Jump to content

Bitcoin-ის ფასი 2023 წლის დეკემბრის შუა რიცხვების შემდეგ მინიმუმამდე ჩამოვიდა


Recommended Posts

Bitcoin აფიქსირებს თვის ყველაზე ცუდ დინამიკას,  რადგან მღელვარება სპოტ Bitcoin საინვესტიციო ფონდების (ETF) გაშვების ირგვლივ თანდათან იკლებს. მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის ღირებულება ბოლო სამი დღის განმავლობაში იკლებს, წერის მომენტში 1 მონეტის ფასი 42731 აშშ დოლარი იყო (წყარო: CoinDesk-დან). 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Pixabay 

დანარჩენი კრიპტოვალუტების ქცევა განსხვავებულია - ზოგიერთის კურსი Bitcoin-ის კვალად დაეცა, ზოგმა კი ფასის გაზრდა მოახერხა. Ethereum-ის ფასი ასევე იკლებს რამდენიმე დღის განმავლობაში, მაგრამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მსოფლიოში მეორე ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის ღირებულება გაიზარდა 0.3%-ით 2542 აშშ დოლარამდე. Binance Coin ბოლო დროს სხვებთან შედარებით უკეთესად წარმოაჩენს თავს  - მისი ღირებულება დღეში 4.64%-ით გაიზარდა და დაახლოებით 320 აშშ დოლარი შეადგინა. 

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) მიერ Bitcoin-თან დაკავშირებული ETF-ების დამტკიცების პირველ დღეს Bitcoin ETF აქციებით ვაჭრობის მოცულობამ შეადგინა 4.6 მლრდ აშშ დოლარი. ამ ფონზე Bitcoin-ის კურსი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიუახლოვდა 49 ათას აშშ დოლარს, რაც ორწლიანი მაქსიმუმია. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, კრიპტოვალუტამ ღირებულების დაკარგვა დაიწყო. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: CoinDesk 

Bloomberg Intelligence-ის ETF-ის უფროსმა ანალიტიკოსმა Eric Balchunas-მა განაცხადა, რომ აშშ-ს ახალმა ETH ფონდებმა მიიღეს 819 მლნ აშშ დოლარის წმინდა შემოდინება ვაჭრობის პირველ ორ დღეში. BlackRock-ის iShares Bitcoin Trust-მა მიიღო დაახლოებით 500 მლნ აშშ დოლარი, ხოლო Fidelity Fidelity Wise Origin Bitcoin ფონდმა - 422 მლნ აშშ დოლარი. ამავდროულად, უმსხვილესი ფონდიდან - Grayscale Bitcoin Trust-იდან, რომლის კაპიტალი 26 მლრდ აშშ დოლარ, გასულ კვირას ETF ფონდში გადასვლის შემდეგ 579 მლნ აშშ დოლარის ოდენობის თანხის გადინება მოხდა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.