Magdalena Posted December 23, 2023 Posted December 23, 2023 პარტნიორებისთვის ჩატარებულ პრეზენტაციაზე Intel-მა დაადასტურა, რომ გეგმავს გამოუშვას დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებლები, სახელწოდებით Battlemage, შემდეგი თაობის Arc Xe² გრაფიკული არქიტექტურის საფუძველზე 2024 წელს. ფოტოს წყარო: Intel პრეზენტაციის ფარგლებში Intel-ის მიერ წარმოდგენილი ერთ-ერთი სლაიდი გვიჩვენებს რომელი ახალი პროდუქტების გამოშვებას გეგმავს კომპანია სამომხმარებლო სეგმენტში მომავალ წელს. კერძოდ, კომპანია აპირებს გამოუშვას ახალი პროცესორები კომპიუტერებისთის, ჩიპები სამუშაო სადგურებისთვის, ასევე ახალი გრაფიკული ამაჩქარებლები Battlemage. ადრეულ გეგმებში Intel-მა აღნიშნა, რომ Battlemage სერიის ვიდეო ბარათების გამოშვება დროის მხრივ უკავშირდება სამომხმარებლო Meteor Lake და Arrow Lake პროცესორების გამოშვებას. Meteor Lake პროცესორების ახალი სერია (იგივე Core Ultra) უკვე გამოვიდა, ხოლო Arrow Lake ჩიპები მოსალოდნელია 2024 წელს. როგორც ჩანს, იმავე დროს შედგება Battlemage-ის წარდგენა. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Intel-მა თავის ლაბორატორიებში დაიწყო მინიმუმ ერთი GPU მოდელის ტესტირება ახალი Battlemage სერიიდან. საუბარია გარკვეულ ჩიპზე, სახელწოდებით BMG G10 და იგი სავარაუდოდ გახდება Alchemist ACM-G10-ის მემკვიდრე, რომელიც Arc A770 ვიდეო ბარათში გამოიყენება. არაოფიციალური ცნობებით, ახალ GPU- ექნება ახლანდელ ACM-G10-თან შედარებით ორჯერ მეტი - 64 Xe გრაფიკული ბირთვი. ასევე ცნობილია, რომ Intel-ს სურს შეინარჩუნოს ამ GPU-ზე 256-ბიტიანი მეხსიერების სალტეს მხარდაჭერა. აგრეთვე მოსალოდნელია, რომ Battlemage სერიის GPU-ები წარმოებული იქნება TSMC-ის 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენებით. http://tinyurl.com/47kkwt59 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.