Jump to content

Bitcoin-ის ფასი ზრდას განაგრძობს და მიაღწია 44 ათას აშშ დოლარს


Recommended Posts

კაპიტალიზაციის მიხედვით უმსხვილესი კრიპტოვალუტა აგრძელებს ზრდას, სამშაბათს მისმა ფასმა 44000 აშშ დოლარს გადააჭარბა პირველად 2022 წლის აპრილის შემდეგ, ღირებულება გაიზარდა 160%-ზე მეტით წელიწადში. სიდიდით მეორე კრიპტოვალუტა Ethereum-ის (ETH) ფასი გაიზარდა 1.6%-ით 2263.76 აშშ დოლარამდე გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ზრდამ 88% შეადგინა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Kanchanara/unsplash.com 

Coin Metrics-ის თანახმად Bitcoin მოკლე ვადით 44903.45 აშ დოლარამდე გაიზარდა, რაც მისი უმაღლესი დონეა 2022 წლის 7 აპრილის შემდეგ. ჯერ კიდევ ნოემბრის დასაწყისში Bitcoin-ის ფასი 34 ათას აშშ დოლარს შეადგენდა, გასულ შაბათ-კვირას იგი გაიზარდა 40 ათას აშშ დოლარამდე, ერთი დღის შემდეგ კი - 41 ათას აშშ დოლარამდე. 

Bitcoin-ის ფასის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო ინვესტორების ნდობა, რომ Bitcoin-ETF ამოქმედდება შეერთებულ შტატებში. ინვესტორების ოპტიმიზმი კიდევ უფრო გაზარდა ცნობებმა, რომ Bitcoin ETF-ის პოტენციური ემიტენტები ხვდებიან აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიას. 

ითვლება, რომ Bitcoin ETF-ს 2024 წლის დასაწყისში გაეხსნება გზა, რაც მიანიშნებს კრიპტოვალუტაში ახალი ინვესტიციების შემოდინების შესახებ. რამდენადაც Bitcoin აგრძელებს ზრდას, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია უკვე აღემატება მსოფლიოს ზოგიერთი უმსხვილესი კომპანიის აქტივებს. 

Bitcoin ავიდა Berkshire Hathaway-ზე მაღლა, გაუსწრო Tesla-ს, ასევე პლანეტის ზოგიერთ უმსხვილეს კომპანიას“, - აღნიშნა TheStreetCrypto ანალიტიკოსმა ჯორჯ ტუნგმა, „შემდეგ ის გადააჭარბებს Meta-ს, შემდეგ NVIDIA-ს და შემდეგ - ვერცხლის ბაზარს“. 

ინვესტორები ასევე ელიან Bitcoin-ის განახევრებას, რომელიც მოსალოდნელია 2024 წლის გაზაფხულზე. 

Link to comment
Share on other sites

კი ეგრეა მე 40000$ ავიღე და ეხლა ველოდები როდის გავყიდო თუ უკვე დროა გაყიდვის და მეტზე აღარ წავა თუნდაც 47000$-მდე, 43900$ ეხლაც იყიდება, მე ჯერ 44000$ დავახურდავე მერე მალევე ვიყიდე 43500$ თუმცა დაეცა 42800$-მდე მეორე დღეს, ეხლა რაღაცა დაატორმუზეს მაგრამ ეგ თუ წავა ერთიანათ წავა და მერე შენ აღარავინ დაგიცდის, ეგრე იყო 30000$-ზეც რომ ავიდა ოქტომბერში და მერე 34000$ ძალიან მალე აწიეს და მოგვიანებით 38000$ და მერე უკვე 38000$-ან რომ დაგაზა 44000$ ავიდა 4 დღეში ფაქტიურათ კურსი, ეხლა მცირე პაუზა აიღეს ვეილსებმა და ვნახოთ იდეაში მინიმუმ 50000$ წლის ბოლომდე აწევენ, ვისაც ახსოვს 2021 წლის დეკემბერში იდგა ასე 50000$ კურსი და მერე ჩამოცდა 40000$ გარკვეული პერიოდით და სანამ ხვონის აბვალი დაიწყებოდა და ლუნაკოინების კრახი 2022 წლის მაისში მანამდე მოასწრეს 40000$ ასვლა, 48000$ ზამთარში იდგა მანამდე, ხოდა მემგონი მინიმუმ 48000$ ეხლაც ავა მაქსიმუმ 55000$, ეგეთ 5000-7000$+ მაჩვენებლებზე იზრდებოდა მანამდეც როცა გაცდა 40000$ და ეგეთი მომენტი უკვე რამდენჯერმე დაფიქსირდა 2021-ში უფრო ძირითადათ და 2022-ის დასაწყისში უფრო, ეხლა მეოთხეჯერ თუ მეხუთეჯერაა ისტორიაში წელს უკვე მაგრამ წელს პირველათ გაცდა 44000$ კურსი და 40000$, ეგ 2022 წლის მაისის შემდეგ და 44400$ კი ბოლოს იყო 6 აპრილს, მაგრამ მაშინ 48000-ან მოდიოდა ქვემოთ უკვე და ჩამოცდა 40000$, მერე ისევ დააბრუნეს 40000$ და ეგ ბოლო გაფართხალება იყო ნორმალური კურსის, ჩემი აზრით არ აპირებდენ 30000$ ქვემოთ ბიტკოინის დაგდებას, მაგრამ 15500$ დაეცა ხვონის და ბანკმანის ბაზრის ორი განგებ აბვალის გამო, რომლებიც დაახლოებით 6 თვიან ინვერვალში დაფიქსირდა წინა წელს და ეგ იყო ალბათ კრიპტოზამთრის პერიოდიც, რომელიც როგორც ჩანს უკვე ნელ-ნელა სრულდება და ისევ დიდი ბულრანი იწყება 2024 წლის მაისის ბიტკოინის ჰალვინგამდეც კი

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.