Jump to content

Bitcoin-ის ფასი 41500 აშშ დოლარამდე შემცრდა spot ETF-ების მიმართ სუსტი ინტერესის ფონზე


Recommended Posts

image.jpeg 

ანალიტიკოსები პირველი კრიპტოვალუტის ფასის ვარდნას უკავშირებენ შეერთებულ შტატებში ცოტა ხნის წინ გაშვებული Bitcoin Spot ETF-ებისადმი სუსტ ინტერესს. გაშვებიდან მეორე დღეს ასეთი ფონდების აქციებით ვაჭრობის მოცულობამ 3.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. Bitcoin-ის კურსის დაცემამ გამოიწვია მთელი ბაზრის ვარდნა. პირველი კრიპტოვალუტის ღირებულება 41500 აშშ დოლარამდე დაეცა (-7.5%), ხოლო მთავარმა Altcoin-ებმა განიცადეს დაახლოებით 3.5%-იანი კლება. ტრეიდერების მარჟინალური პოზიციების ლიკვიდაციის მოცულობამ ბოლო 24 საათის განმავლობაში 373.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც 80% შესყიდვებზე მოდიოდა. 

დათვური ტენდენციის მხრიდან მოკლევადიანი ზეწოლის მიუხედავად ანალიტიკოსების უმეტესობა პოზიტიურად უყურებს BTC-ის საშუალოვადიან პერსპექტივა. ამას შეიძლება ხელი შეუწყოს ინსტიტუციური ინვესტორების თანხების შემოდინებამ ETF-ებში მიუხედავად დასაწყისში არსებული მცირე ინტერესისა, აგრეთვე Bitcoin-ის მოახლოებულმა ჰალვინგმა, რომელიც 3 თვეში მოხდება. ეს ყველაფერი გამოიწვევს ბაზარზე არსებული Bitcoin-ების რაოდენობის შემცირებას და შესაბამისად ფასის ზრდას. 

Link to comment
Share on other sites

ეგ და კიდე ინდოეთმა სერიოზულათ შეზღუდა კრიპტობირჟები ფულის გათეთრების პრობლემის გამო, შეიძლება მაგის გამოც დაეცაო კურსის გარკვეული ნაწილი, მაგის გარდა ბევრს აღარ გაუმახვილებია ყურადღება 11-12 რიცხვზე და როცა მაღალზეა კრიპტო მაგის შემდეგ ხშირათ ეცემა ხოლმე, ზუსტათ მაგ პერიოდშია ყველაზე დიდი დაცემები და ჯერ-ჯერობით 43000$ რომ დგას მარტო ბიტკოინი არაფერზე მეტყველებს ლონგ რანში, აი 3-4 თებერვლისთვისაც თუ დაბალი კურსი შენარჩუნდა მერე შეიძლება უკვე იმის მტკიცება რომ ETF btc საერთოდ არაფერი შეცვალა და ჯერ-ჯერობით არ ეხმარება ბიტკოინს, ნუ გავლენა ნამდვილათ 0-ია ჯერ მაგ კანონის შემდეგ ბიტკოინის კურსზე, ვეილსებმა დაგდება მოისურვეს ამ ეტაპზე, შეიძლება სწორი გადაწყვეტილებაც იყო, იმის გათვალისწინებით თუ მართლა ბევრმა გაზიდა თანხები ინდოეთის ბირჟებიდან, ეგეც გამოიწვევდა მცირე პანიკას ბაზარზე, მაგის შესახებ რატომღაც არსად არ დაუწერიათ ვრცლათ, მაგრამ ვნახე ეგეთი ინფოც გუშინ, ნუ რამდენს ელოდებოდენ BTC ETF-ან პირველ ხანებში, შეიძლება 50000$ მაინც ავიდეს 10 თებერვლამდე ბიტკოინის კურსი, მაშინ აღარავის გაახსენდება ალბათ ეგ 41500$, მაგრამ არაა გამორიცხული უფრო სერიოზული დაცემებიც, რახან როგორც არ უნდა ატრიალო ჯერ-ჯერობით 41500$ დაცემის შემდეგ მაქსიმუმი დღეს იყო 43500$ და ისევ 43000$ ფარგლებშია ბიტკოინი, ეთერეუმი 2470$ (ალბათ უნდა ამეღო უკვე) ეხლახან ავიდა 2600$, ანუ დაბრუნდა საკმაოთ ნორმალური კურსი ეთერეუმზე უკვე, ეხლა ისევ ბიტკოინზე იქნება ბევრი რამე დამოკიდებული, მაგრამ ალბათ უფრო სერიოზული გაზრდები თვის ბოლოსთვის-თებერვლის დასაწყისში იქნება, მანამდე მეეჭვება 44000$ ზევით ავიდეს ბიტკოინი, სხვათაშორის ეგ 43500$ დოუ ჯონსის და ოქროს კურსის დაცემის შემდეგ დაფიქსირდა მარტო, ანუ აბრატნი ტრენდია ეხლა, დოუ ეცემა და ოქროს კურსიც ეცემა კარგათ, ბიტკოინი კი იზრდება, მეეჭვება ლონგ რანში ეგეთი ტრენდი შენარჩუნდეს მაგრამ მაინც, არ გამოვრიცხავ თებერვალში ჯერ უბრალოთ დაბრუნდეს მაღალზე ბიტკოინი და ეთერეუმი, ანუ წინა პიკზე ზევით აღარ გაიზარდოს ჯერ, უფრო დიდი გაზრდები მე აპრილისთვის მგონია მაინც, ანუ ბიტკოინის ჰალვინგამდე იქნება პამპი და მერე ჰალვინგის შემდეგ ხშირათ დამპიც ფიქსირდება ხოლმე თავიდან

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.