Jump to content

დაანონსდა მსოფლიოში პირველი Linux გეიმინგ ლეპტოპი Tuxedo Sirius 16 AMD-ის კომპონენტებით


Recommended Posts

კომპანია Tuxedo Computers-მა,  რომელიც სპეციალიზებულია Linux-ზე დამყარებული პორტატული კომპიუტერების შექმნაზე, დააანონსა თავისი პირველი გეიმინგ ლეპტოპი. საუბარია მოდელ Sirius 16 Gen 1-ზე, რომლის აპარატურულ საფუძველს წარმოადგენს 8-ბირთვიანი AMD Ryzen 7 7840HS პროცესორი მაქსიმალური სამუშაო სიხშირით 5.1 გჰც და Radeon RX 7600M XT გრაფიკული ამაჩქარებელი 8 გბ GDDR6 ვიდეო მეხსიერებით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Tuxedo 

Sirius 16 Gen 1-ს აქვს 16.1-დუიმიანი დისპლეი 2560 × 1440 პიქსელი გაფართოების მხარდაჭერით და 165 ჰერცამდე კადრის განახლების სიხშირით. გამოყენებულია BOE-ს პანელი, რომელიც უზრუნველყოფს 300 კდ/² მაქსიმალურ სიკაშკაშეს და 100%-იან sRGB ფერთა გამას. რაც შეეხება მონაცემთა შენახვას, ლეპტოპზე მხარდაჭერილია ორი M.2 2280 SSD-ის გამოყენება ჯამური 8 ტბ მოცულობით. ხელმისაწდვომია ორი სლოტი 96 გბ-მდე DDR5-5600 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერების მოდულებისთვის. 

image.jpeg 

ლეპტოპის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია მასში გამოყენებული პროგრამული პლატფორმა. ლეპტოპი წარმოდგენილი იქნება წინასწარ დაინსტალირებული Tuxedo OS-ით Ubuntu-ზე დაყენებული KDE Plasma Desktop-ის ბაზაზე. კომპანია მომხმარებლებს ასევე შესთავაზებს თავის პროგრამულ უზრუნველყოფა WebFAI-ს, რომელიც უზრუნველყოფს წვდომას ყველა მხარდაჭერილ დისტრიბუტივებზე მარტივი კონფიგურატორის საშუალებით. გარდა ამისა მომხმარებლებს შეეძლებათ Windows-ის დრაივერების ჩამოტვირთვა. 

image.jpeg 

იმის გამო, რომ Sirius 16 Gen 1 ნიშური ლეპტოპია, მისი საცალო ფასი ოდნავ უფრო მაღალია Windows-ზე დამყარებულ ანალოგებთან შედარებით. მოწყობილობის საბაზისო ვერსია 16 გბ ოპერატიული მეხსიერებით და 500 გბ Samsung 980 PCIe Gen3 დისკით 1699 ევრო ეღირება. ახალი პროდუქტის შეძენა მომდევნო თვის შუა რიცხვებიდან გახდება შესაძლებელი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.