Jump to content

Apple უფრო შესამჩნევს გახდის iPad Air-სა და iPad Pro-ს შორის განსხვავებას


Magdalena

Recommended Posts

მომავალ წელს Apple გამოუშვებს ახალ iPad Air და Pro ვერსიებს, რომლებიც მეტად განსხვავებული იქნებიან ერთმანეთისგან, რაც მყიდველებს შესაფერისი მოდელის არჩევას გაუადვილებს. ამ მოსაზრებას იზიარებს Bloomberg-ის ჟურნალისტი მარკ გურმანი, რომელიც თვლის, რომ iPad Air-ის შემდეგი ვერსია Apple M2 ჩიპით იქნება წარმოდგენილი, ხოლო ფლაგმანი iPad Pro მიიღებს უფრო მძლავრ და თანამედროვე M3 ჩიპს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Apple 

გურმანის ბოლო მოხსენებაში ნათქვამია, რომ Apple მომავალი წლის მარტში გამოუშვებს iPad Air-ის 11- და 12.9-დუიმიან ვერსიებს M2 ჩიპით. მოწყობილობის უფროსი მოდელი თავსებადია Magic Keyboard-თან, რომელიც ამჟამად ხელმისაწვდომია iPad Pro-ს მომხმარებლებისთვის. რაც შეეხება ახალ iPad Pro-ს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პლანშეტის ორივე ვერსიას ექნება OLED დისპლეი. ასევე სავარაუდოდ გამოჩნდება ალუმინის განახლებული Magic Keyboard. iPad Pro-ს პრეზენტაცია, ჟურნალისტის თქმით, ასევე მარტში შედგება. 

”ამრიგად, iPad Air აშკარად უფრო იაფი იქნება, მაგრამ ასევე - შესამჩნევად უკეთესი სტანდარტულ iPad-თან შედარებით. იგი გამოვა ორ ვერსიად სხვადასხვა ზომის ეკრანით და M2 პროცესორით, რაც მას მე-10 თაობის მოდელებზე მაღლა აყენებს - პროდუქტი, რომელიც კიდევ დიდხანს არ განახლდება, თვლის მარკ გურმანი. 

image.png 

მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ Apple გეგმავს შეწყვიტოს მე-9 თაობის iPad-ის საბაზისო ვერსიის წარმოება. ეს ასევე საშუალებას მისცემს კომპანიას, უარი თქვას ზოგიერთი ძველი სტაილუსის მიწოდებაზე, რომელთაგან პირველი იქნება პირველი თაობის Apple Pencil, რომელიც ბაზარზე 2015 წელს გამოჩნდა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.