Jump to content

Core Ultra ჩიპების ინტეგრირებული გრაფიკა Intel Arc თამაშებში უფრო სწრაფი აღმოჩნდა AMD-ის ანალოგებთან შედარებით


Recommended Posts

უახლესი Core Ultra პროცესორების (Meteor Lake) ინტეგრირებული გრაფიკა Intel Arc უზრუნველყოფს გეიმინგ წარმადობის ღირსეულ დონეს და შეუძლია აჯობოს AMD Ryzen ჩიპების ყველაზე მძლავრ ინტეგრირებულ გრაფიკას - აჩვენებს ლეპტოპების პირველ მიმოხილვებ Intel-ის უახლესი ჩიპების საფუძველზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Wccftech 

ინტეგრირებული გრაფიკის სეგმენტში Intel-მა დაკარგა ლიდერობა მას შემდეგ, რაც AMD-მ დაიწყო iGPU-ებით აღჭურვილი ჰიბრიდული პროცესორების გამოშვება. ინტეგრირებული გრაფიკVega-ს სერიამ გააძლიერა AMD-ის პოზიცია სეგმენტში, ხოლო RDNA გრაფიკული არქიტექტურით კომპანიამ მიაღწია სრულიად ახალ დონეს და უზრუნველყოფს ძალიან მაღალ გრაფიკულ წარმადობას მინი კომპიუტერების და თხელი ლეპტოპებისთვის. თავის მხრივ, ინტეგრირებული Intel Iris Xe გრაფიკა დიდი ხანია ჩამორჩებოდა კონკურენტს. თუმცა ყველაფერი შეიცვალა Core Ultra მობილური პროცესორების გამოშვებით, რომლებიც წარმოდგენილია ახალი თაობის Arc ინტეგრირებული გრაფიკით. 

Intel გვთავაზობს ინტეგრირებულ გრაფიკის სამ კონფიგურაციას Core Ultra პროცესორებში: რვა, შვიდი და ოთხი Xe ბირთვი. გრაფიკა მუშაობს 2350 მჰც-მდე სიხშირეზე (Core Ultra 9 185H) და აქვს წარმადობის მნიშვნელოვან ზრდა უფრო სწრაფი ოპერატიული მეხსიერების, მაგალითად LPDDR5X-ის გამოყენებისას. Core Ultra პროცესორების ინტეგრირებული Arc Alchemist გრაფიკას აქვს DirectX 12 Ultimate API-ს სრული მხარდაჭერა, საფირმო Intel XeSS მასშტაბირების ტექნოლოგიის პროგრამული უზრუნველყოფის რეალიზაცია, ასევე AV1 ენკოდერი. 

image.png 

ფოტოს წყარო: Intel 

ადრე უკვე გამოქვეყნდა Intel Arc-ის სინთეტიკური ტესტები სხვადასხვა ბენჩმარკზე. ახლა აქცენტი კეთდება iGPU Core Ultra ჩიპების გეიმინგ შესრულებაზე. გეიმინგ ტესტების ერთ-ერთი პირველი შედეგი Bilibili-ის პლატფორმაზე ჩინელმა ტექნბლოგერმა Golden Pig Upgrade-მა გააზიარა. მის ხელში მოხვდა Core Ultra 7 155H პროცესორებზე აგებული ლეპტოპები (8 Xe გრაფიკული ბირთვი 2.25 გჰც-მდე სიხშირით) და Core Ultra 5 125H (7 Xe გრაფიკული ბირთვი 2.2 გჰც სიხშირით). ტესტები ჩატარდა როგორც დაბალი, ასევე მაღალი ხარისხის გამოსახულების პარამეტრებში. შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ. 

image.jpeg 

Intel Arc გრაფიკა AMD RDNA 3 iGPU-ის წინააღმდეგ თამაშებში 1080p გაფართოებასა და გამოსახულების დაბალი ხარისხის პარამეტრებზე. ფოტოს წყარო: Golden Pig Upgrade / Bilibili 

ორივე შემთხვევაში (დაბალი და მაღალი ხარისხის პარამეტრებით) ინტეგრირებული Intel Arc გამოიყურება ძალიან კონკურენტუნარიანად AMD RDNA 3 Ryzen პროცესორების ინტეგრირებულ გრაფიკასთან შედარებით, რომ აღარაფერი ვთქვათ მის წინამორბედებზე. მაქსიმალურ კონფიგურაციაში Arc გრაფიკა (8 Xe ბირთვი) აფიქსირებს უფრო მაღალ წარმადობას, ვიდრე Ryzen 7 7840HS პროცესორის iGPU (Radeon 780M - 12 ერთეულით და 2.7 გჰც-მდე სიხშირით). 

image.jpeg 

Intel Arc - AMD RDNA 3 iGPU-ის წინააღმდეგ 1080p გაფართოებასა და გამოსახულების მაღალი ხარისხის პარამეტრებზე. ფოტოს წყარო: Golden Pig Upgrade / Bilibili 

გეიმინგ ტესტებში 1080p გაფართოებაზე მაღალი ხარისხის პარამეტრებში Core Ultra 7 155H პროცესორის ინტეგრირებული Arc გრაფიკა აღემატება კონკურენტს 8 თამაშიდან 7-ში. Core Ultra 5 125H-ში წარმოდგენილი, 7 Xe გრაფიკულ ბირთვამდე შემცირებული Arc ზოგ შემთხვევაში აღმოჩნდა უფრ სწრაფი Ryzen 7840HS პროცესორის iGPU-ისთან შედარებით. ჩინელი ინსაიდერის მიერ გამოქვეყნებული ტესტები ასევე ადასტურებს, რომ Meteor Lake პროცესორების ინტეგრირებული გრაფიკა მნიშვნელოვნად უფრო სწრაფია საბაზისო დონის NVIDIA MX დისკრეტულ ვიდეო ბარათებთან შედარებით და უახლოვდება GeForce GTX 1650 Max-Q მობილური ვიდეო ბარათების წარმადობას. 

image.jpeg 

იმის გათვალისწინებით, რომ Core Ultra 7 155H-სა და Core Ultra 9185H-ს შორის მაქსიმალურ სიხშირეში 100 მჰც-ია განსხვავება და 80 ვატზე მეტი TDP-ის დონე, უფროსი მოდელის გრაფიკა შესაძლოა უფრო მაღალი წარმადობის აღმოჩნდეს. Intel-ის შედეგები მიღებულია LPDDR5X-7467 ოპერატიული მეხსიერების მქონე ლეპტოპებიდან. Golden Pig Upgrade-ის მიმოხილვაში ასევე ნაჩვენებია, რომ AMD RDNA 3-ის ინტეგრირებული გრაფიკის მასშტაბირება არ ხდება ისე კარგად, როგორც Meteor Lake-ის შემადგენლობაში არსებული iGPU Arc-ისა უფრო სწრაფ მეხსიერებასთან მუშაობისას. 

image.jpeg 

Intel Arc-სა და AMD RDNA 3-ს ინტეგრირებული გრაფიკის წარმადობების განსხვავება უფრო სწრაფი ოპერატიული მეხსიერების გამოყენებისას. ფოტოს წყარო: Golden Pig Upgrade / Bilibili 

მიუხედავად იმისა, რომ Intel-ის სისტემებზე უფრო სწრაფი ოპერატიული მეხსიერების სარგებელი აშკარაა, უნდა გვესმოდეს, რომ უფრო სწრაფი ოპერატიული მეხსიერების მქონე ლეპტოპები მნიშვნელოვნად უფრო ძვირი იქნება. და ამ მხრივ, AMD-ის გადაწყვეტილებები შეიძლება უფრო მიმზიდველად გამოიყურებოდეს მომხმარებლის თვალში შედარებით ნაკლები ღირებულების გამო. 

image.jpeg 

რაც შეეხება ენერგოეფექტურობას, Core Ultra 100H პროცესორები უფრო მაღალ გრაფიკულ წარმადობას უზრუნველყოფენ, ვიდრე AMD-ის Ryzen 7040 სერიის ჩიპები 28 ვტ+ TDP-ზე, მაგრამ 25 ვატამდე TDP-ზე - AMD-ის ჩიპები ლიდერობენ. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ Meteor Lake პროცესორების სერია მოიცავს მოდელებს TDP-ის დიაპაზონით 9-დან 15 ვატამდე. მათზე დამყარებული ლეპტოპები გამოსვლა მომავალ წელს არის მოსალოდნელი და ენერგოეფექტურობის საკითხთან დაკავშირებით ისინი შეიძლება კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდნენ. 

სხვა ტექნბლოგერებმა გამოაქვეყნეს Core Ultra პროცესორების ინტეგრირებული Intel Arc გრაფიკის გეიმინგ ტესტების შედეგები. მაგალითად, YouTube არხები Dave2D, HardwareCanucks და Jarrod's Tech აღნიშნავენ მნიშვნელოვან წარმატებებს ინტეგრირებული Arc-ით წინა თაობის Iris/UHD GPU-ებთან შედარებით და წარმადობის ღირსეულ დონეებს AMD RDNA 3 ინტეგრირებული გრაფიკის ფონზე. 

აშკარაა, რომ ორივე პლატფორმის მწარმოებლები დახვეწენ თავიანთ გადაწყვეტილებებს პროგრამული უზრუნველყოფის და დრაივერების ოპტიმიზაციის გზით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება პორტატული გეიმინგ მოწყობილობებისთვის, რომლებიც გამოიყენებენ AMD-ისა და Intel-ის მითითებულ პროცესორებს. გარდა ამისა, საინტერესო იქნება იმის ნახვა, თუ როგორ მუშაობს ინტეგრირებული Intel Arc გრაფიკა ახლახან დანერგილი Ryzen 8040 (Hawk Point) პროცესორების iGPU-ებთან მიმართებაში. 

არანაკლებ საინტერესოა Core Ultra 9 185H ჩიპი, რომელსაც აქვს მაქსიმალური TDP 115 ვატი და ოდნავ მაღალი გრაფიკული ბირთვის სიხშირე Meteor Lake პროცესორების სერიის სხვა მოდელებთან შედარებით. მასზე დამყარებული გადაწყვეტილებები მომავალი წლიდან იქნება ხელმისაწვდომი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.