Jump to content

ახალი რეკორდი: Xiaomi-მ ორ კვირაში 1 მილიონი ფლაგმანური სმარტფონი Redmi K70 გაყიდა


Recommended Posts

Xiaomi-ს ბრენდმა Redmi-მ გასულ თვეში გამოუშვა Redmi K70 სერიის ფლაგმანური სმარტფონები ჩინეთის ბაზარზე. ახლა გამოცხადდა, რომ სულ რაღაც ორ კვირაში გაიყიდა ახალი სერიის 1 მილიონი სმარტფონი, რაც ახალი რეკორდული მიღწევაა K სერიის მოწყობილობებისთვის. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Redmi 

ახალი Redmi K70, Redmi K70 Pro და Redmi K70e სმარტფონების გაყიდვიდან ორი კვირის განმავლობაში მყიდველებმა ახალი პროდუქტების მიმართ დიდი ინტერესი გამოიჩინეს. სმარტფონის სპეციალური ვერსია Automobili Lamborghini Squadra Corse განსხვავებული დიზაინით არ გამოსულა დანარჩენ მოდელებთან ერთად. 

Lamborghini Edition არის იგივე Redmi K70 Pro, რომელიც აგებულია მძლავრ Qualcomm Snapdragon 8 Gen 3 პროცესორზე, ასევე აქვს 24 გბ ოპერატიული და 1 ტბ შიდა მეხსიერება. განსხვავება მდგომარეობს უკანა პანელში - მთავარი კამერის მართკუთხა ბლოკის ნაცვლად მასში გამოიყენება ხუთკუთხედი. თავად პანელი არის ყვითელი ან მწვანე - სარბოლო სუპერმანქანა Lamborghini Essenza SCV12-ის საფირმო ფერი. 

image.jpeg 

სმარტფონ Redmi K70 Pro Automobili Lamborghini Squadra Corse-ის ფასი არ გამოცხადებულა. Redmi K70-ის სტანდარტული ვერსიის ღირებულება 350 აშშ დოლარიდან იწყება, Redmi K70 Pro მოდელი კი - 465 აშშ დოლარიდან, რაც მიმზიდველი ფასია ფლაგმანური პროცესორითა და კარგი კამერების სისტემით აღჭურვილი მოწყობილობისთვის. რაც შეეხება Redmi K70e-ს, ის დამყარებულია MediaTek Dimensity 8300 Ultra მიკროპროცესორზე და მისი საცალო ფასი 280 შშ დოლარიდან იწყება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.