ახალი პროცესორი Microsoft Azure Maia 100 (ფოტოს წყარო: Microsoft) 

არა მხოლოდ OpenAI, არამედ IT ინდუსტრიის სხვა ძირითადი მოთამაშეებიც, მათ შორის Microsoft, Amazon და Google, აქტიურად მუშაობენ საკუთარი AI ჩიპების შექმნაზე. Microsoft-მა, OpenAI-ის ინვესტორმა, გასულ ნოემბერში გამოაცხადა, რომ ავითარებს თავის პირველ საფირმო AI ჩიპს ხელოვნური ინტელექტის მოდელების მომზადებისთვის. ამის შემდეგ Amazon-მა წარმოადგინა თავის ჩიპ Trainium-ის განახლებული ვერსია. Google-ის ჩიპების დაპროექტების გუნდი იყენებს DeepMind AI-ს Google Cloud სერვერებზე, რათა შეიმუშაოს ხელოვნური ინტელექტის პროცესორები, მათ შორის Tensor Processing Units (TPU). 

AWS, Azure და Google NVIDIA H100 პროცესორების აქტიური მომხმარებლები არიან. Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა Mark Zuckerberg-მა განუცხადა The Verge-ს, რომ Meta გეგმავს ფლობდეს 340 ათასზე მეტ H100 პროცესორს წლის ბოლომდე თავისი მძლავრი ხელოვნური ინტელექტის შემუშავების სტრატეგიის (Artificial General Intelligence — AGI) ფარგლებში. 

image.jpeg 

სუპერჩიპი NVIDIA GH200 Grace Hopper Superchip (ფოტოს წყარო: NVIDIA) 

კაპიტალიზაციის სწრაფი ზრდის ფონზე NVIDIA არ ჩამორჩება ინოვაციების რბოლას და უკვე დააანონსა ახალი GH200 Grace Hopper ჩიპები, რაც გააძლიერებს მის უკვე დომინანტურ პოზიციას ბაზარზე. თუმცა არ ჩამორჩებიან AMD, Qualcomm და Intel და უშვებენ პროცესორებ, რომლებიც შექმნილია ხელოვნური ინტელექტის მოდელების მხარდასაჭერად ლეპტოპებში, სმარტფონებსა და სხვა მოწყობილობებში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.