X-treme user Posted April 7, 2011 Share Posted April 7, 2011 2010 წლის ოქტომბერში, AMD-მ წარმოადგინა Radeon HD 6850 და HD 6870 ბარათები, რომლებიც დაფუძნებულნი იყვნენ Barts GPU ბირთვზე. ამჯერად კი, ის გვთავაზობს მასზე დამზადებულ მესამე მოდელს - Radeon HD 6790-ს. დღევანდელ მიმოხილვაში საუბარი სწორედ მასზე გვექნება.HD 6790-ის ციფრების ამგვარი კომბინაცია კომპანიას აქამდე არ ჰქონია. არსებითად ეს ნიშნავს ‘ყველაზე სწრაფ ბარათს საშუალო სეგმენტში’. ზემოაღნიშნულ ორ პროდუქტთან შედარებით, HD 6790-ის წარმადობის დონე მნიშვნელოვნად შემცირებულია, მისი ღირებულება დაახლოებით 150$-იდან იწყება, ხოლო შეიდერების რიცხვი კი შეადგენს 800-ს, HD 6850-ის და HD 6870-ისა კი - 1120-ს და 960-ს. ბარათის განთავსებისათვის, საჭიროა ორი გაფართოების სლოტი. გარდა ამისა, პროდუქტი აღჭურვილია ორი DVI პორტით, ერთი სრული ზომის HDMI-ით და ორი mini-DisplayPort-ით. ახალ ბარათებთან ერთად, AMD-მ ასევე წარმოადგინა DisplayPort 1.2-ის მხარდაჭერაც, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია შესაბამისი ჰაბით მოვახდინოთ რამდენიმე მონიტორთან დაკავშირება.HDMI ინტერფეისი არის HDMI 1.4a-თან თავსებადი და მოიცავს Dolby TrueHD, DTS-HD, AC-3, DTS-სა და 192 კჰზ /24-ბიტიან output-ის მქონე 7.1-არხიან აუდიოს. მხარდაჭერილია Blu-ray 3D ფილმებიც, რომელიც მნიშვნელოვანი გახდება მოგვიანებით ამ წელს, როდესაც ხელმისაწვდომი გახდება ამ ხარისხის პროდუქტები 3D-ში.CrossFire-ში შესაძლებელია ნებისმიერი მწარმოებლის HD 6790-ების გაერთიანება.ახლო ხედიდან ჰითსინკი უზრუნველყოფს GPU-ს, მეხსიერების ჩიპებისა და ვოლტაჟის რეგულირების წრედის გაგრილებას. ბარათს გააჩნია ორი 6-პინიანი PCI-Express კვების კონექტორი. GDDR5 მეხსიერების ჩიპები დამზადებულია Hynix-ის მიერ და მუშაობენ 1250 მჰზ სიხშირეზე (5000 მჰზ ეფექტური).Barts გრაფიკული პროცესორი აგებულია 40-ნმ ტექპროცესის გათვალისწინებით, TSMC Taiwan-ში და მასში გამოყენებულია 1.7 მილიარდი ტრანზისტორი. ეს აგრეთვე გახლავთ პირველი GPU, რომელსაც გააჩნია AMD-ს ლოგო - ATI-ს ნაცვლად.სატესტო სისტემაAliens vs. Predator ეს პირველი პირის შუთერი შემუშავებულია Rebellion Studios-ს მიერ, რომელსაც ეკუთვნის AVP-ს პირველი ვერსია PC-ზე და გამოშვებულ იყო 2010 წლის თებერვალში. ის აგრეთვე განეკუთვნება იმ თამაშების კატეგორიას, რომლებშიც გაჩნდა DirectX 11 და ჰქონდა ისეთი ახალი თავისებურებები, როგორიცაა Tesselation-ი და აღნიშნულ ბენჩმარკში ჩავრთეთ სწორედ ის და DX11-ის გაუმჯობესებული ჩრდილები.Battlefield: Bad Company 2Battlefield: Bad Company 2 გამოუშვა Electronics Arts-მა 2010 წლის მარტის თვეში და ის ყველაზე წარმატებული DirectX 11 თამაშია. მიუხედავად იმისა, რომ ის შეიცავს სრულ single-player კამპანიას, რომლის დროსაც, მოთამაშემ უნდა იმუშაოს რაზმში, რომ დაიცვას საიდუმლო იარაღი, მას გააჩნია საკმაოდ დინამიური და მიმზიდველი მულტიპლეიერ რეჟიმი.CPU-ზე დაფუძნებული Havok ფიზიკური ძრავისა და სკრიპტინგის ოსტატური მოხმარების საშუალებით, თამაშში თქვენ ნახავთ ობიექტებს - მათი დანგრევის შესაძლებლობით, მცენარეულობასა და ტერიტორიებს, რომლებიც არ მოითხოვენ NVIDIA PhysX-ს. დატესტილ იქნა სატვირთო მანქანის დევნის სცენა single-player-ის მეორე მისიიდან, მაქსიმალურ პარამეტრებზე, ჩართული DirectX 11-ით.BattleForge ეს RTS დამზადებულია გერმანიის EA Phenomic Studio-ს მიერ და გამოშვებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ის გადაიქცა Play 4 Free თამაშად. ასეთმა სვლამ და იმ ფაქტმა, რომ ის შედიოდა ATI-ს უამრავ ბარათის კომპლექტაციაში, გამოიწვია ის, რომ ის გახდა ამ ტიპის ერთ-ერთი ყველაზე კარგად ნაცნობი პროდუქტი 2009 წელს. თამაშის დაწყებამდე, თქვენ გევალებათ საბრძოლო ერთეულების შერჩევა - ცეცხლის, ყინვის, ბუნებისა და ჩრდილთა კლასებიდან.BattleForge ძრავს გააჩნია DX 9, DX 10 და DX 10.1-ის სრული მხარდაჭერა. შედეგების გასაგებად, გამოყენებულ იქნა შიდა ბენჩმარკი DirectX 11 რეჟიმში.Call of Duty 4Call of Duty 4 პირველი პირის შუთერია, რომელიც დამზადებულ იქნა წარმატებულ Call of Duty სერიის მიხედვით. ძრავი ეკუთვნის Infinity Ward-ს და მას გააჩნია ნამდვილი დინამური განათება, ჩრდილები და HDR, ასევე სივრცის სიღრმე. თქვენ მოგიწევთ საკმაოდ ინტენსიურ ბრძოლებში ჩაბმა და გამუდმებით გუნდური მუშაობა.Call of Juarez 2Call of Juarez 2: Bound in Blood - გახლავთ გაგრძელება პირველი Call of Juarez-ისა, რომელიც იყო ერთ-ერთი პირველი თამაში DX10-ზე. სიუჟეტის ხაზი ვითარდება ორი ძმის გარშემო და თითოეულ მისიის დაწყებისას, მოგიწევთ მათგან ერთ-ერთის არჩევა. თქვენი არჩევანის მიხედვით, შეიცვლება გეიმპლეიც, რადგანაც ორივე პერსონაჟს გააჩნია ბრძოლისა და პრობლემების მოგვარების საკუთარი ხერხები.Call of Juarez 2 იყენებს Techland-ის Chrome Engine 4-ს, რომელიც უმატებს Edge Anti Aliasing-ს და წარმოადგენს ამ ტიპის ერთ-ერთ პირველ ძრავს. ეს ჩვეულებრივი AA-ს მსგავსი რამაა, თუმცა მას უფრო ნაკლები წარმადობის ვარდნა გააჩნია.Civilization 5Sid Meier-ის Civilization V აღნიშნული თამაშის ბოლო ნაწილია და ის შესანიშნავად გაფორმებული რეალური დროის სტრეტეგიაა, სადაც შესაძლებლობა გეძლევათ, რომ სურვილისამებრ აირჩიოთ ცივილიზაცია და მოახდინოთ მისი განვითარება - კოსმოსურ ეპოქამდე. მასში გამოყენებულია ვრცელი 3D სამყაროები, რომელთა სიდიდეც დროთა განმავლობაში იზრდება. ასევე, აქ წარმოდგენილია DirectX 11-ის hardware tessellation-იც, იმისათვის, რომ გაცილებით უკეთ აღიქვათ ქალაქების კომპლექსურობა, მოდელები, ტერიტორიები და ობიექტები. ამ თაობის GPU-ები უმკლავდებიან მეტ ტექსტურულ დატვირთვებს, რაც სათამაშო ატმოსფეროს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.CrysisFar Cry-ის უზარმაზარმა წარმატების შემდეგ, გერმანულმა სტუდია Crytek-მა, 2007 წელს გამოუშვა შუთერი Crysis-ი. სიუჟეტი ვითარდება ძალიან უღრან და მაღალხარისხოვან გაფორმების მქონე პატარა კუნძულზე, სადაც დიდი ყურადღება ეთმობა მცირე დეტალებსაც კი, მაგალითად ფიზიკის გასწორებას.Formula One 2010 თამაშის ერთ-ერთი თავისებურება გახლავთ შესანიშნავი, რეალობასთან მიახლოვებული გარემო და დეტალირებული ამინდის ეფექტები. ის დაფუძნებულია Dirt 2 ძრავზე და გააჩნია უახლესი DirectX 11 ტექნოლოგიის მხარდაჭერა.Far Cry 2Far Cry-ის წარმატებიდან ოთხი წლის შემდეგ, Ubisoft-მა გამოსცა ამ თამაშის გაგრძელება - Far Cry 2. მაშინ, როდესაც პირველი ნაწილის სიუჟეტის ხაზი მიმდინარეობდა კუნძულზე, მეორეში თქვენ ხვდებით შუაგულ აფრიკაში. გეიმპლეი Grand Theft Auto-ს უფრო მეტად წააგავს, ვიდრე ორიგინალურ Far Cry-ს, რომელიც კლასიკური 3D-შუთერი იყო. კომპანიამ შეიმუშავა სრულიად ახალი 3D-ძრავი, სახელწოდებით ‘Dunia’, რომელიც უზრუნველყოფს მრავალ პოპულარულ თავისებურებას, მაგალითად DirectX 9-ისა და DirectX 10-ის მხარდაჭერას, გარემომცველი სამყაროს ნაწილების დანგრევის შესაძლებლობას, ფიზიკასა და ა.შ. დატესტილ იქნა სცენა რანჩოდან, რომელშიც გამოყენებული იყო საშუალო დონე - DirectX 10 უმაღლესი დეტალებით.Tom Clancy's HAWX ამ თამაშში თქვენ გამოცდით 50-ზე მეტი სახეობის თვითმფრინავს, დაწყებული MIG 21-და და F22 Raptor-ით დამთავრებული. უნდა აღინიშნოს ძრავის თავისებურება, რომელიც იყენებს GeoEye-ს, მისი საშუალებით გაუმჯობესებულია ტერიტორიის გენერირება და ის მართლაც, რომ ძალზედ რეალისტურად გამოიყურება.Metro 2033 ძრავს გააჩნია ყველა უახლესი თვალწარმტაცი ტექნოლოგიის მხარდაჭერა, მაგალითად DirectX 11-ისა და Tesselation-ის. Crysis-ის მსგავსად, მასაც ძალზედ მაღალი სისტემური მოთხოვნილებები აქვს. ის დატესტილი იქნა DirectX 11 რეჟიმში და ‘Very High’ დეტალებზე.Unreal Tournament 3 ამ თამაშის Unreal 3 ძრავი ბევრგან გამოიყენება, ამიტომ ეს ბენჩმარკიც უთუოდ მნიშვნელოვანია. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მას არ გააჩნია Anti-Aliasing-ის მხარდაჭერა.World of Warcraft: Cataclysm მიუხედავად იმისა, რომ ეს თამაში 2004 წელს არის გამოშვებული, Blizzard ყოველთვის განაგრძობდა გრაფიკის მნიშვნელოვან დახვეწას, განსაკუთრებით ახალ ექსპანსიებში. მისი ასეთი წარმატება იმანაც განაპირობა, რომ მისი ჩართვა შესაძლებელია ბევრ სუსტ სისტემაზეც, მაგრამ ის არც ჰაი-ენდ კომპიუტერებში გამოიყურება ურიგოდ. ჩართულ იყო DirectX 11 რეჟიმი და დეტალების ‘Ultra’ დონე.3DMark 11Unigine Heaven 2.0Power Consumptionhttp://tpucdn.com/reviews/AMD/HD_6790/images/power_idle.gifhttp://tpucdn.com/reviews/AMD/HD_6790/images/power_average.gifhttp://tpucdn.com/reviews/AMD/HD_6790/images/power_peak.gifhttp://tpucdn.com/reviews/AMD/HD_6790/images/power_maximum.gifhttp://tpucdn.com/reviews/AMD/HD_6790/images/power_bluray.gifFan Noisehttp://tpucdn.com/reviews/AMD/HD_6790/images/fannoise_idle.gifhttp://tpucdn.com/reviews/AMD/HD_6790/images/fannoise_load.gifPerformance Summaryhttp://tpucdn.com/reviews/AMD/HD_6790/images/perfrel.gifhttp://tpucdn.com/reviews/AMD/HD_6790/images/perfrel_1024.gifhttp://tpucdn.com/reviews/AMD/HD_6790/images/perfrel_1280.gifhttp://tpucdn.com/reviews/AMD/HD_6790/images/perfrel_1680.gifhttp://tpucdn.com/reviews/AMD/HD_6790/images/perfrel_1920.gifhttp://tpucdn.com/reviews/AMD/HD_6790/images/perfrel_2560.gifPerformance per Watthttp://tpucdn.com/reviews/AMD/HD_6790/images/perfwatt.gifhttp://tpucdn.com/reviews/AMD/HD_6790/images/perfwatt_1024.gifhttp://tpucdn.com/reviews/AMD/HD_6790/images/perfwatt_1280.gifhttp://tpucdn.com/reviews/AMD/HD_6790/images/perfwatt_1680.gifhttp://tpucdn.com/reviews/AMD/HD_6790/images/perfwatt_1920.gifhttp://tpucdn.com/reviews/AMD/HD_6790/images/perfwatt_2560.gifPerformance per Dollarhttp://tpucdn.com/reviews/AMD/HD_6790/images/perfdollar.gifhttp://tpucdn.com/reviews/AMD/HD_6790/images/perfdollar_1024.gifhttp://tpucdn.com/reviews/AMD/HD_6790/images/perfdollar_1280.gifhttp://tpucdn.com/reviews/AMD/HD_6790/images/perfdollar_1680.gifhttp://tpucdn.com/reviews/AMD/HD_6790/images/perfdollar_1920.gifhttp://tpucdn.com/reviews/AMD/HD_6790/images/perfdollar_2560.gifOverclocking ჩვენი ბარათის ოვერქლოქინგის დონე შეადგენს 915 მჰზ-ს ბირთვზე (9%-იანი აჩქარება) და 1200 მჰზ - მეხსიერებისათვის (14%-იანი აჩქარება). ეს პოტენციალი კარგია, მაგრამ არა შთამბეჭდავი.Overclocked Performance3D წარმადობაში ოვერქლოქინგის დონე 8.5%-ია.TemperaturesClock Profilesდასკვნა Radeon HD 6790 1 GB-ს ღირებულება დაახლოებით 150$-ია. • წარმადობის კარგი გაუმჯობესება HD 5770-სთან შედარებით • მისაღები ფასი • სრული ზომის HDMI გასასვლელი • DirectX 11-ის მხარდაჭერა • ხმაურიანი ქულერი • დენის მოხმარების მაღალი დონე Blu-ray-ის დროს • სჭირდება 2 ცალი 6-პინიანი კვების კონექტორი • DirectX 11-სთან შესაბამისობა ჯერჯერობით ლიმიტირებულია • არ გააჩნია CUDA / PhysX-ის მხარდაჭერაRadeon HD 6790 - ეს არის AMD-ს პასუხი GTX 550 Ti-ზე. 1680x1050 რეზოლუციამდე, ის გვთავაზობს სათამაშო წარმადობის სოლიდურ დონეს. მუშაობა მას 1920x1200-ზეც შეუძლია, თუმცა ზოგ თამაშში მოგიწევთ დეტალების პარამეტრების შემცირება. დღევანდელი თაობის ბარათების გათვალისწინებით, HD 6790 აშკარად უკეთესი ვარიანტია. თუ თქვენ უარს არც შედარებით ძველ მოდელებზე ამბობთ, დამატებით ჩნდება AMD HD 5770 და NVIDIA GTX 460 768 MB. მიუხედავად მეხსიერების სიმცირისა, GTX 460 768 MB-ს შეუძლია 10%-ით მეტი წარმადობის დონის ჩვენება 149$-ად. HD 5770-ის ღირებულება 120$-ია და ის 13%-ით უფრო ნელია. ამგვარად, გამომდინარე იქიდან, გსურთ თუ არა უახლესი თაობის პროდუქტის შეძენა, რომელიც თავისებურებების მხრივ, თითქმის მსგავსია, თქვენ შეძლებთ ცოტაოდენი ფულის დაზოგვას ან დამატებითი პერფორმანსის მიღებას. საერთო ჯამში, HD 6790 მშვენიერი ბარათია, მაგრამ 150$-ის სეგმენტში, არსებობს არც თუ ურიგო, სხვა შემოთავაზებებიც. თუ AMD მას 10$-ით გააიაფებს, შეიძლება, რომ სიტუაცია დრამატულად შეიცვალოს და იქცეს შესანიშნავ ვარიანტად - ბიუჯეტზე ორიენტირებული გეიმერისათვის. 8 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
iliko1990 Posted April 7, 2011 Share Posted April 7, 2011 კარგი და ინფპორმაციული სტატიაა :thumbsup: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted April 7, 2011 Share Posted April 7, 2011 მაგარია 150$ 550Ti-ს კონკურენტია და სჯობს კიდევაც მადლობა მიმოხილვისთვის Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted April 7, 2011 Share Posted April 7, 2011 გმადლობ ინფორმაციისთვის... სამწუხაროდ (AMD-სთვის სამწუხაროდ) 150$ რომ მქონდეს MSI-ს GTX 460 TF2-ს ვიყიდდი, რომელიც პრაქტიკულად უმეტეს შემთხვევაში აჯობებს ამ ვიდეოდაფას... მართლაც 10 დოლარით რომ გააიაფოს, უკეთესი იქნება. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted April 7, 2011 Share Posted April 7, 2011 მაგარია 150$ 550Ti-ს კონკურენტია და სჯობს კიდევაც მადლობა მიმოხილვისთვის უცბად მეგონა 560-ზე ამბობდი სულ ავიბნიე ამდენ ციფრებში ამათი მარკეტინგი დავზნეყვე მე :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Eip Ococh Posted April 7, 2011 Share Posted April 7, 2011 460ს ვერ ჯობია მაგრამ კარგი კარტაა თავის ფასში ნამდვილად მადლობა ინფოსთვის +1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted April 7, 2011 Share Posted April 7, 2011 ფასი კარგი აქვს მაგრამ მე მაინც არ მომწონს ეს მოდელი პ.ს მადლობა რომ დადე ეს რევიუ (მეზარებოდა მე ) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
pulsar Posted April 7, 2011 Share Posted April 7, 2011 +1 • DirectX 11-სთან შესაბამისობა ჯერჯერობით ლიმიტირებულია ეს რას ნიშნავს? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted April 8, 2011 Share Posted April 8, 2011 ზუსტათ 5830-ის დონის გამოუვიდათ ეს კარტა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted April 8, 2011 Share Posted April 8, 2011 AMD says Radeon HD 6790 can't be unlocked http://guru3d.com/news/amd-says-radeon-hd-6790-cant-be-unlocked/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted April 8, 2011 Share Posted April 8, 2011 AMD says Radeon HD 6790 can't be unlocked http://guru3d.com/news/amd-says-radeon-hd-6790-cant-be-unlocked/ პრინციპში რას კარგავ გადაფლეშავ და ნახავ თუ არ გამოვიდა გადმოფლეშავ ისევ თითქოს ფლეშკაზე ჩაგიწერია ფაილი და წაგიშლია ისევ :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.