Jump to content

Intel გახდა ნახევრადგამტარი კომპონენტების უდიდესი მომწოდებელი მსოფლიოში, ხოლო NVIDIA პირველად შევიდა ტოპ 5-ში


Recommended Posts

ნახევარგამტარების ბაზრის მონაწილეები მიმდინარე თვეში შეაჯამებენ არა მხოლოდ წინა კვარტალს, არამედ მთელ 2023 წელს, ხოლო Gartner-ის სპეციალისტებმა აუდიტორიას წინასწარი მონაცემები უკვე გაუზიარეს. შემოსავლების მხრივ Intel-მა მოახერხა Samsung Electronics-ისთვის გაესწრო და ორწლიანი შესვენების შემდეგ ბაზრის ლიდერი გამხდარიყო. NVIDIA პირველად შევიდა ხუთეულში ხელოვნური ინტელექტის სისტემების პოპულარობის ზრდის წყალობით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: AMD 

ზოგადად, როგორც Gartner-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ნახევრადგამტარი კომპონენტების ბაზრის მოცულობა ფულადი თვალსაზრისით გასული წლის ბოლოს 11.1%-ით 533 მლრდ აშშ დოლარამდე შემცირდა, ვინაიდან ამ პერიოდში იგი ექვემდებარებოდა ციკლურობას ურთულესი სიტუაციის გამო მეხსიერების სეგმენტზე დაკვირვების ისტორიაში. ნახევარგამტარი პროდუქტების 25 უმსხვილესი მიმწოდებლიდან მხოლოდ ცხრამ შეძლო შემოსავლების ზრდის დაფიქსირება 2023 წლის ბოლოს, ხოლო 10-მა სხვამ ორნიშნა პროცენტული კლება აჩვენა. ამავდროულად, ჩიპების 25 უმსხვილესი მმწოდებლის შემოსავალმა შეადგინა ბაზრის მონაწილეთა მთლიანი შემოსავლის 74.4%, რაც გასული წლის შედეგებთან შედარებით 14.1%-ით არის შემცირებული. 

რადგანაც Samsung Electronics რჩება მეხსიერების უმსხვილეს მწარმოებლად, მასზე სერიოზულად იმოქმედა 2023 წელს პროდუქციის დაბალმა ფასებმა. სამხრეთორეული კომპანიის შემოსავალი 37.5%-ით 39.9 მლრდ აშშ დოლარამდე შემცირდა, ხოლო ლიდერობის ორწლიანი პერიოდის შემდეგ Samsung-ი მეორე ადგილზე ჩამოვა, ხოლო პირველი ადგილი Intel Corporation-მა დაიკავა. მისი შემოსავალიც შემცირდა გასულ წელს 16.7%-ით, მაგრამ მისმა აბსოლურტურმა ღირებულებამ - 48.7 მლრდ აშშ დოლარმა შესაძლებლობა მისცა ჩიპების უმსხვილესი მომწოდებლების რეიტინგის ლიდერი გამხდარიყო. 

image.png 

ფოტოს წყარო: Gartner 

Qualcomm-მა შეინარჩუნა მესამე ადგილი 29 მლრდ აშშ დოლარ შემოსავლით, თუმცა მისი შემოსავალიც შემცირდა 16.6%-ით 2022 წელთან შედარებით. მეოთხე ადგილზე მყოფმა Broadcom-მა შეძლო შემოსავლების გაზრდა 72%-ით 25.6 მლრდ აშშ დოლარამდე. NVIDIA-მ შეძლო მეთორმეტედან მეხუთე ადგილზე ასვლა და პირველად დაიკავა პოზიცია ხუთეულში. Gartner-ის თანახმად მისი შემოსავალი გასულ წელს გაიზარდა 56.4%-ით 24 მლრდ აშშ დოლარამდე. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელი გახდა ძირითადად ხელოვნური ინტელექტის სისტემების დეველოპერების მხრიდან ამ ბრენდის გამოთვლით ამაჩქარებლებზე მაღალი მოთხოვნის გამო. 

კორეული SK hynix მეოთხე ადგილიდან მეექვსემდე ჩამოვიდა, მისი შემოსავალი 32.1%-ით, 22.8 მლრდ აშშ დოლარამდე შემცირდა. AMD-მ შეინარჩუნა მეშვიდე ადგილი, თუმცა მისი შემოსავალი შემცირდა 5.6%-ით 22.3 მლრდ აშშ დოლარამდე. პირველ ათეულში წარმოდგენილი იქნა საავტომობილო სეგმენტის ჩიპებზე მაღალი მოთხოვნის მომწოდებლები და ბენეფიციარები. კერძოდ, STMicroelectronics-ის შემოსავალი 7.7%-ით გაზარდა 17.06 მლრდ აშშ დოლარამდე და იგი მე-11-დან მე-8 ადგილზე ავიდა. Apple ასევე შედის ჩიპების უმსხვილესი მომწოდებლების ათეულში, მაგრამ მხოლოდ მეცხრე ადგილზეა და მისი შემოსავალი გასულ წელს შემცირდა 5.8%-ით 17 მლრდ აშშ დოლარამდე. გასული წლის ბოლოს ამერიკული Texas Instruments მე-8-დან მე-10 ადგილზე ჩამოვიდა - მისი შემოსავალი 12.2%-ით შემცირდა 16.5 მლრდ აშშ დოლარამდე. 

გასული წლის პირველ ნახევარში კომპონენტებზე მოთხოვნა შესამჩნევად შემცირდა ინდუსტრიისთვის მეხსიერების ბაზრის სამ მნიშვნელოვან სეგმენტში: სასერვერო, სამომხმარებლო და სმარტფონების სეგმენტზე. შედეგად, მთელი გასული წელი მეხსიერების სეგმენტში შემოსავლების 37%-იანი კლებით ხასიათდებოდა. DRAM მეხსიერების ბაზრის წლის მთლიანი შემოსავალი 38.5%-ით 48.4 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო NAND მეხსიერების ბაზრის შემოსავალი შემცირდა 37.5%-ით 36.2 მლრდ აშშ დოლარამდე. 

თუ არ გაითვალისწინებთ მეხსიერების ბაზარს, მაშინ სხვა სეგმენტებში მთლიანობაში გასულ წელს შემოსავალი 3%-ით შემცირდა, როგორც Gartner-ის წარმომადგენლები განმარტავენ. ბაზრის ამ ნაწილში არ ხდებოდა ფასების ისეთი სერიოზული ცვლილებები, როგორც მეხსიერების სეგმენტში, ზოგიერთმა სფერომ ზოგადად დააფიქსირა ჩიპებზე მოთხოვნის ზრდა. მათ შორისაა ხელოვნური ინტელექტის სფერო, საავტომობილო ბაზარი, თავდაცვისა და კოსმოსური სექტორები. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.