Jump to content

Lenovo-მ მოითხოვა ASUS-ის ლეპტოპების გაყიდვის აკრძალვა ტექნოლოგიის მოპარვის გამო


Recommended Posts

Lenovo-მ სარჩელი შეიტანა ASUSTek Computer-ისა და ASUS Computer International-ის წინააღმდეგ, მოითხოვა ზიანის ანაზღაურება და Zenbook სერიის ლეპტოპების და სხვა პროდუქტების გაყიდვის შეწყვეტა, რომლებიც სავარაუდოდ არღვევს Lenovo-ს საპატენტო უფლებებს. საერთო ჯამში სარჩელში მოხსენიებულია Lenovo-ს ოთხი პატენტი, სადაც აღწერილია ეკრანის სახსრის მოწყობილობა, ენერგიის მართვის სისტემა, უსადენო კავშირის შეყოვნების შემცირების ტექნოლოგია და თაჩპედის გამოყენების ორიგინალური გზა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: pexels.com 

სარჩელში, რომელიც შეტანილია 15 ნოემბერს კალიფორნიის ჩრდილოეთ ოლქის საოლქო სასამართლოში, ნათქვამია, რომ Lenovo ითხოვს „ზარალის, მათ შორის მოგების დაკარგვის ანაზღაურებას, რომელიც გამოწვეულია სავარაუდო საპატენტო დარღვევით“. სარჩელი ეფუძნება ოთხ პატენტს: 

პატენტი „რესურსების ბლოკებში გადაცემის მეთოდები და მოწყობილობები“ გაფორმებულია Lenovo-ს მიერ 2021 წელს. იგი აღწერს ტექნოლოგიას, რომელიც შეამცირებს შეფერხებებს, რომლებიც წარმოიქმნება დროს უსადენო მოწყობილობებისთვის ზემოაღნიშული პაკეტის გადაცემი დროს მონაცემთა ჩამოტვირთვის ეტაპების რაოდენობის შემცირებით. 

Lenovo-ს კიდევ ერთი პატენტი აღწერს მოწყობილობის ენერგიის მართვის ხერხს უსადენო ქსელის და მასზე გადაცემული „ჯადოსნური პაკეტის“ გამოყენებით უსადენო წვდომის წერტილის გარეშე. 

კიდევ ერთი პატენტი, რომელზეც Lenovo ჩივის, გაცემულია 2010 წელს. იგი აღწერს სენსორულ პანელზე დიაგონალურად გადასქროლვის მეთოდს ორი თითის გამოყენებით. 

Lenovo ასევე ადანაშაულებს ASUS-ს 2014 წელს მიიღებული პატენტის - „ორმაგი სახსარი კუთხოვანი მექანიზმით“ - დარღვევაში. იგი აღწერს ეკრანის სახსარს, რომელიც ლეპტოპს სტანდარტული რეჟიმიდან პლანშეტის რეჟიმში გადართვის საშუალებას აძლევს. 

Lenovo ASUS-ისგან ითხოვს „შეწყვიტოს მარკეტინგი, რეკლამა, დისტრიბუცია, გასაყიდად შეთავაზება,, გაყიდვა ან სხვაგვარად გადაცემა, ინვენტარის გადატანის ან გადაზიდვის ჩათვლით“, რაც არღვევს სადავო ოთხ პატენტს. თუმცა, Lenovo ამტკიცებს, რომ ეს შეზღუდვები მნიშვნელოვნად არ დააზარალებს მომხმარებლებს ან კონკურენციას აშშ-ში ASUS-ის ბაზრის მცირე წილის გამო. IDC-ის მონაცემებით ASUS-ს 2023 წლის მესამე კვარტალში კომპიუტერების ბაზრის (ლეპტოპების და დესკტოპების ჩათვლით) დაახლოებით 7.1% ეკავა, Lenovo კი ლიდერობს 23.5%-იანი წილით.  

Lenovo-ს გენერალური მრჩევლის მოადგილე და ინტელექტუალური საკუთრების მთავარი სპეციალისტი John Mulgrew თვლის, რომ Lenovo-მ უფრო აქტიურად უნდა დაიცვას თავისი პატენტის პორტფელი მისი, როგორც ლიცენზიანტისა და ლიცენზიარის როლის გათვალისწინებით. მან ხაზი გაუსვა Lenovo-ს ერთგულებას სამართლიანი, გონივრული და არადისკრიმინაციული ლიცენზირების პირობებისადმი. დღესდღეობით Lenovo-ს პატენტების პორტფოლიო მოიცავს 28 ათასზე მეტ პატენტს, რომელთაგან 14 ათასი ჯერ არ არის განხილული. 

Mulgrew-მ დაამატა, რომ „საჩივრები ყოველთვის არის უკანასკნელი საშუალება Lenovo-სთვის“, თუმცა კომპანიამ ახლახანს შეიტანა მრავალი სარჩელი, მათ შორისაა დავა კომპანია Framework-თან კვების ღილაკის ფორმასთან დაკავშირებით, საპატენტო დავა InterDigital-თან და მიმდინარე სარჩელი Ericsson-თან 5G ტენოლოგიების გამო. 

Lenovo-მ ასევე შეიტანა სარჩელი ASUS-ის წინააღმდეგ პატენტის დარღვევის შესახებ აშშ-ის საერთაშორისო სავაჭრო კომისიაში (ITC) 2023 წლის აგვისტოში ASUS-ის მიერ მიუნხენის რეგიონალური სასამართლოს საპატენტო ტრიბუნალში შეტანილი საჩივრების საპასუხოდ. Lenovo ამტკიცებს, რომ ASUS-ის სარჩელი ეხება ფიჭურ ტექნოლოგიებს, რისთვისაც გამოსავლის სახით Lenovo-მ შესთავაზა ASUS-ს „ჯვარედინი ლიცენზირების გარიგება“. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.