Jump to content

TSMC-მ უკვე წარუდგინა Apple-სა და NVIDIA-ს 2-ნანომეტრიანი ჩიპების პროტოტიპები, ხოლო Samsung იმედოვნებს Qualcomm-ისგან შეკვეთების მიღებას


Recommended Posts

ტაივანური კომპანია TSMC აგრძელებს დომინირებას ნახევრადგამტარი კომპონენტების საკონტრაქტო წარმოების ბაზარზე ღირებულების მიხედვით, ხოლო Samsung-ი აგრძელებს წინსვლას, მაგრამ ამ ორს შორის მოწინავე ლითოგრაფიის მომხმარებლებისთვის ბრძოლა უცვლელად გრძელდება. TSMC უკვე თავაზობს Apple-სა და NVIDIA-ს 2-ნანომეტრიანი ჩიპების ნიმუშებს, Samsung კი ელის Qualcomm-ისთვის 2-ნანომეტრიანი პროდუქციის წარმოების დაწყებას. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: TSMC 

ამ თემაზე უახლესი ინფორმაცია Financial Times-მა გაავრცელა. წყაროების თანახმად TSMC-იმ უკვე აჩვენა თავისი 2-ნანომეტრიანი პროდუქციის პროტოტიპები მსხვილ დამკვეთებს, მათ შორის Apple-სა და NVIDIA-ს და იმედოვნებს, რომ 2025 წელს დაიწყებს ამ ჩიპების მასობრივ წარმოებას. როგორც წესი, მობილური კომპონენტები პირველები გადადიან TSMC პროცესის ახალი ტექნოლოგიის გამოყენებაზე, ამიტომ Apple ამ თვალსაზრისით რჩება 2-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის მოწინავე სტატუსიმქონე ჩიპების გამოყენების თვალსაზრისით. იგი უკვე იყენებს 3-ნანომეტრიან M3 პროცესორებს თავის მობილურ მოწყობილობებში და მალე დაიწყებს მათ დანერგვას ლეპტოპებსა და პლანშეტებში. TSMC-ის წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ იმ დროისთვის, როდესაც ის ბაზარზე გამოჩნდება, კომპანიის 2-ნანომეტრიანი ექნოლოგია იქნება ყველაზე მოწინავე როგორც ტრანზისტორების სიმჭიდროვის, ასევე ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით. 

არც Samsung Electronics აპირებს დროის დაკარგვას. ნომინალურად, მან დაიწყო 3-ნანომეტრიანი პროდუქტების წარმოება TSMC-ზე რამდენიმე თვით ადრე და იყო პირველი, რომელიც დაეუფლა gate-cross (GAA) ტრანზისტორების სტრუქტურას, მაგრამ პრაქტიკაში მისი 3-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის უმარტივესი ვერსიაც კი არ იძლევა გამოსაყენებელი მასალის 60%-ზე მეტის წარმოების საშუალებას. რაც უფრო რთული ხდება ჩიპის სტრუქტურა, დეფექტების პროცენტი იზრდება. Samsung-ის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ კომპანია 2025 წელს SF2 ტექნოლოგიის გამოყენებით სერიული 2-ნანომეტრიანი პროდუქციის წარმოებას დაიწყებს. მათი მოლოდინით გარეომცველი ჩამკეტის მქონე ტრანზისტორების წარმოების გამოცდილება კომპანიას საშუალებას მისცემს საკმაოდ შეუფერხებლად გადავიდეს 3 ნმ-დან 2 ნანომეტრიან ტექნოლოგიაზე. 

არაოფიციალური წყაროების თანახმად Samsung ცდილობს თავისი 2-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით მიიზიდოს Qualcomm, რომელმაც კორეელი პარტნიორის 4 ნმ ტექნოლოგიაზე უარი თქა და TSMC-ს დაუბრუნდა. სამხრეთკორეული გიგანტისთვის მნიშვნელოვანია უზრუნველყოს თავისი პროდუქციის ხარისხის ღირსეული დონე დამკვეთების მოსაზიდად. პრობლემად რჩება Samsung-ის ბიზნეს სტრუქტურის სპეციფიკაც. კომპანია ცდილობს კონკურენტი ბრენდების სმარტფონებისთვის ჩიპების წარმოებას, ასევე დამოუკიდებლად ავითარებს მათ საკუთარი საჭიროებისთვის. ზოგიერთ პოტენციურ დამკვეთს უბრალოდ ეშინია, რომ მათი ტექნოლოგიები კონკურენტის ხელში მოხვდება და, შესაბამისად, არ ჩქარობს Samsung-თან თანამშრომლობას საკონტრაქტო სფეროში. 

Intel ცდილობს გახდეს ჩიპების მსხვილი საკონტრაქტო მწარმოებელი და ახლახან ის პირველად შევიდა ამ ბაზრის ტოპ მონაწილეთა ათეულში. მომავალი წლის ბოლოსთვის Intel ელოდება კომპონენტების წარმოების დაწყებას 18A "ანგსტრემ ტექნოპროცესის გამოყენებით, მაგრამ TSMC-ის წარმომადგენლები თვლიან, რომ ტექნიკური პარამეტრების თვალსაზრისით იგი ტაივანური კომპანიის 3 ნანომეტრიანი ტექნოლოგიის მსგავსია. 

არ არის გამორიცხული საკონტრაქტო ბაზრის გადანაწილება ინდივიდუალური ურთიერთობების დონეზე. NVIDIA-მ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ არ იქნება წინააღმდეგი ჩიპების წარმოებისთვის მესამე კონტრაქტორის ყოლაზე Intel-ის სახით, ხოლო AMD-მ ჯერ კიდევ ივლისში გამოთქვა მზადყოფნა გადახედოს TSMC-ის გარდა სხვა მწარმოებელ პარტნიორებს. 

Bernstein-ის ანალიტიკოსები თვლიან, რომ Intel-ის მიერ აქტიურად პროპაგანდირებული თეზისი ნახევრადგამტარი ინდუსტრიის საწარმოო ჯაჭვების ტაივანზე დამოკიდებულების შემცირების აუცილებლობის შესახებ პრაქტიკულად გონივრულ გათვლებში წავა. TSMC, როგორც პარტნიორი, აგრძელებს ფასის, პროცესის ეფექტურობისა და საიმედოობის საუკეთესო კომბინაციის შეთავაზებას. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.