Jump to content

NVIDIA გამოასწორებს ადამიანური ხედვის ნაკლებობას G-SYNC Pulsar-ით - ტექნოლოგია შეამცირებს ბუნდოვანებას მაღალ FPS-ზე


Recommended Posts

გეიმერები მუდმივად მოითხოვენ  მატრიცის რეაგირების ნაკლებ დროს და განახლების მაღალ სიხშირეს. სწრაფი მოძრაობის დროს გამოსახულების დაბინდვის შესამცირებლად საჭიროა სიჩქარის გაზრდა, რომლითაც იცვლება პიქსელების მდგომარეობები ეკრანზე. თუმცა NVIDIA თვლის, რომ ეს საკმარისი არ არის - დაბინდვაზე გავლენას ახდენს ადამიანური ხედვის მახასიათებლები და G-SYNC Pulsar ტექნოლოგიამ ეს უნდა გამოასწოროს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: NVIDIA 

NVIDIA-ს მტკიცებით გამოსახულების დაბინდვის გამომწვევი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი თავად ადამიანის თვალია. ინფორმაცია ინახება ბადურაზე, რაც, როდესაც ობიექტი სწრაფად მოძრაობს ჩარჩოში, იწვევს გამოსახულების "დაბინდვას". ამის გამოსწორება შესაძლებელია მონიტორის განათების ე.წ. ფონური განათებით, ე.ი. განათების უბრალოდ სწრაფად ციმციმით, მაგრამ საკმარისი არაა დააყენოთ განათება სწრაფ ციმციმზე - საჭიროა ამ ციმციმის სინქრონიზაცია კადრების სიხშირესთან. ეს არის ზუსტად ის, რასაც NVIDIA-ს ახალი ტექნოლოგია გააკეთებს. 

G-SYNC Pulsar დამყარებულია საბაზისო ტექნოლოგიების ერთობლიობაზე - ესენია Adaptive Overdrive და pulse modulation. Adaptive Overdrive „დინამიურად არეგულირებს პიქსელების გადასვლის სიჩქარეს ერთი ფერიდან მეორეზე“. იმპულსური მოდულაცია აკონტროლებს განათების სიხშირეს და სიკაშკაშეს და შეუსაბამებს მათ განახლების ცვლად სიხშირეს. NVIDIA აცხადებს, რომ Pulsar უზრუნველყოფს „ვიზუალურ სიმკვეთრეს, რომელიც პრაქტიკულად ოთხჯერ აღემატება საბაზისო განახლების სიჩქარეს“. 

G-SYNC Pulsar არის ცვლადი განახლების სიხშირის ტექნოლოგიის შემდგომი განვითარება. ის არა მხოლოდ უზრუნველყოფს მოძრავი გაოსახულებების დინამიურობას, არამედ ინარჩუნებს მაღალ ვიზუალურ სიმკვეთრეს და სიზუსტეს. მომხმარებლებს აღარ უწევთ არჩევანის გაკეთება VRR-სა (Variable Refresh Rate) და ULMB-ს (Ultra Low Motion Blur) შორის, რადგან G-SYNC Pulsar ორივე მათგანის უპირატესობებს აერთიანებს. 

CES 2024-ზე NVIDIA-მ აჩვენა G-SYNC Pulsar ტექნოლოგიის ეფექტურობა Counter-Strike 2-ის მეშვეობით, რომელიც გაშვებული იყო მაღალი განახლების სიჩქარის მქონე გეიმინგ მონიტორზე. თვითმხილველები აღნიშნავენ, რომ როდესაც Pulsar ჩართული იყო, გამოსახულების სიმკვეთრე შესამჩნევად გაიზარდა - კერძოდ, პერსონაჟების სახელები, რომლებიც ძალიან ბუნდოვანი იყო ტექნოლოგიის გამორთვისას, ბევრად უკეთ იკითხებოდა.  

ახალი ტექნოლოგიის გამოსაყენებლად საჭიროა G-Sync Ultimate სერტიფიკაციის მქონე მონიტორი G-SYNC Pulsar-ის მხარდაჭერით. პირველი მონიტორი, რომელიც გარანტირებულად დააკმაყოფილებს NVIDIA-ს მახასიათებლების ახალ მოთხოვნებს, იქნება 360-ჰერციანი ASUS ROG Swift PG27 Series G-Sync მოდელი, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს გამოვა. 

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.