Jump to content

GeForce RTX 4080 Super-ს ექნება ყველაზე სწრაფი GDDR6X მეხსიერება ყველა ვიდეო ბარათს შორის - გამოცხადდა ყველა მომავალი NVIDIA Super-ის მახასიათებლები


Recommended Posts

NVIDIA-მ განსაზღვრა GeForce RTX 4080 Super, RTX 4070 Ti Super და RTX 4070 Super ვიდეო ბარათების საბოლოო მახასიათებლები, აცხადებს VideoCardz პორტალი და აზიარებს ამ მახასიათებლებს. შეგახსენებთ, რომ ამ ახალი ვიდეო ბარათების პრეზენტაცია 8 იანვარს გაიმართება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

მოდელ GeForce RTX 4080 Super-ს ექნება ყველაზე სწრაფი ვიდეომეხსიერება GeForce RTX 40-სერიის ყველა ვიდეო ბარათს შორის. ორიგინალ RTX 4080-ს აქვს 22.4 გბ/წმ სიჩქარე კონტაქტზე - ყველაზე სწრაფი ამ დროისთვის, ხოლო Super-ვერსიას ექნება 16 გბ GDDR6X მეხსიერება 23 გბ/წმ სიჩქარით. RTX 4070 Ti Super-სა და RTX 4070 Super-ში კი ხელმისაწვდომი იქნება პირვანდელი 21 გბ/წმ სიჩქარე კონტაქტზე. 

NVIDIA-ს პარტნიორების მიერ მოწოდებული GeForce RTX 4080 Super-ის, RTX 4070 Ti Super-ისა და RTX 4070 Super-ის GPU-ების სიხშირის შესახებ ინფორმაცია აჩვენებს, რომ მათი GPU მუშაობს უფრო მაღალ სიხშირეებზე ორიგინალ RTX 4080, RTX 4070 Ti და RTX 4070 მოდელებთან შედარებით. სიხშირე ყველაზე მეტად გაიზარდა უფროს მოდელ RTX 4080 Super-ში. ამ ვიდეო ბარათის გრაფიკული პროცესორის საბაზისო და Boost-სიხშირეები გაიზარდა 2295 და 255 მჰც-მდე, შესაბამისად. ორიგინალი RTX 4080 მოდელის სიხშირეებია 2205 და 2505 მჰც, შესაბამისად. 

image.jpeg 

RTX 4070 Ti Super და RTX 4070 Super ბარათების Boost-სიხშირეები დარჩა უცვლელი - 2610 და 2475 მჰც, შესაბამისად. თუმცა გაიზარდა მათი საბაზისო სიხშირეები - პირველი მათგანი - 2340 მჰც-მდე (+30 მჰც), მეორე - 1980 მჰც-მდე (+60 მჰც). 

GeForce RTX 4080 Super მოდელის ენერგომოხმარება შეადგენს 320 ვატს, RTX 4070 Ti Super-ის - 285 ვატს და RTX 4070 Super-ის - 220 ვატს - სამივე მათგანი 20 ვატით აღემატება ორიგინალი ვერსიების ენერგომოხმარების მაჩვენებლებს. ყველა RTX 4080 Super, RTX 4070 Ti Super და RTX 4070 Super-ის ქასთომ-ვარიანტს ექნება 12+4-პინიანი 12VHPWR კვების კონექტორი. სტანდარტული 8-პინიანი PCIe კონექტორის მქონე მოდელის გამოსვლა მოსალოდნელი არ არის. 

image.jpeg 

NVIDIA კვლავ ძველ გეგმას მისდევს: კომპანიას სურს RTX 4070 Super გაყიდვაში გამოუშვას 17 იანვარს. RTX 4070 Ti Super – 24 იანვარს, ხოლო უფროსი RTX 4080 Super-ის გაყიდვა 31 იანვარს დაიწყება. სამომავლო ვიდეო ბარათების ფასები ჯერჯერობით არ გამოცხადებულა. 

  • Thanks 1
  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.