Jump to content

Intel XeSS მალე შეძლებს კადრების გენერირებას, თუმცა AMD-ისა და NVIDIA-სგან განსხვავებული სახით


Recommended Posts

კომპანია Intel უახლოეს მომავალში აპირებს მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას კომპიუტერული თამაშების სფეროში XeSS-ისთვის კადრების გენერირების ტექნოლოგიის დანერგვით. ახალი განვითარება, სახელწოდებით ExtraSS, წარმოდგენილი იქნება SIGGRAPH Asia 2023-ზე სიდნეიში და ნიშნავს Intel-ის კონკურენციაში შესვლას NVIDIA DLSS 3-სა და AMD FSR 3-თან, რომლებსაც უკვე შეუძლია დამატებითი კადრების გენერირება. 

image.jpeg 

გამოსახულების მასშტაბირების ტექნოლოგია Intel XeSS აღსანიშნავია იმით, რომ მუშაობს ნებისმიერ აპარატულ უზრუნველყოფაზე - როგორც Intel-ის, ისე AMD-ისა და NVIDIA-ს გრაფიკაზე. XeSS-ის განსაკუთრებული მახასიათებელია არა მარტო თავსებადობა, ასევე ღია კოდი: შედეგად თამაშებში მისი ინტეგრირება ადვილია, რაც ქმნის ეკოსისტემას, სადაც XeSS-ს შეუძლია თანაარსებობდეს upscaling-ის სხვა მეთოდებთან, როგორებიცაა FSR და DLSS. 

თუმცა, კადრების გენერირების სფეროში Intel ჯერ ჩამორჩება. NVIDIA-მ და AMD-მ გააფართოვეს თავიანთი DLSS-ისა და FSR-ის ტექნოლოგიური შესაძლებლობები კადრების გენერირების მხარდაჭერით - მეთოდით, რომელიც კადრების ნაკადში კადრებს სვამს ინტერპოლაციის ტექნოლოგიის გამოყენებით, ანუ წინა რეალური კადრების მონაცემებზე დაყრდნობით. ეს სტრატეგიული დამატება მიზნად ისახავს FPS-ის გაზრდას გამოსახულების ოპტიმალური ხარისხის შენარჩუნებით. 

ExtraSS გახდება XeSS-ის გაფართოება. პრეზენტაციაში სახელწოდებით "ExtraSS: ფრეიმვორქი ერთობლივი სივრცითი სუპერსმპლინგისა და კადრების ექსტრაპოლაციისთვის" - Intel-ის გრაფიკული სფეროს კვლევის ვიცე-პრეზიდენტი Anton Kaplanyan და სხვა ავტორები გვთავაზობენ კადრების ექსტრაპოლაციას, როგორც რეალურ დროში რენდერის წარმადობის გაუმჯობესების გასაღებს. 

image.png 

კადრების გენერირების სფეროში Intel XeSS ExtraSS იყენებს განსაკუთრებულ მიდგომას - "კადრების ექსტრაპოლაციას", ვიდრე უფრო გავრცელებულ "კადრების ინტერპოლაციას". მიუხედავად იმისა, რომ ორივე მეთოდი ემსახურება კადრების გენერირებას და სცენაში ჩასმას FPS-ის გაუმჯობესებისთვის, მთავარი განსხვავება ისაა, თუ როგორ იქმნება კადრები. ExtraSS-ის ფრექიმვორქი აერთიანებს სივრცით სუპერსემპლინგს და კადრების ექსტრაპოლაციას, რაც უზრუნველყოფს ზუსტ ბალანსს წარმადობას და ხარისხს შორის. 

კადრების ინტერპოლაცია იყენებს რამდენიმე ნიმუშს ჩასმულ კადრთან მიახლოებისთვის, ხოლო ექსტრაპოლაცია - ინფორმაციას შემავალ ნიმუშის მიღმა, რათა შექმნას მიახლოება. გასათვალისწინებელია, რომ ექსტრაპოლაციამ შეიძლება გამოიწვიოს ნაკლები არტეფაქტი, მაგრამ შეიძლება იყოს ნაკლებად საიმედო. თუმცა შესწორებებისა და ოპტიმიზაციის საშუალებით XeSS ExtraSS ცდილობს იპოვნოს ბალანსი მაღალი ხარისხის FPS-ზე კარგი ხარისხის შეთავაზებით. 

„მსუბუქი მოდულების და ExtraSSNet-ის გამოყენებით დახვეწისთვის ჩვენ ვიყენებთ სივრცით-დროით ინფორმაციას, ვაუმჯობესებთ რენდერის სიმკვეთრეს, ზუსტად ვამუშავებთ მოძრავ ჩრდილებს და ვქმნით დროებით სტაბილურ შედეგებს. გამოთვლითი ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირებულია რენდერის ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით, რაც საშუალებას იძლევა მიღწეულ იქნას უფრო მაღალი კადრების სიხშირე და მაღალი გაფართოება არტეფაქტების გარეშე“, - წერენ Intel-ის მკვლევარები. 

კვლევით დოკუმენტში ხაზგასმულია განსხვავებებინტერპოლაციასა და ექსტრაპოლაციას შორის და აღინიშნება, რომ ინტერპოლაცია უკეთეს შედეგებს იძლევა, თუმცა უფრო მეტ შეყოვნებას იწვევს. NVIDIA-მ და AMD-მ ეს საკითხი მოაგვარეს შეყოვნების შემცირების ტექნოლოგიებით, როგორებიცაა Reflex და Anti-Lag. მეორე მხრივ ექსტრაპოლაციას აქვს უფრო დაბალი შეყოვნება, მაგრამ პრობლემების წინაშე დგას ახალი კადრის გენერირებისას საკვანძო ინფორმაციის გამოტოვების გამო. XeSS ExtraSS მიზნად ისახავს ამ პრობლემის დაძლევას დეფორმაციის ახალი მეთოდით, უკეთესი ხარისხის მიწოდებას დაბალი შეყოვნების პირობებში. 

image.png 

Intel-მა დააფიქსირა თავისი დამოკიდებულება ქროს-ვენდორული მხარდაჭერისადმი და მისი ტექნოლოგია AMD-ის FSR 3-ის მერე გახდა მეორე, რომელც მხარს უჭერს ყველა მწარმოებელს. 

image.png 

image.png 

Intel-ის შესვლა კადრების გენერირების ტექნოლოგიების ბაზარზე 2024 წლისთვისაა დაგეგმილი, კომპანიის გამოცდილება XeSS-თან დაკავშირებით საშუალებას იძლევა ითქვას, რომ იგი მზად არის უზრუნველყოს ხარისხი და მხარდაჭერა, თუმცა AMD-სა და NVIDIA-სთან შედარებით მცირე დაგვიანებით. Intel XeSS ExtraSS ტექნოლოგია გვპირდება ახალ შესაძლებლობებს რეალურ დროში რენდერისთვის, წარმადობის საზღვრების გადალახვასა და ფოტორეალისტურ რენდერინგს სხვადასხვა სფეროში. 

 

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.