Jump to content

Xiaomi-მ წარადგინა შავი და თეთრი Redmi K70 Pro - ფლაგმანის პრეზენტაცია 29 ნოემბერს არის დაგეგმილი


Recommended Posts

კომპანია Xiaomi-მ თავის ბრენდ Redmi-ის მომავალი ფლაგმანის დიზაინი გააზიარა. ფლაგმანური Redmi K70 სერიის სმარტფონების პრეზენტაცია 29 ნოემბერს გაიმართება, ხოლო ანონსამდე რამდენიმე დღით ადრე კომპანიამ საზოგადოებას უჩვენა უფროსი მოდელი Redmi K70 Pro შავ და თეთრ ფერებში. ასევე ცნობილი გახდა მოწყობილობის ზოგიერთი მახასიათებელი. 

 

image.jpeg

ფოტოს წყარო: Redmi 

Redmi K70 Pro-ს უკანა პანელზე ექნება სამი კამერა შუქდიოდურ განათებასთან ერთად, ხოლო მისი დიზაინი Xiaomi 14 სერიის მოწყობილობას მოგვაგონებს - განსხვავება ის არის, რომ კამერების ე.წ. „კუნძული“ ერთი კიდედან მეორემდე ვრცელდება. კომპანიამ აგრეთვე გააზიარა ახალი ფლაგმანების რამდენიმე დეტალი: მათ ექნება 6.67-დუიმიანი დისპლეი და საკმაოდ თხელი, 7.49 მმ სისქის კორპუსი. კორპუსს რკალისებრი კიდეები არ აქვს - იგი ბრტყელია, თუმცა კამერების ბლოკი საკმაოდ თვალშისაცემად გამოიყურება. 

Redmi K70 Pro 

image.pngimage.png 

image.jpeg

ერთ-ერთმა საცალო სავაჭრო პლატფორმამ გააზიარა Redmi K70 და Redmi K70 Pro ვერსიების სრული ასორტიმენტი კონფიგურაციების და ფერების მიხედვით. სმარტფონებს ექნება 16 ან 24 გბ ოპერატიული მეხსიერება, ინტეგრირებული მეხსიერების მოცულობა კი შეადგენს 256 გბ-დან 1 ტბ-ს. Redmi-ს მიერ წარდგენილ ოფიციალურ ფოტოებზე სმარტფონები მოცემულია შავ და თეთრ ფერებში, თუმცა ხელმისაწვდომი იქნება ასევე ლურჯი და იისფერი ვარიანტები. 

ოფიციალური ანონსი 29 ნოემბერს შედგება და ეს მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება Redmi-სთვის. მოსალოდნელია არა მხოლოდ ფლაგმანური სმარტფონების, არამედ Redmi Book 16 2024 ლეპტოპის, სმარტ-საათ Redmi Watch-ის და უსადენო ყურსასმენ Redmi Buds 5 Pro-ს პრეზენტაცია. 

image.jpeg

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.