Jump to content

Qualcomm-ის თქმით პროცესორი Snapdragon X Elite 21%-ით სწრაფია Apple M3 ჩიპთან შედარებით


Recommended Posts

კომპანია Qualcomm-მა განაცხადა, რომ მისი უახლესი Snapdragon X Elite პროცესორი, რომელიც განკუთვნილია Windows ლეპტოპებისთვის, უფრო სწრაფია Apple-ის M3 პროცესორთან შედარებით. ამის შესახებ Digital Trends-ის ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომლებსაც კომპანიამ ჩვენ ახალი ჩიპის მქონე ეტალონური პლატფორმის რამდენიმე ახალი ტესტი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Fionna Agomuoh / Digital Trends 

როდესაც Snapdragon X Elite დაანონსდა ოქტომბერში, Qualcomm-მა თავისი 12-ბირთვიანი, 64-ბიტიანი ჩიპი Apple-ის M2 პროცესორებს დაუპირისპირა. იმ დროს მწარმოებელმა განაცხადა, რომ Snapdragon X Elite-ის მაქსიმალური წარმადობა მისი კონკურენტის დონეზეა, მაგრამ ამავე დროს ენერგომოხმარება - 30%-ით ნაკლები. 

Snapdragon X Elite-ის ანონსიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ Apple-მა წარადგინა შემდეგი თაობის M3 სერიის პროცესორები. Qualcomm-მა განაცხადა, რომ კვლავ ჩაატარა ტესტები და თავისი ჩიპი Apple-ის უახლეს M3 პროცესორებშეადარა. კომპანია ამტკიცებს, რომ Snapdragon X Elite აღემატება თავის კონკურენტს ერთნაკადიანი წარმადობით, თუმცა Digital Trends-ში არ არის მითითებული - რამდენად. ამავე დროს Qualcomm ამტკიცებს, რომ Snapdragon X Elite-ის მრავალნაკადიანი წარმადობა 21%-ით აღემატება M3 სერიის პროცესორს. 

image.jpeg 

რამდენად მართალია ეს განცხადება - დამოუკიდებელი ტესტები აჩვენებს. თუმცა ჟურნალისტებთან საუბარში Qualcomm-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ შედეგები, რა თქმა უნდა, განსხვავდება პროგრამული უზრუნველყოფის განსხვავებების გამო. „განსხვავება ნამდვილად შესამჩნევი იქნება, რადგან ისინი იყენებენ macOS-ს, ხოლო ჩვენ ვმუშაობთ Windows-ზე. მაგრამ აპარატული უზრუნველყოფის თვალსაზრისით, რისი კონტროლიც შეგვიძლია, ვფიქრობთ, რომ ჩვენი პლატფორმა კარგია“, განუცხადა Digital Trends-ს Qualcomm-საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსმა მენეჯერმა Sascha Segan-მა. 

ოქტომბერში Qualcomm-მა Oryon-ბირთვებზე დამყარებულ Snapdragon X Elite-ს უწოდა ყველაზე სწრაფი x86-თავსებადი ჩიპი ბაზარზე. შემდეგ შედარებისთვის წარმოადგინა მე-13 თაობის Intel Core პროცესორების წარმადობის მონაცემები. მაგრამ გასულ კვირას Intel-მა წარადგინა Core Ultra (Meteor Lake) პროცესორების ახალი სერია. Qualcomm-ის თქმით მათ ჯერ არ ჰქონიათ შესაძლებლობა - თავიანთი ჩიპი Intel-ის ახალ პროდუქტებთან შეედარებინათ. 

Snapdragon X Elite-ზე დამყარებული პირველი პერსონალური კომპიუტერების გამოსვლა მოსალოდნელია 2024 წლის შუა რიცხვებისთვის. Acer, Asus, Dell, HP, Honor, Lenovo, Microsoft Surface, Samsung და Xiaomi გამოუშვებენ მოწყობილობებს Qualcomm-ის პლატფორმაზე. შესაძლოა, მომხმარებლებმა თავი შეიკავონ ახალი ლეპტოპების ყიდვისგან ახლა და დაელოდონ მომავალი წლის შუა რიცხვებს, რათა დარწმუნდნენ აღემატება თუ არა Qualcomm-ის ახალი პლატფორმა კონკურენტებს, განაცხადა Segan-მა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.