Jump to content

CME-ზე Bitcoin-ფიუჩერსებზე ღია ინტერესმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია


Recommended Posts

image.png 

CoingLass-ის თანახმად ჩიკაგოს სავაჭრო ბირჟაზე (CME) Bitcoin-ფიუჩერსების ღია პოზიციების მთლიანმა მოცულობამ განაახლა ისტორიული მაქსიმუმი 6.22 მლრდ აშშ დოლარიან ნიშნულზე. 

შედარებისთვის, Binance-ის შესაბამისი ინდიკატორი 4.61 მლრდ აშშ დოლარია, BYBIT-ის - 3.48 მლრდ აშშ დოლარი. 

image.png 

წყარო: Coinglass. 

CME-ზე ღია ინტერესის წინა მაქსიმუმი დაფიქსირდა 2021 წლის ნოემბერში 4.5 მლრდ აშშ დოლარის დონეზე, როდესაც Bitcoin-ის ფასმა გადალახა 68 ათას აშშ დოლარიანი ზღვარი. 

image.png 

წყარო: Coinglass, The Block. 

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რეგულირებად ბირჟაზე ღია ინტერესი გაიზარდა 12%-ით. ამგვარი ზრდა მიუთითებს ინსტიტუციური მოვაჭრეების გაზრდილ რაოდენობაზე. როგორც The Block ვარაუდობს, ისინი ოპტიმისტურად არიან განწყობილი Bitcoin ETF-სთან მიმართებაში SEC-ის გადაწყვეტილებაზე. 

სანიშნავია გრძელვადიანი პოზიციების ზრდა აქტივების მმართველებს შორის. ამ კონტექსტში ინდიკატორმა ასევე განაახლა ისტორიული მაქსიმუმი 2.52 მლრდ აშშ დოლარიან ნიშნულზე. 

image.png 

წყარო: CFTC, The Block. 

მეორე მხრივ, ჰეჯ-ფონდების მხრივ, რომლებიც მოკლე პოზიციებს იკავებენ Bitcoin-ფიუჩერსებში, ღია ინტერესის ამჟამინდელი მაჩვენებელი 2.7 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც ოდნავ დაბალია 2021 წლის ნოემბრის (2.9 მლრდ აშშ დოლარი) მაჩვენებელთან შედარებით. 

image.png 

წყარო: CFTC, The Block. 

აქტივების მმართველების სუფთა გრძელვადიანი პოზიცია 2.5 მლრდ აშშ დოლარია. ჰეჯ-ფონდების სუფთა მოკლევადიანი პოზიცია - 2.1 მლრდ აშშ დოლარი. 

შეგახსენებთ, გასული წლის შემოდგომაზე CME-მ ჩაანაცვლა Binance ღია ინტერესის ყველაზე დიდი პლატფორმების სიაში. 

Link to comment
Share on other sites

რეალურათ დიდი ტემპით დაიწყებს ბიტკოინის კურსი გაზრდას თუ ეგ მარტო ჯერ პროგნოზებში დარჩება უკვე წესით მარტისთვის მაინც უნდა გამოჩნდეს, ანუ მარტამდე სიტყვაზე 41500$-ან რაზეც უკვე მოასწრო დაცემა 50000$ მაინც თუ გაცდება ბიტკოინი მერე შეიძლება რაღაცა პრამეჟუტოჩნი დასკვნის გამოტანა მოუხდა ეგ ETF ბიტკოინს და დაეხმარა დიდზე გაზრდაში თუ დიდათ ვერა, რახან მაგ კანონის მიღებამდე უფრო დიდი აჟიოტაჟი და აქტიურობა იყო, ვიდრე მაგის შემდეგ, თუმცა ჯერ-ჯერობით შეიძლება ყველაფერი სწორი კურსითაც მიდიოდეს, მეორე მხრივ მარტში მაინც თუ არა შეეტყო რამე ჩემი აზრით ისევ ჰალვინგი თუ იმოქმედებს კარდინალურათ ბიტკოინის კურსზე და არა ეგ კანონი, რაღაცა მაინც უნდა გამოჩნდეს 1-2 თვეში ალბათ ეგეთი დიდი პოტენციალი თუ აქვს, იყო საუბარი სტანდარტული ბირჟებიდან 50% კაპიტალის გაზიდვის და BTC ETF ჩადების საერთო ბიტკოინის ნახევარის ლამის, თუმცა რამდენათ რეალურია ეგ ყველაფერი მარტო დრო გვიჩვენებს ალბათ, მაგრამ 200000$ ასვლა ალბათ შეუძლია თეორიულათ ბიტკოინს 2025 წლის ნოემბრამდეც კი, თუმცა მაგისთვის დიდი ინვესტიციები იქნება ძალიან საჭირო, ასობით მილიარდები არ ეყოფა, მანდ უფრო ათობით ტრილიარდებზეა უკვე საუბარი კრიპტობაზარზე, 100000$ კი ალბათ მაგის გარეშეც გაცდებოდა 2025-ის ბიტკოინი, სხვათაშორის მაგაზე მოშნი პროგნოზებიც დაიდო სხვა ანალიტიკოსების და ფინანსისტების:

https://markets.businessinsider.com/news/currencies/cathie-wood-bitcoin-price-ark-invest-crypto-market-outlook-2030-2023-2?utm_medium=ingest&utm_source=markets

https://markets.businessinsider.com/news/currencies/bitcoin-price-outlook-200000-2025-inflows-spot-etf-approval-sec-2024-1

https://markets.businessinsider.com/news/currencies/bitcoin-price-outlook-crypto-500000-price-target-etf-demand-boom-2024-1

თუმცა ყველაზე სკრომნი პროგნოზებითაც კი დიდი ალბათობით ბიტკოინი გაცდება 250000$ მაინც 2030 წლისთვის, ეგ ყველაზე სკრომნი ვარიანტია ალბათ რაზეც შეუძლია მაგ დროისთვის აარტყას

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.