Jump to content

ASUS-მა გამოუშვა „ტურბინიანი“ GeForce RTX 4070 Turbo


Recommended Posts

სახლის სამუშაო სადგურების მფლობელებისა და ხელოვნური ინტელექტის მოყვარულებისთვის ASUS-მა გამოუშვა ვიდეო ბარათი GeForce RTX 4070 Turbo ტანგენციალური ქულერი მქონე გაგრილების სისტემით, რომელსაც "ტურბინას" უწოდებენ. ამაჩქარებელი განკუთვნილია შეზღუდული შიდა სივრცის მქონე სისტემებისთვის, სადაც რამდენიმე ასეთი ვიდეო ბარათია საჭირო. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: ASUS 

ASUS Turbo ვიდეო ბარათები ფართოდ იყო გავრცელებული GeForce RTX 20 და RTX 30 სერიების ამაჩქარებლების ეპოქაში, თუმცა მაშინ მათი ბაზარზე  გამოჩენა კრიპტოვალუტების ბუმმა განაპირობა. შედეგად ბაზარზე გამოჩნდა მსგავსი ქულერებით აღჭურვილი GeForce RTX 3070 Turbo და RTX 3080 Turbo მოდელები. იმ დროს ASUS-მა გამოუშვა იმავე ვერსიის ფლაგმანურGeForce RTX 3090, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ამაჩქარებელი არ იყო ისეთი პოპულარული, როგორც უმცროსი და იაფი მოდელები. GeForce RTX 4070 Turbo მოდელი აგრძელებს ზოგად იდეას, მაგრამ ახლა ახალი ტენდენციის - ხელოვნური ინტელექტის პოპულარობის შესაბამისად.

image.jpeg 

GeForce RTX 4070 Turbo-ს საფუძვლად გამოყენებულია AD104 გრაფიკული პროცესორი 7680 CUDA ბირთვით და 12 გბ GDDR6 მეხსიერება, რაც საკმარისია ხელოვნური ინტელექტის გენერაციულ ენობრივ მოდელებთან მუშაობისთის. კომპანიამ ვიდეო ბარათთან ერთად ნაკრებში შეიტანა პროგრამულ პაკეტ Adobe Creative Suite-ის გამოწერა, რაც ციფრული კონტენტის შემქმნელების მიმართ დადებით ჟესტს წარმოადგენს. 

image.jpeg 

image.jpeg 

ბარათი ორსლოტიანია, ქვს ერთი სტანდარტული 8-პინიანი კების კონექტორი, რომელიც განთავსებულია ბარათის უკანა მხარეს, რაც აადვილებს სადეების განთავსებას სამუშაო სადგუის შემადგენლობაში რამდენიმე ასეთი ვიდეო ბარათის გამოყენებისას. ამაჩქარებლის ენერგომოხმარება 200 ვატს შეადგენს. 

image.jpeg 

ჩვეულებრივი GeForce RTX 4070 გეიმინგ ვერსიებისგან განსხვავებით, რომლებიც, როგორც წესი, დიდი ზომისებია, Turbo მოდელის სიგრძე მხოლოდ 26.9 სანტიმეტრია. ცხადია, მისი გაგრილების სისტემის ეფექტურობა მნიშვნელოვნად ნაკლებია ტრადიციულ ქულერებთან შედარებით, ამიტომ ვიდეო ბარათს არ აქვს GPU-ის ქარხნული აჩქარება. კომპანიას არ გამოუცხადებია, აქვს თუ არა ბარათს სიმძლავრის დამატებითი მარაგი, რაც მნიშვნელოვანი იქნებოდა მისი აჩქარების სურვილის შემთხვევაში. 

GeForce RTX 4070 Turbo ჯერჯეობით გაყიდვაში არ გამოსულა და მისი ფასი უცნობია.  

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.