Jump to content

ახლა უკვე ყველას შეუძლია საკუთარი Tesla Roadster-ის აწყობა: კომპანიამ ელექტრომობილის სრული დოკუმენტაცია გაასაჯაროვა


Recommended Posts

სანამ ამერიკული კომპანია Tesla გასული ათწლეულის განმავლობაში კომერციულ წარმატებას მიაწევდა და ილონ მასკს პლანეტის უმდიდრეს ადამიანად აქცევდა, მრავალი წლის განმავლობაში ტესტავდა ელექტრომობილების წარმოებას Roadster-მოდელით. ცოტა ხნის წინ ამ ელექტრომობილის ყველა დოკუმენტაცია უსასყიდლოდ შესთავაზეს ყველა დაინტერესებულ მხარეს.  

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Tesla 

რა თქმა უნდა, შესაძლოა გვახსოვდეს 2014 წლის ინიციატივა Tesla-ს პატენტებზე თავისუფალი წვდომის შესახებ მაგრამ იმ დროს კომპანიამ გადაწყვიტა უბრალოდ არ ეჩივლა მათთვის, ვინც მის ტექნოლოგიებს გამოიყენებდა, ხოლო სანაცვლოდ კი  მიიღებდა წვდომას კონტრაგენტის ტექნოლოგიებზე. გამოვიდა ერთგვარი „ტექნოლოგიური ბარტერი“, რომელიც ბოლომდე ვერ ჩაითვლებოდა დოკუმენტაციაზე თავისუფალ წვდომად. 

როგორც Eelectrek განმარტავს, პირველი თაობის Tesla Roadster-ის უახლესი ინიციატივის შემთხვევაში ასეთი პირობები არ არსებობს. დაინტერესებულ პიირებს შეუძლიათ მიიღონ წვდომა არა მხოლოდ Tesla-ს ტექნიკურ დოკუმენტაციაზე, რომელიც დაკავშირებულია პირველი თაობის Roadster-თან, არამედ კვლევით ნაშრომებზე, რომლებიც ამ მანქანის დეველოპერებმა გამოაქვეყნეს. ბრენდის პირველი ელექტრომობილი პროტოტიპის სახით პირველად წარუდგინეს შეზღუდულ აუდიტორიას 2006 წელს; 2008 წლის თებერვლისთვის Tesla Roadster-ის პირველი საწარმოო ასლი წარუდგინეს ილონ მაკს, რომელიც იმ დროისთვის უკვე ხელმძღვანელობდა კომპანიას. მოგვიანებით კომპანიის ექსცენტრიულმა ლიდერმა ეს მანქანა კოსმოსში SpaceX-ის რაკეტით გაუშვა. 2009 წელის ივნისამდე იწარმოებოდა პირველი „რევიზიის“ დაახლოებით 500 ელექტრომობილი; შემდგომში მოხდა მისი არაერთგზის მოდერნიზება და რიგი ცვლილებებით იგი შეზღუდული რაოდენობით იწარმოებოდა 2012 წლამდე. კომპანია Lotus, რომელიც მოგვიანებით ჩინურ Geely-ს კონტროლის ქვეშ მოექცა, არა მხოლოდ მონაწილეობდა Tesla Roadster-ის სავალი ნაწილების შემუშავებაში, არამედ აწვდიდა მას რამდენიმე კომპონენტს.  

საერთო ჯამში ამ მოდელის დაახლოებით 2500 მოდელი იქნა წარმოებული, მათ მფლობელები ოცდაათზე მეტ ქვეყანაში ჰყავს. ამერიკული ბაზრისთვის წარმოებული რამდენიმე ათეული მანქანა დაიკარგა არიზონას სპეციალიზებულ სახელოსნოში გაჩენილი ხანძრისას. 

რატომ გახდა Tesla Roadster-ის დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი სწორედ ახლა - საიდუმლოდ რჩება. არაერთი წელის კომპანია ამაოდ ცდილობს მეორე თაობის მოდელის სერიული წარმოების დაწყებას, რომლის დინამიურ მახასიათებლებს ახლა უკვე კონკურენციას უწევს ჩინური ბრენდების წარმოების მანქანები. შესაძლოა, Tesla Roadster-ის ორიგინალი ვერსიის დოკუმენტაციაზე წვდომამ საშუალება მისცეს მესამე მხარის კომპანიებს - დაიწყონ ამ ელექტრომობილის არაორიგინალი სათადარიგო ნაწილების წარმოება, რაც იშვიათობა გახდა. თუმცა Tesla უარს ამბობს თავისი დოკუმენტაციის გამოყენებით ასეთი ექსპერიმენტების შედეგების ნებისმიერ პასუხისმგებლობაზე. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.