Jump to content

Tesla-მ დამარცხება აღიარა - კომპანია აღარ არის ელექტომობილების ბაზრის ლიდერი


Recommended Posts

2023 წლის მეოთხე კვარტალში Tesla-მ გაყიდა იმაზე მეტი ელექტრომობილი, ვიდრე მოსალოდნელი იყო, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ჩინურ ავტომწარმოებელ BYD-ის ელექტრომობილების გლობალური გაყიდვების გადასწრებისთვის, წერს Bloomberg. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: BYD 

Tesla-მ 2023 წლის ბოლო სამ თვეში 484507 ელექტრომობილი გაყიდა და გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს, 483173 ერთეულს. ამ პერიოდის განმავლობაში BYD-ის გაყიდვებმა შეადგინა 526409 ელექტრომობილი, რამაც იგი ელექტრომობილების ბაზრის ახალ ლიდერად აქცია - ძირითადად ჩინეთში იაფი მოდელების ბევრად უფრო ფართო ასორტიმენტის წყალობით. 

Tesla უფრო მეტ შემოსავალს და მოგებას გამოიმუშავებს, ვიდრე BYD, რადგან მისი ელექტრომობილების ფასები მნიშვნელოვნად მაღალია. ამერიკული კომპანია ძირითადად ორ მოდელს ეყრდნობა, რომლებზეც გაყიდვების ლომის წილი მოდის, ესენია კროსოვერი Model Y და სედანი Model 3. მათზე მოდიოდა გასული მეოხე კვარტლის შემოსავლის 95%. მიუხედავად იმისა, რომ Tesla არ ყოფს ელექტრომობილების კვარტალურ გაყიდვებს რეგიონების მიხედვით, ჩინეთი მისი უმსხვილესი ბაზარია. 

image.png 

ფოტოს წყარო: CarNewsChina.com 

Tesla-მ მიაღწია მიზანს - ბაზარზე მიეწოდებინა 1.8 მილიონი ელექტრომობილი, მაგრამ ვერ შეასრულა სცენარი, რომლზეც ილონ მასკმა 12 თვის წინ ისაუბრა 2 მილიონი ელექტრომობილის მიწოდების ესახებ. ელექტრომობილების ფასების შემცირების სერიაც ვერ ასტიმულირებდა საკმარისად მაღალ მოხოვნას წარმოების მოცულობის მხარდასაჭერად. ამან ინვესტორებს იმედი გაუცრუა და შედეგად კომპანიის აქციების ფასი 1.6%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე მორიგი ვჭრობა დაიწყო. 

როგორც Bloomberg-მა აღნიშნა, ელექტრომობილების მწარმოებლების რეიტინგში ცვლილება ასახავს ჩინეთის მზარდ გავლენას ავტომობილების მსოფლიო ინდუსტრიაზე. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩინეთმა გადაუსწრო აშშ-ს, სამხრეთ კორეას და გერმანიას. იგი შეძლებს გაუსწროს იაპონიას, რომელმაც 2023 წელი დაასრულა, როგორც მსუბუქი ავტომობილების უმსხვილესმა ექსპორტიორმა. 

Cybertruck-ის გამოშვებით Tesla შევიდა შევიდა შეერთებულ შტატებში პიკაპების მაღალკონკურენტუნარიან ბაზარზე. მასკმა განაცხადა, რომ შესაძლოა 12-18 თვე იყოს საჭირო Cybertruck-ის მასობრივი წარმოების დასაწყებად და რომ პიკაპმა უკვე დაიწყო პოზიტიური ფულადი ნაკადების გენერირება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.