Jump to content

Bitcoin-ის თითოეულ ტრანზაქციაზე დაახლოებით 16 ათასი ლიტრი წყალი იხარჯება


Recommended Posts

image.png 

ცნობილია, რომ Bitcoin-ის ტრანზაქციებს ბევრი ელექტროენერგია სჭირდება, მაგრამ ყველამ არ იცის, რომ შესაბამისი ეკოსისტემა მუშაობისთვის ასევე საჭიროებს წყლის მნიშვნელოვან მოცულობას. როგორც The Register იტყობინება, Digiconomist-ის დამფუძნებელი და Vrije Universiteit Amsterdam-ის ექსპერტი ალექს დე ვრის შეფასებით Bitcoin-ის ეკოსისტემაში მხოლოდ 2023 წელს გამოყენებული იყო 2237 გიგალიტრი წყალი (1 გიგალიტრი = 1 მილიონ მ3-ს). 

შეერთებულ შტატებში კრიპტოვალუტის მოპოვებას წელიწადში 39-120 გიგალიტრი წყალი დასჭირდა, დაახლოებით იგივე რაოდენობას მოიხმარს 300 ათასი ოჯახი ან ვაშინგტონის ზომის ქალაქი. გასულ წელს Bitcoin-ის ფასი შემცირდა, რამაც გამოიწვია ენერგიისა და წყლის მოხმარების უმნიშვნელო კლება, მაგრამ მისი ფასი წელს ისევ გაიზარდა და 2023 წლის მარტში ენერგმოხმარება რეკორდულ დონე მიაღწია. წლის ბოლოს Bitcoin მოიხმარს 141.9 ტვტ/სთ-ს, ე.ი. მესამედით მეტ 2021 წელთან შედარებით. 2021 წელს მთელ მსოფლიოში Bitcoin-ებზე დაიხარჯა თითქმის 1600 გიგალიტრი წყალი - დაახლოებით 16 ათასი ლიტრი ტრანზაქციაზე, ე.ი. 6.2 მილიონჯერ მეტი, ვიდრე საბანკო ბარათით ტრანზაქციის დამუშავება ჯდება. 

image.jpeg 

წყარო: Alex de Vries / Cell.com 

ექსპერტის აზრით არსებობს წყლისა და ენერგიის მოხმარების შემცირების გზები, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ გამოყენებას არავინ აპირებს, რადგან Bitcoin-ის საზოგადოება ძალიან კონსერვატიულია. უფრო ეფექტურ მექანიზმებზე გადასვლა, როგორც ეს მოხდა Ethereum-თან დაკავშირებით, მოსალოდნელი არ არის. უფრო მეტიც, მფლობელები და მაინერები მეტწილად ხედავენ Bitcoin-ის შედარებითი საიმედოობისა და სტაბილურობის გარანტიას იმაში, რომ ცვლილებები არ იქნება. ექსპერტი აღნიშნავს, რომ გარემოს დიდმა დაზიანებამ შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს, განსაკუთრებით მსოფლიოში წყლის მწვავე დეფიციტის ფონზე. 

მაგალითად, ყაზახეთში, რომელიც ჩინეთში მსგავსი საქმიანობის აკრძალვის შემდეგ Bitcoin-ის მაინინგის მთავარ პლატფორმად იქცა, წყლის ნაკლებობა ნამდვილ კრიზისს გამოიწვევს. კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ 2030 წლისთვის ქვეყანაში წყლის დეფიციტი 75 გიგალიტრს მიაღწევს. 2021 წელს ყაზახეთში Bitcoin-ის მაინინგზე დაახლოებით 1 ათასი გიგალიტრი წყალი დაიხარჯა. თუმცა, მეცნიერის თქმით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ საგანგაშო სიახლე Bitcoin-ის საზოგადოებაში რაიმე შეშფოთებას იწვევს. ამ ფონზე ნეიროქსელების სწავლებას და გაშვებისთვის დახარჯული წყლის რაოდენობა აღარ ჩანს ძალიან მასშტაბური. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.