Jump to content

ექსპერტებმა განმარტეს სპოტ Bitcoin-ETF-ების უპირატესობები ჩვეულებრივი ინვესტორებისთვის


Recommended Posts

image.jpeg 

Spot Bitcoin ETF-ების დამტკიცება გაამარტივებს წვდომას ციფრულ აქტივებზე და შეამცირებს 60/40-ზე დაბალანსებული საინვესტიციო პორტფელის რისკს დივერსიფიკაციის გზით - ნათქვამია Research-ის ანგარიშშია. 

„ჩვენ ველით, რომ საერთო ცვალებადობის სარგებელი და რისკის მიხედვით მორგებული ეფექტურობა გახდება საკვანძო სტრატეგია ბაზარზე გასასვლელად სხვადასხვა ბირჟაზე ვაჭრობის პროდუქტების პროვაიდერებისთვის“, - ნათქვამია დოკუმენტში. 

ანალიტიკოსების აზრით 2020 წლიდან ციფრულმა ოქრომ დაამტკიცა თავისი ღირებულება, როგორც დივერსიფიკაციის მძლავრმა ინსტრუმენტმა. 

მათი გათვლებით, ინვესტორს, რომელსაც აქვს 1%-იანი წილი Bitcoin AUM-ზე ტრადიციულ 60/40 პორტფელში, უპირატესობა ექნება თავის 3.16%-იანი წილის მქონე კოლეგასთან შედარებით, რომელსაც არ აქვს ასეთი ცვლილებება. 

2023 წელს ციფრული ოქროს დივერსიფიკაციის სარგებელი კიდევ უფრო აშკარა გახდა რისკის შემცველ აქტივებთან კორელაციის შემცირების და "მყარი" ზრდის ფონზე. 

image.png 

წყარო: K33Research. 

ექსპერტები ბაზრის კონსოლიდაციას პროგნოზირებენ 10 იანვრამდე, როდესაც SEC სავარაუდოდ მიიღებს პოზიტიურ გადაწყვეტილებას ბირჟაზე ვაჭრობის ფონდთან დაკავშირებით, რომელიც პირველ კრიპტოვალუტაზე იქნება დამყარებული. ამას მოწმობს ბაზრის „მოკრძალებული“ რეაქცია Binance-ის გარშემო არსებულ ამბებზე, აღნიშნეს მათ. 

ანალიტიკოსების დაკვირვებით CME-ზე ფიუჩერსების წლიური პრემიები რჩება 18%-ზე, ხოლო ღია პროცენტი (OI) რეკორდულ მაჩვენებელზეა, რაც ძლიერ ხარულ განწყობაზე მიუთითებს. 

„ბაზრის მიმდინარე სიგნალები იმაზე მიუთითებს, რომ ტრეიდერებს სურთ შეინარჩუნონ თავიანთი პოზიციები წლის ბოლოს. კონტანგოს კოეფიციენტი დეკემბერში ნოემბერთან შედარებით არის უზარმაზარი - 1.69%. ეს აღემატება 2021 წლის ოქტომბერში არსებულ რეკორდულ დონეს“, - განმარტეს მათ. 

ღია ინტრესი (OI) გაიზარდა 32.011 BTC-ით (1.17 მლრდ აშშ დოლარი) ბოლო 35 დღის განმავლობაში. 

ოფშორულ კრიპტოდერივატიულ ბირჟებზე განწყობა რჩება თავშეკავებული, რაც ამცირებს ლიკვიდაციის ალბათობას, აღნიშნეს ექსპერტებმა. 

OI დაეცა 18 თვის მინიმუმამდე და დაფინანსების განაკვეთები დაუბრუნდა ნეიტრალურ დონეს. 

CoinShares-ის თანახმად ბოლო რვა კვირის განმავლობაში ინვესტორებმა 1.32 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელეს კრიპტოპროდუქტებში. Bitcoin0ის ფონდებში თანხების შემოდინებამ ამ პერიოდში მიაღწია AUM-ის 3.4%-ს (30.78 მლრდ აშშ დოლარი). 

Matrixport-ის შეფასებით ანხების შემოდინება აშშ-ში დალისტულ ETF-ებში შეიძლება მერყეობდეს 24 მილიარდიდან 50 მლრდ აშშ დოლარამდე. 

Link to comment
Share on other sites

რავი ანალიტიკოსებს თუ დავუჯერებთ თუ ეგ კანონი მიიღეს ბიტკოინის ფასი 6 თვეში უნდა გასსამაგდეს მაგის შემდეგ, თუ არ მიიღეს დიდი გაზრდები ჰალვინგის შემდეგაც არ დაფიქსირდესო შეიძლება, დაჟე 100000$ ასვლაც კი გაუჭირდესო ბიტკოინს, აი ეგეთი რასკლადებია ეხლა ბოლო პერიოდში, ბოლო 26500$-ან 38300$ ასვლაც მაგითია გამოწვეული უფრო, წინასწარ გაზარდეს ინვესტორებმა 10000$ ბიტკოინი და ეგ კანონი რომ მიეღო დეკემბერში სიტყვაზე სეკს შეიძლება 60000$ აერტყა ბიტკოინის კურსს იანვრისთვის უკვე და 2026 წლისთვის გაცდებოდა მინიმუმ 150000$ მაინც, თუმცა შეიძლება კიდე ერთი ჰაიპი და მანიპულაცია იყოს ვეილსებმა რაც მოაწყვეს ბაზარზე, თუმცა პოვოდი ექნებათ ისევ დიდ აბიომებში თანხის უკან გაზიდვის თუ არაფერი დაადგინა სეკმა დეკემბერში, ძალიან სწრაფათ დაიწყო თანხების შეყრა, უბრალო მომხარებელი ვერაფერს ვეღარ ასწრებდა უკვე, თუ რამე არ მოეწონათ შეიძლება ეგრევე სწრაფათ გაზიდონ მოგვიანებით დიდი თანხები ბაზრიდან, ლაპარაკია 200-300$ მილიარდებზე სულ მცირე 2-3 დღეში ალბათ, სეკზე იქნება ბევრი რამე დამოკიდებული

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.