Magdalena Posted January 15 Share Posted January 15 ბოლო წლების განმავლობაში გაყიდვაში არსებული ერთადერთი სმარტ-ბეჭედი იყო Oura Ring, თუმცა მიმდინარე წლის გამოფენა CES-მა ამ ტიპის გაჯეტების წარმოუდგენელი ზრდა აჩვენა, აცხადებს რესურსი The Verge. მოსალოდნელია, რომ სმარტ-ბეჭდების სეგმენტში რეალური კონკურენცია მწიფდება, რომელიც ამ სფეროს განვითარებას შეუწყობს ხელს. ფოტოს წყარო: theverge.com სმარტ-ბეჭედი წარმოადგენს თან სატარებელი მოწყობილობების პერსპექტიულ ფორმას, მაგრამ მისი სწორად დამზადება ადვილი საქმე არ არის. პულსის და სისხლში ჟანგბადის დონის გაზომვა თითის უკანა მხარეს უფრო მოსახერხებელია, ვიდრე მაჯაზე. მაგრამ მოწყობილობას უნდა ჰქონდეს მიმზიდველი დიზაინი, რისი მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მეტად კომპაქტური კომპონენტების საშუალებით - შედეგად, ბეჭდები უფრო ძვირი და ნაკლებად ფუნქციონალურია სმარტ-საათებთან შედარებით. გაყიდვების დაწყებასთან ყველაზე ახლოს არსებული მოწყობილობაა Movano Evie Ring, რომელიც პირველად CES 2022-ზე წარადგინეს, ხოლო ბაზარზე მიმდინარე თვეში გამოვა. 269 აშშ დოლარიანი გაჯეტი, პირველ რიგში, ქალბატონებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა მწარმოებელი ირწმუნება, რომ მისი გამოყენება ყველას შეუძლია. მას მოყვება გამარტივებული აპლიკაცია, რომელიც აკონტროლებს სისხლში ჟანგბადის დონეს, გულისცემას, აქტივობას და ყოველთვიურ ციკლებს - ამ ყველაფრის ანალიზი ხდება ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების გამოყენებით. Evie Ring-ს აქვს მიმზიდველი, ღია დიზაინი და მისი ზომა შეიძლება დარეგულირდეს სხვადასხვა ზომის თითზე მოსათავსებლად. Movano ასევე გეგმავს FDA სერთიფიკატის მიღებას, რათა ხაზი გაუსვას ჩაშენებული სენსორების მაღალ სიზუსტეს. ასევე პერსპექტიულად გამოიყურება Amazfit Helio Ring, სპორტსმენებისთვის განკუთვნილი სმარტ-ბეჭედი, რომელიც თვალყურს ადევნებს აღდგენის ციკლებს. იგი სინქრონიზდება მფლობელის Amazfit-ის სმარტ-საათთან, რომელიც შეგიძლიათ ღამით მოიხსნათ და გეცოდინებათ, რომ ყველა საჭირო მაჩვენებელს ბეჭედი მიადევნებს თვალყურს. მწარმოებელი ცნობილია თავისი უნარით - აწარმოოს ფუნქციური მოწყობილობები მოკრძალებულ ფასებში - სავარაუდოდ Helio Ring-საც ექნება ასეთი უპირატესობა. იგი ბაზარზე მიმდინარე წლის გაზაფხულზე გამოვა. CES 2024-ზე წარმოდგენილი იყო მრავალი სხვა, მეტ-ნაკლებად ნიშური მოწყობილობა. მაგალითად, მუსლიმებისთვის განკუთვნილი ბეჭედი Zikr Ring, რომელსაც შეუძლია მფლობელს შეახსენოს დღიური ხუთი ლოცვის დრო და აქვს ტასბიჰას ციფრული მრიცხველი. მოწყობილობა RingConn-ს აქვს Oura Ring-ის მსგავსი ფუნქციები, მაგრამ უფრო მოკრძალებულ ფასად. სეგმენტით დიდი ბრენდებიც არიან დაინტერესებული - ადრე ცნობილი გახდა, რომ Samsung Galaxy Ring-ის სმარტ-ბეჭედზე მუშაობს. შესაძლოა, შემოთავაზებების გარკვეული კრიტიკული მასა უნდა დაგროვდეს, რაც გამოიმუშავებს ჯანსაღ კონკურენციას, რომელიც აუცილებელია ამ ტიპის მოწყობილობების განვითარებისთვის. http://tinyurl.com/39476er3 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.