Jump to content

Sony-მ დაიწყო PlayStation 5 Slim-ის გაყიდვა აშშ-სა და ევროპაში


Recommended Posts

განახლებული კონსოლი Sony PlayStation 5 Slim გაყიდვაში გამოვიდა აშშ-სა და ევროპაში. ახალი პროდუქტი ხელმისაწვდომია როგორც კომპანიის ოფიციალური ონლაინ მაღაზიების, ასევე მსხვილი საცალო ვაჭრობის საშუალებით. დიდ ბრიტანეთში კონსოლის გაყიდვები 29 ნოემბერს დაიწყება. აღსანიშნავია, რომ Sony-მ პირველად ოფიციალურად გამოიყენა სიტყვა „Slim“ კონსოლის ახალი ვერსიის აღსანიშნავად - ადრე მას უბრალოდ PS5-ის ახალ ვერსიას ეძახდნენ. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Sony 

დისკწამყვანის მქონე გეიმინგ კონსოლი PlayStation 5 Slim შემოთავაზებულია 499.99 აშშ დოლარად. ამავე ფასად ყიდიდა Sony ჩვეულებრივ PS5-ს, ამჟამად კი მომხმარებლებს სთავაზობს გეიმინგ ნაკრებს, რომელშიც შედის PlayStation 5-ის ორიგინალი დისკიანი ვერსია თამაშით Marvels Spider-Man 2. 

image.jpeg 

გარდა ამისა, შეზღუდული პერიოდის განმავლობაში შესაძენად ხელმისაწვდომია Sony PlayStation 5 Slim-ის გეიმინგ პაკეტები Call of Duty Modern Warfare III-თან ან Marvel's Spider-Man 2-თან ერთად იმავე 499.99 აშშ დოლარად. PlayStation 5 Slim Digital Edition ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის. 

image.jpeg 

ხალი PS5 Slim ვერსიის ზომაა 358 × 216 × 96 მმ, ორიგინალი დისკიანი ვერსიის ანალოგიური პარამეტრები კი 390 × 260 × 104 მმ-ს შეადენს. PS5 Slim Digital Edition-ის ზომაა 358 × 216 × 80 მმ, ხოლო მიი წინამორბედის - 390 × 260 × 92 მმ. განახლებული კონსოლის წონა ჩვეულებრივ PS5-თან შედარებით 18%-ით, ხოლო დისკწამყვანის არმქონე PS5 Digital Edition-თან შედარებით 24%-ით ნაკლებია. შეგახსენებთ, რომ დისკწამყვანი მოხსნადი ტიპისაა, ასე რომ PS5 Slim Digital Edition-ის მყიდველებს საშუალება ექნებათ მომავალში შეიძინონ დამატებითი დისკწამყვანი და გვერდითი პანელი. 

PlayStation 5 Slim და PlayStation 5 Slim Digital Edition მოდელებს უფრო დიდი მოცულობის მყარი დისკები აქვს - მისი მოცულობა 825 გბ-დან 1 ტბ-მდე გაიზარდა. კონსოლის ფრონტალურ პანელზე გამოჩნდა მეორე USB-C კონექტორი USB-A-ს ნაცვლად. დანარჩენი ტექნიკური მახასიათებლები წინამორბედების ანალოგიურია. კონსოლებში გამოყენებულია AMD-ის 6-ნანომეტრიანი რვაბირთვიანი პროცესორი 8 Zen 2 ბირთვით (16 ნაკადი, 3.5 გჰც-მდე სიხშირე) და RDNA 2 გრაფიკა 35 ბლოკით და 2.23 გჰც სიხშირით, აგრეთვე GDDR6 სტანდარტის 16 გბ საერთო მეხსიერება CPU-ისა და GPU-ისთვის. 

PlayStation 5 Slim-ისთვის კომპანია გთავაზობთ ცალკე სადგამის შეძენას კონსოლის ვერტიკალური დაყენებისთვის 29.99 აშშ დოლარად. კონსოლის წინა ვერსიებში სადგამი კომპლექტში შედიოდა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.