Jump to content

Xiaomi-მ წარადგინა პირველი ელექტრომობილი - კომპანია აპირებს კონკურენცია გაუწიოს Porsche-სა და Tesla-ს და გახდეს ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომწარმოებელი


Recommended Posts

კომპანია Xiaomi-ს დამფუძნებელმა Lei Jun-მა უახლეს პრეზენტაციაზე ისაუბრა ელექტრომობილ SU7-ის შესახებ. მან განაცხადა, რომ მომდევნო 15-20 წელიწადში კომპანია აპირებს გახდეს მსოფლიოს უთ უმსხვილეს ავტომწარმოებელთაგან ერთ-ერთი. Xiaomi უახლოეს კონკურენტებად ზედმეტი მოკრძალების გარეშე Porsche-ს და Tesla-ს ირჩევს. 

image.jpeg 

სოციალურ ქსელ X-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა პირველ ელექტრო სედან SU7-ის (ინგლისურიდან - Speed Ultra) ფოტო, რომელიც წარმოდგენილია ეფექტურ ფირუზისფერ Aqua Blue ფერში, აგრეთვე მალე მომხმარებლებს შესთავაზებენ მოდელებს ნაცრისფერ (Mineral Gray) და მწვანე (Verdant Green) ფერებში. 

image.jpeg 

2021 წელს Xiaomi-მ პირობა დადო, რომ საავტომობილო ბიზნესში ჩადებდა არანაკლებ 10 მლრდ აშშ დოლარს უახლოესი ათი წლის განმავლობაში. კომპანია გეგმავს ერთნახევარი ან ორი ათწლეულის შემდეგ მსოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებელი გახდეს. Xiaomi-ს მიზანია შექმნას ოცნების მანქანა, რომელიც ისეთივე კარგი იქნება, როგორც Porsche და Tesla“ - განაცხადა Lei Jun-მა. Xiaomi-ს ხელმძღვანელობის მხრიდან არჩეულ იქნა ელექტრომობილი Porsche Taycan Turbo, როგორც ორიენტირი დინამიკისთვის, ხოლო Tesla Model S კი - როგორც ტექნოლოგიის განვითარების დონის ნიმუში. საფასო დიაპაზონი, რომელშიც ელექტრო სედანი Xiaomi SU7 იქნება წარმოდგენილი, ჯერჯერობით უცნობია. 

image.jpeg 

სედანის მარტივი და მიწისკენ დახრილი სილუეტის მიზანია ღირსეული აეროდინამიკური მახასიათებლების უზრუნველყოფა. კერძოდ, Xiaomi SU7-ის ნებისმიერი წინაღობის კოეფიციენტი სახურავზე ლიდარის განთავსებისთვის საჭირო ამონაზარდის არარსებობის წყალობით 0.195-ს აწევს, თუმცა ხსენებული დეტალი ელექტრომობილის გარკვეულ მოდიფიკაციებში წარმოდგენილი იქნება. ხელმძღვანელობის აზრით, ეს არის საუკეთესო მაჩვენებლი ყველა სერიულ სატრანსპორტო საშუალებას შორის. 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას სრულამძრავიანი სედანი შეძლებს 2.78 წამში, ამავე სიჩქარის პირობებში გაჩერებას კი - 33.3 მეტრში. მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 265 კმ/სთ-ს. უკანაამძრავიანი მოდიფიკაციის მაქსიმალური სიჩქარეა 210 კმ/სთ, 100 კმ/სთ-მდე სიჩქარეს განავითარებს 5.28 წამში, სამუხრუჭე მანძილი კი 100 კმ/სთ სიჩქარის პირობებში 35.5 მეტრს შეადგენს. სრულამძრავიან მოდელს უფრო დიდი მოცულობის ხარჯზე შეუძლია ერთი დამუხტვით 800 კმ-ის გავლა, უკანაამძრავიან  მოდიფიკაციას კი - 668 კმ-ის, CLTC ციკლის შესაბამისად. პირველი მათგანის სიმძლავრეა 673 ცხენის ძალა, მეორესი - 299 ცხენის ძალა. 

image.jpeg 

Xiaomi განსაკუთრებით ამაყობს საკუთარი წარმოების ელექტრო ძრავ HyperEngine-ით. SU7-ში წარმოდგენილ ძრავს შეუძლია განავითაროს 21000 ბრუნი/წუთში სიჩქარე, თუმცა 2025 წლისთვის კომპანია დაიწყებს ახალი ძრავების გამოყენებას 27000 ბრუნი/წუთში სიჩქარით. არსობრივად, 21000 ბრუნი/წუთში უკვე საკმარისია იმისთვის, რომ გადააჭარბოს Porsche-სა და Tesla-ს ძრავების მაჩვენებლებს, მაგრამ Xiaomi აგრეთვე მუაობს ნახშირბადის ბოჭკოვანი როტორის გარსის მქონე ელექტროძრავების შექმნაზე, რომელიც ბრუნვის სიჩქარეს 35000-მდე გაზრდის. მსგავსი გადაწყვეტილება Tesla-მ სამი წლის წინ წარადგინა და მის გამოყენებას აპირებდა არა მხოლოდ Model S-ისა და Model X-ის Plaid ვერსიებში, არამედ ასევე მეორე თაობის სპორტულ ელექტრომობილ Roadster-ის ძრავში. 

image.jpeg 

ბაზრის ლიდერებისგან ნასესხები კიდევ ერთი კონცეპტუალუი მახასიათებელია წნეხის ქვეშ ლითიუმის ტექნოლოგიის გამოყენება კორპუსის დეტალებისთვის. ელექტრომობილის უკანა მხარე 9100-ტონიანი სპეციალური წნეხის გამოყენების შედეგად მონოლითურია - ამგვარი ერთეულის შექმნის ალტერნატიული მეთოდი მოითხოვს 72 ცალკეული დეტალის გაერთიანებას შედუღების 800-ზე მეტი ნაკერის მეშვეობით. მონოლითური დეტალი არა მხოლოდ ამცირებს მანქანის უკანა ნაწილის დამზადების დროს, ასევე ამცირებს მასას 17%-ით, ხმაურის დონეს - 2 დეციბელით, ხოლო მისი გამოთვლილი გამძლეობა 2 მილიონ კილომეტრ გარბენს აღემატება. 

image.jpeg 

ელექტრომობილ Xiaomi SU7-ში შესაძლოა წარმოდგენილი იყოს CATL-ისა და BYD-ის უჯრედებზე აწყობილი ელექტრო ბატარეები მანქანის კონკრეტული სავალი სისტემის შესაბამისად, ხოლო Xiaomi-მ თავად შეიმუშავა ამ ბატარეების შეფუთვის და კონსტრუქციაში ინტეგრირების ტექნოლოგია, როგორც ეს ინდუსტრიის ლიდერებისთვისაა მიღებული, თუმცა საჭირო გახდა კომპანია CATL-ის დახმარებაც. შესაბამისი ოპტიმიზაციის შედეგად შესაძლებელი გახდა სადენების საჭიროების 91%-ით შემცირება, 3%-ით შემცირდა სივრცე, რომელსაც ბატარეების იკავებს, აგრეთვე შემცირდა მანქანის სიგრძე 120 მმ-მდე. სამომავლოდ Xiaomi-ს ელექტრომობილებს ექნება 150 კვტ/სთ მოცულობის ბატარეები, რაც უზრუნველყოფს 1200 კმ-მდე გავლის მარაგს CLTC ციკლის შესაბამისად. ბატარეებს Xiaomi გამოუშვებს საკუთარ საწარმოებში CATL-ისა და BYD-ის უჯრედების გამოყენებით. 

CATL-ის Qilin სერიის ბატარეების გამოყენება არა მხოლოდ უზრუნველყოფს 101 კვტ/სთ სიმძლავრით Xiaomi SU7-ის უფროს მოდიფიკაციებს, არამედ შეამცირებს დამუხტვის დროს. სპეციალურ დამტენ სადგურზე მანქანა 5 წუთში შეძლებს 220 კმ-მდე ენერგიის მარაგის შევსებას, ხოლო 15 წუთში შესაძლებელი იქნება იმდენი მუხტის დაგროვება, რომელიც საკმარისი იქნება 510 კმ. მანძილის გასავლელად CLTC ციკლით. Xiaomi SU7-ის სრულამძრავიანი მოდიფიკაცია მაქსიმალური მოცულობის ბატარეით შეძლებს ამ ციკლში 800 კმ-მდე მანძილის დაფარვას დამუხტვის გარეშე. 

image.jpeg 

განსაკუთრებულ ყურადღებას Xiaomi დაუთმობს მძღოლის დამხმარე აქტიური სისტემების განვითარებას, რომლებშიც გამოყენებული იქნება საუკეთესო ინდუსტრიული გადაწყვეტილებები. კომპანია აპირებს განავითაროს სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფა ვტონომიურად კონტროლირებადი ელექტრომობილებისთვის ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენებით. Tesla-სგან განსხვავებით, რომელიც ფოკუსირებულია კამერებიდან გამოსახულების აღქმაზე, Xiaomi უარს არ ამბობს ყველა ხელმისაწვდომი ტიპის სენსორების გამოყენებაზე: ლიდარებზე, მილიმეტრული ტალღის რადარებსა და ულტრაბგერით სენსორებზე, რომ აღარაფერი ვთქვათ თანამგზავრული პოზიციონირების სისტემებიდან მიღებულ მონაცემებზე. ავტოპილოტირების სისტემების შესაქმნელად Xiaomi იყენებს სუპერკომპიუტერის კლასტერს. ავტოპილოტის აპარატული ბაზა მოიაზრებს თითოეულ სედან Xiaomi SU7-ის ბორტზე ორი NVIDIA DRIVE Orin X პროცესორის არსებობას. კომპანია აპირებს ავტოპილოტირების საფირმო სისტემების განვითარების ლიდერებში შესვლას. შესაბამისი ფუნქცია თავდაპირველად ჩინეთის 100 ქალაქში გახდება ხელმისაწვდომი. 

image.jpeg 

ინტერფეისის ოპტიმიზაციის კუთხით Xiaomi არ ენდო მხოლოდ ცენტრალური დისპლეის სენსორულ ინტერფეისს, რომელიც 16.1-დუიმიანია და აქვს 3K გაფართოება. ცენტრალურ კონსოლზე მოცემული ფიზიკური ღილაკებით იმართება კლიმატის სისტემები, უკანა აქტიური სპოილერი და პნევმატური დაკიდების სისტემის სიმაღლე. ბორტის ინფორმაციულ-გასართობი სისტემა დამყარებულია უახლეს ჩიპ Qualcomm Snapdragon 8295-ზე. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.