Jump to content

Samsung-მა დააანონსა OLED გეიმინგ მონიტორები 360 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით


Recommended Posts

სამხრეთკორეულმა კომპანია Samsung-მა განაცხადა, რომ დაიწყო 31.5-დუიმიანი QD-OLED 4K გაფართოების და ასეთი პანელებისთვის რეკორდული 360 ჰერცი კადრის განახლების სიხშირის მქონე მონიტორის სერიული წარმოება. კომპანია აგრეთვე აპირებს 27-დუიმიანი QD-OLED 1440p გაფართოების 360-ჰერციანი დისპლეების გამოშვებას. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Samsung 

Samsung ცდილობს მომხმარებელთა ყურადღება მიიპყროს მათთვის ყველაზე ნაცნობი და პოპულარული გვერდების თანაფარდობის მქონე მონიტორების გამოშვებით. ორივე ახალ პროდუქტგვერდების შეფარდებაა 16:9. კომპანიამ მოახერხა 31.5-დუიმიან მონიტორზე 140 PPI პიქსელების სიმჭიდროვის მიღწევა, რაც 65-დუიმიანი 8K ტელევიზორის პიქსელების სიმჭიდროვის ეკვივალენტურია. 

რაც შეეხება 27-დუიმიან მონიტორს, მას ექნება 0.03 მილიწამი მატრიცის რეაგირების დრო და 360 ჰერცი განახლების სიხშირე, რაც კომპანიის თქმით მიღწეულია Quantum Enhancer ალგორითმის გამოყენებით. ამრიგად, ეს მონიტორი გათვლილია გეიმერების აუდიტორიაზე. 

Samsung-ის მონაცემებით QD-OLED მონიტორების მიწოდების მოცულობა 2023 წლის ბოლოსთვის 600 ათას ერთეულამდე გაიზარდა, რაც ოთხჯერ აემატება 2022 წლის მაჩვენებელს. კომპანია ასევე ამტკიცებს, რომ 30-დუიმიანი 1440p გაფართოების მქონე მონიტორები გავრცელებული არჩევანი გახდა, ხოლო 2024 წელს მომხმარებლები მიდრეკილნი იქნებიან შეიძინონ მოდელები 4K გაფართოებით. მიუხედავად იმისა, რომ 4K მონიტორები ხელმისაწვდომია ბაზარზე რამდენიმე წელია, მათი მიღების ტემპი ნელია. 2023 წლის ნოემბრის Steam-ის სტატისტიკის მიხედვით მომხმარებელთა მხოლოდ 3.72%-ს აქვს 4K მონიტორი, მომხმარებელთა 15.97%-ს აქვს მონიტორი 1440p გაფართოებით, ხოლო მომხმარებელთა 60.09% 1080p მონიტორს იყენებს. 

რაც შეეხება დაანონსებულ 31.5- და 27-დუიმიან მონიტორებს, ამ დროისთვის მათი ტექნიკური მახასიათებლების შესახებ მეტი არაფერია ცნობილი. უფრო დეტალური მონაცემები სავარაუდოდ ცნობილი გახდება მომავალი წლის დასაწყისში CES 2024-ზე. 

Link to comment
Share on other sites

დელის alianware გამოდის მალე ეგეთივე მაჩვენებლებით, მანდ თან ორი თუ სამი მოდელია სხვადასხვა ზომა-გერცოვკით 2K გაფართოვებაზე დაანონსებული უკვე

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.