Jump to content

DeFi Herald: ანალიტიკოსებმა დააფიქსირეს DeFi-ის აღდგენის ნიშნები, ხოლო TVL-მა განაგრძო ზრდა


Recommended Posts

image.jpeg 

დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) სექტორი აგრძელებს კრიპტოვალუტის ინვესტორების ყურადღების მიქცევას.  

DeFi სეგმენტის ძირითადი მაჩვენებლები. 

DeFi პროტოკოლებში დაბლოკილი სახსრების (TVL) მოცულობა 47.8 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, ლიდერი გახდა Lido 19.7 მლრდ აშშ დოლარით, ხოლო მეორე და მესამე ადგილს რეიტინგში Maker (8.3 მლრდ აშშ დოლარი) და JustLend (6 მლრდ აშშ დოლარი) იკავებენ. 

image.png 

წყარო: DeFi Llama. 

TVL Ethereum აპლიკაციებში გაიზარდა 26.9 მლრდ აშშ დოლარამდე, დეცენტრალიზებულ ბირჟებზე (DEX) ვაჭრობის მოცულობამ ბოლო 30 დღის განმავლობაში 72.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. 

Uniswap აგრძელებს არაკასტოდიალური ბირჟების ბაზარზე დომინირებას და მთლიანი ბრუნვის 62.3%-ს შეადგენს. ვაჭრობის მოცულობით მეორე DEX არის PancakeSwap (14.8%), მესამე კი - Curve (6.6%). 

JPMorgan-მა დააფიქსირა DeFi-ის აღდგენის ნიშნებ 

DeFi და NFT აქტივობა აჩვენებს აღდგენის "სავარაუდო" ნიშნებს, რადგან Bitcoin ETF-ის დამტკიცების მოლოდინმა გააუმჯობესა განწყობა კრიპტო ბაზარზე. ამ დასკვნამდე მივიდნენ JPMorgan-ის ანალიტიკოსები. 

ამ სფეროებში ზრდა დაფიქსირდა ორწლიანი ვარდნის შემდეგ, რამაც შექმნა „გარკვეული ოპტიმიზმი, რომ ყველაზე ცუდი პერიოდი დარჩა საშუალოვადიან პერსპექტივაში“. 

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ DeFi და NFT აქტივობის ბოლოდროინდელი აღდგენა დადებითი ნიშანია, ჩვენ გვჯერა, რომ ძალიან ადრეა სიხარული“, - აცხადებენ ექსპერტები. 

მათი თქმით DeFi სეგმენტის ზრდის მთავარი მიზეზი დეცენტრალიზებულ ბირჟებზე გაზრდილი სავაჭრო აქტივობაა. მნიშვნელოვანი გავლენა იქონია Lido Finance-ის ლიკვიდურმა სტეიკინგმაც. 

dYdX-მა დაკარგა 9 მლნ აშშ დოლარი „მიზანმიმართული თავდასხმის“ შედეგად 

17 ნოემბერს დეცენტრალიზებული დერივატივების ბირჟ dYdX-ის სადაზღვევო ფონდიდან გამოიყენეს დაახლოებით 9 მილიონი აშშ დოლარი Yearn Finance (YFI) ტოკენების ბაზარზე მომხმარებელთა პოზიციების ლიკვიდაციის დასაფარად. 

გუნდ ირწმუნებოდა, რომ ფონდი, რომლის ბალანსი 13.5 მლნ აშშ დოლარია, "ჯერ კიდევ კარგად არის დაფინანსებული", მომხმარებლის თანხები არ დაზარალებულა და ინციდენტის გამოძიება მიმდინარეობს. 

dYdX-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელ დირექტორ ანტონიო ჯულიანოს თქმით ზარალი გამოწვეული იყო ბირჟაზე „მიზანმიმართული თავდასხმით“, რომელიც მოიცავდა „მთელი YFI ბაზრის მანიპულირებას“. 

Jito-მ გამოუშვა მართვის ტოკენი და განაცხადა ეარდროპის შესახებ 

Solana-ზე დამყარებული ლიკვიდური სტეიკინგის პროტოკოლ Jito Network-ის დეველოპერებმა გამოუშვეს native მართვის ტოკენი JTO, მიმოქცევაში არსებული 1 მილიარდი მონეტით. 

Jito ქმნის ინფრასტრუქტურას, რომელიც ამცირებს MEV ბოტების გავლენას ძირითად ეკოსისტემაზე. კომპანიის განცხადებით JitoMEV ვალიდატორების ქსელი მართავს Solana-ში დაბლოკილი აქტივების 40%-ს. 

NativТNative ტოკენის გაშვება „საზოგადოების წევრებს შესაძლებლობას მისცემს პირდაპირ გავლენა მოახდინონ გადაწყვეტილების მიღებასა და ქსელის მიმართულებაზე“, სტეიკინგის პულზე საკომისიოს დაწესების, ხაზინის შემოსავლების კონტროლის და DAO-ს ჩათვლით.  

თავდაპირველად მიმოქცევაში შევიდა 115 მილიონი JITO: ტოკენების დაახლოებით 34% განკუთვნილია საზოგადოების ზრდისთვის, 25% ეკოსისტემის განვითარებისთვის, 24.5% ძირითადი მონაწილეებისთვის და 16% - ინვესტორებისთვის. 

პროექტმა ასევე გამოაცხადა, რომ მონეტის მარაგის 10% „გადაეცემა Jito-ს ქომიუნითის წევრებს ქსელის შექმნაში მათი წვლილის აღსანიშნავად და პირველივე დღიდან მმართველობაში მონაწილეობის შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად“, რაც ფაქტობრივად airdrop-ის ანონსს ნიშნავს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.