Jump to content

Intel-მა წარადგინა Core Series 1 - Raptor Lake Refreshed პროცესორები თხელი ლეპტოპებისთვის


Recommended Posts

კომპანია Intel-მა CES 2024-ზე წარადგინა არა მხოლოდ დეკსტოპ ჩიპები და მძლავრი მობილური Raptor Lake Refresh პროცესორები, ასევე თხელი ლეპტოპებისთვის განკუთვნილი სრულიად ახალი 15-ვატიანი ჩიპები - Intel Core Mobile Processors Series 1. ფაქტობრივად, ეს არის გასულ წელს გამოსული Raptor Lake-ის ხელახალი გამოცემა, უფრო კონკრეტულად კი U-სერიის ჩიპები სრულიად ახალი დასახელებით - Core i“-ს გარეშე.  

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

იმისათვის, რომ გაიყოს წარმოდგენილი ჩიპები ტექნოლოგიურად უფრო განვითარებული Meteor Lake-ისგან, ახალ პროდუქტებს უბრალოდ Core-ს უწოდებენ სიტყვა Ultra-ს გარეშე. Core ჩიპები მიეკუთვნება საბაზისო დონის გადაწყვეტილებებს, ხოლო Core Ultra მიეკუთვნება მაღალი დონის სეგმენტს. მიმდინარე თაობაში Meteor Lake-მა დაიკავა Core Ultra დონე, ხოლო Core დონე დარჩა Intel Raptor Lake Refresh მობილური ჩიპებს. 

image.jpeg 

Intel-მა წარადგინა მხოლოდ სამი ახალი Core U-სერიის ჩიპი - თითო მოდელი Core 7, Core 5 და Core 3 სერიებში. ისინი დამყარებულია არქიტექტურაზე, რომელიც აერთიანებს მაღალი წარმადობის Raptor Cove ბირთვებს, ეფექტურ Gracemont პროცესორის ბირთვებს და ინტეგრირებულ Xe-LP გრაფიკას. მაგრამ ახალი პროდუქტების ტაქტის სიხშირე ოდნავ უფრო მაღალია მათ უშუალო წინამორბედებთან შედარებით. Intel-ს არ გაუკეთებია კომენტარი კონკურენტებთან შედარებითი წარმადობის შესახებ. 

image.jpeg 

Core 7 150U და Core 5 120U პროცესორებს აქვთ რვა ენერგოეფექტური და ორი მაღალი წარმადობის ბირთვი, ჯამში 10 ბირთვი და 12 ნაკადი. ორივეს აქვს 12 მბ ქეში, ასევე ინტეგრირებული გრაფიკის 96 და 80 ერთეული, შესაბამისად. Core 3 100U-ს აქვს ექვსი ბირთვი (ორი მაღალი წარმადობის და ოთხი ეფექტური), რვა ნაკადი, 10 მბ ქეში და ინტეგრირებული გრაფიკის 64 ბლოკი. 

პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი Core 7 ლიდერობს სიჩქარით - აღწევს 5.4 გჰც-ს P-ბირთვებზე და 4.0 გჰც-ს - E-ბირთვებზე. ახალი Core 5-ის შემთხვევაში ეს მაჩვენებლებია 5 და 3.8 გჰც, შესაბამისად. Core 3-ის მაქსიმუმია 4,7 გჰც, ხოლო მისი მცირე ბირთვების სიხშირე მაქსიმუმ 3.3 გჰც-ს აღწევს. სამივე პროცესორის საბაზისო ენერგომოხმარებაა 15 ვატი, ხოლო მაქსიმალურმა მოხმარებამ Turbo რეჟიმში შეიძლება მიაღწიოს 55 ვატს. 

image.jpeg 

Core Series 1 ჩიპებზე მხარდაჭერილია ოთხი Thunderbolt 4 პორტი, Wi-Fi 7 და Bluetooth 5.4. მართალია, Wi-Fi 7-სა და Bluetooth 5.4-ს დასჭირდება დისკრეტულ მოდულები, ამიტომ ბევრ ლეპტოპში მწარმოებლები Wi-Fi 6E-სა და Bluetooth 5.3-ს იყენებენ. Core პროცესორებზე ასევე მხარდაჭერილია 96 გბ DDR5-5200 ან DDR4-3200 ოპერატიული მეხსიერება, რვა PCIe 4.0 არხი და 12 PCIe 3.0 არხი SSD-ის ან გრაფიკული ბარათისთვის. 

Intel Core Series 1 პროცესორების მქონე ლეპტოპები გაყიდვაში მიმდინარე კვარტალში გამოვა. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.