Jump to content

Alienware-მა წარადგინა Intel Meteor Lake და Raptor Lake Refresh ჩიპებზე დამყარებული განახლებული გეიმინგ ლეპტოპები


Recommended Posts

გამოფენა CES 2024-ზე კომპანია Dell-ის გეიმინგ ბრენდ Alienware-მა წარადგინა სამი განახლებული გეიმინგ ლეპტოპი: Alienware m16 R2, Alienware x16 R2 და Alienware m18 R2. m16 R2 და x16 R2 მოდელებს აქვთ Intel Core Ultra პროცესორები, უფრო გაბარიტულ m18 R2-ში კი წარმოდგენილია მე-14 თაობის (Raptor Lake Refresh) Intel Core-HX ჩიპები. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Dell 

Alienware m16 R2 და Alienware x16 R2 მოდელებს აქვ16-დუიმიანი დისპლეი 2560 × 1600 პიქსელი გაფართოების მხარდაჭერით და 240 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. ეკრანზე მხარდაჭერილია გამოსხულების სინქრონიზაციის ტექნოლოგიები AMD FreeSync და NVIDIA G-Sync. ორივე ლეპტოპში შემოთავაზებული იქნება პროცესორების არჩევანი 16-ბირთვიანი ფლაგმანური, 5.1 გიგაჰერციანი Core Ultra 9 185H-ის ჩათვლით. Alienware m16 R2-ს ექნება 64-მდე DDR5-5600 ოპერატიული მეხსიერება და 1 ტბ SSD, ხოლო x16 R2-ს - 32 გბ-მდე LPDDR5X-7467 ოპერატიული მეხსიერება და ორი SSD, თითოეული 4 ტბ-მდე მოცულობით. 

გრაფიკული ქვესისტემის სახით მაქსიმალური კონფიგურაციის Alienware x16 R2-ში წარმოდგენილი იქნება ფლაგმანური GeForce RTX 4090. Alienware m16 R2-ს ექნება შედარებით მოკრძალებული GeForce RTX 4070. 

image.jpeg 

ორვე ლეპტოპზე მხარდაჭერილია Wi-Fi 6E და Bluetooth 5.3. კომპანია აღნიშნავს, რომ განახლებული Alienware m16 R2 15%-ით მსუბუქია წინამორბედთან შედრებით - მისი წონა 2.61 კგ-ს შეადგენს. ლეპტოპს აქვს 90 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა, კომპლექტში შედის 280 ვატამდე სიმძლავრის კვების ბლოკი. კომპანია ამტკიცებს, რომ ბატარეის მეშვეობით მოწყობილობა 35 წუთში 80%-მდე იმუხტება Express Charge 2.0-ის მეშვეობით.  

Alienware m16 R2-ზე ხელმისაწვდომია ორი USB 3.2 Type-A (ერთი PowerShare), თითო Thunderbolt 4.0 (ერთი Type-C - DisplayPort 1.4-ის ფუნქციით და მეორე - 15-ვატიანი დამუხტვისთვის), HDMI 2.1, 2.5-გბ LAN და 3.5 მმ აუდიოკონექტორი. Alienware x16 R2-ის კონექტორების ნაკრები ანალოგიურია, თუმცა ლეპტოპის წონა 2.72 კგ-ს შეადგენს. 

Alienware m18 R2 მოდელში წარმოდგენილია Intel Raptor Lake Refresh პროცესორები 5.8-გიგაჰერციანი, 24-ბირთვიანი Core i9-14900HX-ის ჩათვლით. ოპერატიული მეხსიერების (DDR5-5200) მაქსიმალური მოცულობაა 64 გბ. შესაძლებელია ორი (თითო 4 ტბ) SSD-ის დაყენება. გრაფიკული ქვესისტემის სახით მოცემულია ფლაგმანური GeForce RTX 4090. 

image.jpeg 

Alienware m18 R2-ის შემთხვევაში შესაძლებელია არჩევანის გაკეთება ორ 18-დუიმიან დისპლეის შორის: პირველი ვარიანტია ეკრანი 1920 × 1200 პიქსელი გაფართოებით, 480 ჰერცი განახლების სიხშირით, 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამით და NVIDIA G-Sync სინქრონიზაცის ტექნოლოგიის მხარადჭერით. მეორე ვარიანტია 2560 × 1600 პიქსელი გაფართოების მქონე ეკრანი 165 ჰერცი კადის განახლების სიხშირით, 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამით და NVIDIA G-Sync ტექნოლოგიით. 

image.jpeg 

მხარდაჭერილია Wi-Fi 7 და Bluetooth 5.4. ლეპტოპში წარმოდგენილია 97 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა, კომპლექტში შედის 360 ვატი სიმძლავრის კვების ბლოკი. გარე კონექტორებს შორისაა ორი USB 3.2 Gen1 (ერთი PowerShare-ით) Thunderbolt 4 (Type-C - DisplayPort და USB4 რეჟიმებით), თითო LAN, HDMI 2.1 და mini-DisplayPort, აგრეთვე კომბინირებული 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. 

Alienware m16 R2-ის საწყისი ფასი 1649.99 აშშ დოლარს შეადგენს, Alienware m18 R2-ის - 1899.99 აშშ დოლარს. ორივე მოდელი უკვე იყიდება, ხოლო Alienware x16 R2-ის გაყიდვა უახლოეს დროში დაიწყება - მისი საწყისი ფასი 2099.99 აშშ დოლარი იქნება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.