Jump to content

Microsoft გეგმავს თამაშების უფასო სტრიმინგს რეკლამების ყურების სანაცვლოდ


Magdalena

Recommended Posts

Microsoft ამჟამად მომხმარებლებს სთავაზობს უფასო წვდომას Fortnite-ზე ლაუდ სათამაშო სერვის Xbox Cloud Gaming-ზე (xCloud), მაგრამ კომპანიის აღმასრულებლები მიუთითებენ შესაძლო უფასო თამაშების სტრიმინგზე რეკლამების ყურების სანაცვლოდ. Microsoft Gaming-ის ფინანსურმა დირექტორმა Tim Stuart-მა განიხილა მსგავსი პერსპექტივა გასული თვის ბოლოს Wells Fargo TMT Summit-თან ინტერვიუში. 

image.jpeg 

„იდეა, რაზეც მსურს ვისაუბრო, არის ის, რომ ჩვენ გვაქვს თამაშების სტრიმინგი xCloud, ასე რომ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ Game Pass Ultimate-ზე და მოახდინოთ ასობით თამაშის ტრანსლირება ნებისმიერ საბოლოო წერტილში, რომელსაც ბრაუზერი აქვს“, - განმარტა სტიუარტმა. „აფრიკის, ინდოეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და სხვა ადგილების შემთხვევაში, რომლებიც არ არიან კონსოლზე ორიენტირებული, შეგიძლიათ თქვათ: „გინდათ უყუროთ 30-წამიან რეკლამას და შემდეგ უფასოდ მიიღოთ ორსაათიანი თამაშის სტრიმინგი? ''. 

სტიუარტმა განმარტა რისი მოლოდინი აქვს Microsoft-ს პირველ რიგში იმ რეგიონებში, სადაც ახლახანს ხელმისაწვდომი გახდა Xbox Cloud Gaming სერვისი. ქლაუდ თამაშების რეკლამებით მხარდაჭერილმა ვერსიამ შეიძლება კარგად იმუშაოს ბაზრებზე, სადაც სმარტფონების მფლობელების რაოდენობა გაცილებით მეტია გეიმინგ კონსოლების ან კომპიუტერების მფლობელებთან შედარებით. 

ჯერჯერობით გაურკვეველია გადაწყვეტს თუ არა Microsoft ასეთი მასშტაბური ექსპერიმენტის ჩატარებას. ინფორმირებული წყაროები ირწმუნებიან, რომ Microsoft-ში Xbox Cloud Gaming-ზე მუშაობა გასული წლის განმავლობაში შენელდა. Microsoft გეგმავდა მომხმარებლის თამაშების მხარდაჭერას Xbox Cloud Gaming-ზე, მაგრამ ეს გეგმა არ განხორციელებულა. კომპანიამ ასევე უარი თქვა Xbox Cloud Gaming-ის ცალკე სააბონენტო ვერსიის გამოშვების გეგმაზე Xbox Game Pass Ultimate-ში ჩართული მსგავსი სერვისის ნაცვლად. 

Microsoft-ს, რა თქმა უნდა, ჰქონდა გარკვეული წარმატება გეიმინგ სტრიმინგში, 20 მილიონზე მეტი ადამიანი იყენებდა თამაშებს Xbox Cloud Gaming-ის გამოყენებით გასულ წელს. ამჟამად მხოლოდ Fortnite არის ხელმისაწვდომი უფასოდ Xbox Cloud Gaming-ზე და მის სათამაშოდ მხოლოდ Microsoft-ის ანგარიშია საჭირო, თუმცა უფასო წვდომა ჯერ არ გავრცელებულა სხვა თამაშებზე. 

შიდა ელექტრონული წერილი, რომელიც გამოქვეყნდა Microsoft-ის აშშ-ს სავაჭრო ფედერალურ კომისიასთან იურიდიული დავის დროს, ადასტურებს კომპანიის გეგმებს Xbox Cloud Gaming სერვისის მეშვეობით ქლაუდ თამაშების გაფართოების შესახებ. Microsoft ამჟამად ასევე ტესტავს მაუსის და კლავიატურის მხარდაჭერას Xbox Cloud Gaming-ში, მაგრამ მხოლოდ Xbox კონსოლებისთვის და არა კომპიუტერებისთვის. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.