Jump to content

ხელოვნური ინტელექტი გახდება სმარტფონების ბაზრის აღდგენის დამაჩქარებელი - ზრდა 2024 წლიდან დაიწყება


Recommended Posts

Goldman Sachs-ისა და Morgan Stanley-ის ანალიტიკოსების აზრით სმარტფონების გაყიდვები ზრდას დაუბრუნდება მომავალ 2024 წელს. მამოძრავებელი ძალა ხელოვნური ინტელექტის სფეროს მიღწევები იქნება, რომელიც მობილურ მოწყობილობებს ახალ შესაძლებლობებს მისცემს, წერს TechCrunch ანალიტიკოსების მოსაზრებებზე დაყრდნობით. 

image.jpeg 

საინვესტიციო ბანკ Morgan Stanley-მ გაზარდა 2025 წლის პროგნოზები გლობალური სმარტფონების გაყიდვებთან დაკავშირებით და დაასახელა მოწინავე ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელოვანი პოტენციალი, რომელიც საშუალებას იძლევა მიღწეულ იქნას პროგრესი სხვადასხვა მიმართულებით, ფოტოგადაღებიდან დაწყებული - საუბრის ტექნოლოგიური ამოცნობით დამთავრებული.  

მარტფონების მწარმოებლებმა, მათ შორის Apple-მა, Vivo-მ, Xiaomi-მ და Samsung-მა, დაიწყეს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების სულ უფრო აქტიური დანერგვა თავიანთ მოწყობილობებში. Vivo-ს ახალი, ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე სმარტფონ X100-ის გაყიდვებმა მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა, ხოლო Xiaomi-მ თავის ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ფლაგმანის გაყიდვები ექვსჯერ გაზარდა ჩვეულებრივ გაყიდვებთან შედარებით. Samsung გეგმავს დანერგოს ChatGPT-ის ტიპის გენერაციული ხელოვნური ინტელექტი 2024 წლის მოდელებში ალგორითმების უშუალოდ მოწყობიილობაში და არა ქლაუდზე გაშვებით.  

„ყველაზე დიდი დაბრკოლება არ არის იმის ცოდნა, თუ როდის შეიქმნება „მკვლელი აპლიკაცია“ (გადაწყვეტილება, რომელიც ყველა კონკურენტს გადააჭარბებს). თუ მაგალითებად ავიღებთ დესკტოპის ინტერნეტს და მობილურ ინტერნეტს, ახალი „მკვლელი აპლიკაციის“ გამოჩენა ჩვეულებრივ ხდება საწყისი გარღვევიდან 1-2 წლის შემდეგ“, - განაცხადა Morgan Stanley-მ მოხსენებაში. 

Goldman Sachs-ის შეფასებით სმარტფონების გლობალური გაყიდვები 2023 წელს 5%-ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 1.148 მილიარდ ერთეულს შეადგენს. გაყიდვების კლება ზედიზედ მეორე წელია გრძელდება, თუმცა გაცილებით ნელი ტემპით, ვიდრე 2022 წელს. გაყიდვების ზრდა განახლდება 2024 და 2025 წლებში, რაც გამოწვეული იქნება ახალი პროდუქტების გამოშვებით. Goldman Sachs-ის თანახმად სმარტფონების გლობალური მიწოდება 2024 წელს გაიზრდება 3%-ით 1.186 მილიარდ ერთეულამდ, ხოლო 2025 წელს კიდევ 5%-ით გაიზრდება 1.209 მილიარდ ერთეულამდე. ექსპერტების აზრით, „სმარტფონების გლობალური მიწოდება 2025 წლისთვის თანდათანობით დაუბრუნდება 2022 წლის დონე“. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.