Jump to content

Recommended Posts

Posted

ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი სტარტაპის ექსპერიმენტებს არასოდეს გამოუწვევია მაიმუნების სიკვდილი, რომლებზეც იმპლანტი გამოიცადა. მეორე მხრივ, არსებობს მტკიცებულება, რომ სულ მცირე 12 მაიმუნი დაიღუპა ტვინში ჩიპების ჩანერგვის შემდეგ, წერს Bloomberg. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Neuralink 

ოთხშაბათს New York Times Dealbook-ის კონფერენციაზე მასკმა გაიმეორა განცხადება, რომელიც მან გააკეთა მიმდინარე წლის დასაწყისში სოციალურ ქსელ X-ზე, რომ Neuralink-მა გამოიყენა ადრეული ექსპერიმენტები იმ მაიმუნებზე, რომლებიც უკვე სიკვდილთან ახლოს იყვნენ. 

„არცერთი მაიმუნი არ მომკვდარა Neuralink-ის იმპლანტის (გამოყენების) შედეგად. ჩვენი ადრეული იმპლანტების თავდაპირველი ჩანერგვისთვის, მინიმუმამდე რომ შეგვემცირებინა რისკი ჯანსაღ მაიმუნებში, ჩვენ ავირჩიეთ სიკვდილთან ახლოს მყოფი მაიმუნები“, - განაცხადა მასკმა სექტემბერში სოციალურ ქსელ X-ის მეშვეობით. 

შეტყობინება ეხმიანება შარშან გამოქვეყნებულ განცხადებას Neuralink-ის ვებ-გვერდზე, რომ ექსპერიმენტებისთვის შეარჩიეს ისეთი ცხოველები, რომლებსაც „შეიძლება არ ჰქონოდათ ცხოვრების ადეკვატური ხარისხი უკვე არსებული მდგომარეობის გამო“. განცხადებაში ნახსენები იყო ორი მაიმუნი, რომელთა ევთანაზია განხორციელდა დაგეგმილ დროში და ექვსი მაიმუნი, რომლებიც ევთანაზირებულ იქნენ კალიფორნიის უნივერსიტეტის დევისის ვეტერინარული პერსონალის სამედიცინო რჩევით, სადაც Neuralink იმ დროს ატარებდა ტვინის იმპლანტაციის ექსპერიმენტებს პრიმატებზე. Bloomberg-მა აღნიშნა, რომ პასუხისმგებელი მედიცინის ექიმთა კომიტეტი, რომელიც ეწინააღმდეგება ცხოველებზე ექსპერიმენტებს, ამტკიცებს, რომ 12 მაიმუნი გარდაიცვალა Neuralink-ის მოწყობილობის ჩანერგვის შემდეგ. 

Neuralink ამჟამად ექსპერიმენტებს ატარებს საკუთარ ლაბორატორიაში, რომელიც აშენდა ფრიმონტში, კალიფორნიაში. მასკმა შენობას, სადაც მაიმუნები ცხოვრობენ, სამოთხე უწოდა. ნოემბერში Bloomberg BusinessWeek-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაიმუნების ოთახები მართლაც ფართო იყო და მაიმუნებს ჰქონდათ სათამაშოები, გასართობი აღჭურვილობ და ტელევიზორები. 

ცხოველებზე ექსპერიმენტების შესახებ საზოგადოებრივი აზრი დიდი ხანია იყოფა. ცხოველებზე სამედიცინო მოწყობილობების ტესტირების მომხრეები ამბობენ, რომ ეს  საშუალებას აძლევს სიცოცხლის გადამრჩენი მოწყობილობების ბაზარზე გამოტანას ადამიანებისთვის ზიანის მიყენების გარეშე. ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ექსპერიმენტები სასტიკია და რომ ისინი ნაწილობრივ სხვა გზებითაც შეიძლება განხორციელდეს. 

 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.